<უკან დაბრუნება...<<<თელავის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>
იყალთო - სოფელი თელავის რაიონში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთ კალთაზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 700 მეტრზე, თელავიდან 7 კილომეტრში. სოფლის მახლობლად დგას იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (ფერიცვალების ეკლესია, იყალთოს სამება, სამეკლესიიანი ბაზილიკა, იყალთოს აკადემია); სოფელშია ასევე წმ.სტეფანეს ეკლესია მე-6 საუკუნის, ნათლისმცემლის (XVII-XVIII სს) და მთავარანგელოზის ეკლესიები (XVII-XVIII სს.). იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მნიშვნელოვანი ძეგლია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5X9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.
გამოყენებული ბმული: http://ka.wikipedia.org/wiki/იყალთოს_მონასტერი
*********************************************************************************************************************
ი.ციციშვილი - განვითარებული ფეოდალიზმი: იყალთოს აკადემია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვმენის ისტორია. - თბ., 1995 - გვ.107-108.
იყალთოს მონასტერში აკადემიის შენობა წარმოადგენს გრძელ ორსართულიან შენობას, რომლის ქვედა სართულის ორი ოთახი სამეურნეო დანიშნულებისაა, ზემო სართულში კი დიდი დარბაზია შეკრებებისათვის. ზემო სართულის აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებულია ორი დიდი, შეისრული ფორმის კამარა, შეერთებული მათ შორის მდებარე რვაწახნაგა სვეტით...<<ტექსტი სრულად აქ...<<<
*********************************************************************************************************************
იყალთოს აკადემია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.129
იყალთოში (კახეთშია, თელავიდან 7-8 კმ. დაშორებით) შუა სუკუნეების სამონასტრო ანსამბლია: VI ს. პატარა გუმბათოვანი ეკლესია, მეორე გუმბათოვანი ეკლესია IX ს-ისა: ერთნავიანია სამლოცველო XII -XIII სს-სა და თავის დროზე სახელგანთქმული აკადემიის ნანგრევები. აკადემიის აყვავება XI - XII სს. მიჯნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ თვით შენობა VIII - IX საუკუნეთა ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც დაახლოებით მაშინ უნდა იყოს... <<ტექსტი სრულად აქ...<<
|