| 
 There are no translations available. 
 <უკან დაბრუნება 
  
წინარეხი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ.328, თბ., 1987 წელი. 
წინარეხი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის რაიონში. მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის ცენტრი (სოფლები: გომისჯვარი, თელათგორი, იდლეთი, ლავრისხევი). ზღვის დონიდან 720 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. 
წინარეხის ძეგლები: 
მაღალაანთ კომპლექსი 
ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია და სასაფლაო 
ეკლესია ძუძუხატი 
ელიას ეკლესია 
ზეგარდის ნიში 
თავკავთის კომპლექსი 
მარჯანიძეების სახლი - დარბაზი 
საკურთხისის მაცხოვრის ეკლესია 
საკურთხისის წმ.გიორგის ეკლესია, უმზეურა 
სამაროვანი 
ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი 
ჩადრისთავის საყდარი 
წმ.თევდორეს ეკლესია 
წყრუთის საყდარი 
ჯვარპატიოსნის ეკლესია 
  
  
  
  
  
************************************************************************************** 
წინარეხი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.-  თბ., 1990. - გვ.212-219. 
260. ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია და სასაფლაო, არქიტექტურულ ისტორიული ძეგლი, ეკლესია. დგას სოფლის სამხრეთ - დასავლეთით 7 კმ-ზე, ნასოფლარ ბოტისის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით...<<ტექსტი სრულად აქ...<< 
************************************************************************************** 
მაღალაანთ ეკლესია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.156 
ქართლშია, კასპის რაიონში, სოფ.წინარეხს ზემოთ, მდ.კავთურის მარცხენა ნაპირზე. აქ მთელი ფეოდალური ანსამბლის ნარჩენებია. იქაურობა, XV ს-დან მაინც, ძლიერ აზნაურებს მაღალაძეებს ეკუთვნოდა - აქედანაა სახელწოდებაც...<<ტექსტი სრულად აქ...<< 
 |