<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები//საგარეჯოს რაიონის ძეგლები>>>
ოთარაანი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.7, გვ.505, თბ., 1984 წელი.
ოთარაანი - სოფელი საგარეჯოს რაიონში (კოჭბაანის სოფსაბჭო). მდებარეობს ივრის ხეობაში, ზღვის დონიდან 920 მეტრზე, საგარეჯოდან 43 კმ, თბილისი - გომბორის საავტომობილო გზაზე... ოთარაანში შემონახულია განვითარებული შუა საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა. აქედან ერთ - ერთი, ჩრდილოეთის ეკლესია, სწორკუთხედითაა დასრულებული; როგორც ჩანს, იგი თავდაპირველად სამსხვერპლოს დანიშნულებას ასრულებდა. ბაზილიკას დასავლეთ მხარეს ყრუ გარსშემოსავლელი აქვს.
ფოტოების ავტორი თ.ჩანტლაძე
ოთარაანი (საგარეჯოს რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ოთარაანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.505. - მოკლე ცნობები სოფ.ოთარაანში შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების ბაზილიკურ ეკლესიაზე.
2. ოთარაანთ ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია - მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.120. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა სამეკლესიანი ბაზილიკის შესახებ.
|