topmenu

 

კარსანი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

კარსანის ეკლესია (მცხეთის რ-ნი) მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. კარსანი //ასლამაზიშვილი ლ. მცხეთა და მისის პონტერლანდი. - თბ., 2005. - გვ.25-32. - სოფ.ტერიტორიაზე შემორჩენილი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიისა და ციხე-გალავნის, ადრეფეოდალური ხანის კევლიანის სამეკლესიანი ბაზილიკის, კვირაცხოვლის ეკლესიისა და გვიანიფეოდალური ხანის დარბაზული ეკლესიის აღწერილობები.

2. კარსანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.289-292. - IX-XII საუკუნეებით დათარიღებული ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესიისა და მტკვრის მარჯვენა მხარეს, ქართლის ქედის ერთ-ერთ მწვერვალზე აგებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიისა და ციხე - გალავნის ხუროთმოძღვრული ფორმების განხილვა. მოცემულია 1961-1962 წლებში კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მასალები. ტექსტს დართული აქვს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ფოტო, კომპლექსის გენგეგმა.

3. წმ.ნინოს სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა - თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.149. - მოკლე ცნობა მცხეთის შემოგარენში ერთ-ერთი უძველესი (V-VI სს.) დარაზული ტიპის სოფ. კარსნის (მთაქართლი მთა)წმ. ნინოს სახ. ტაძრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: თბილისის ბეტლემის მაცხოვრის შობის სახ. (ქვემო) ტაძრის წინამძღვარი მამა ირაკლი (კალანდაძე), არქ.-ები: ნ.მინდორაშვილი, რ.ცხადაძე, ირ.გამყრელიძე. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.

4. კარსნის წმინდა გიორგის ეკლესია // ბარისაშვილი გ. მცხეთის შემოგარენის ტაძრები. - თბ., 2013. - გვ.28. - მოკლე ცნობა სოფელ კარსნის ნანგრევებად ქცეული ტაძრის შესახებ. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

5. კარსნის ღვთისმშობლის ეკლესია//ბარისაშვილი გ. მცხეთის შემოგარენის ტაძრები. - თბ., 2013. - გვ.28-29. - მოკლე ცნობა კარსნის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიის შესახებ. ტექსტს ახლავს ტაძრის ორი ფოტო.

6. კარსნის წმინდა ნინოს ეკლესია//ბარისაშვილი გ. მცხეთის შემოგარენის ტაძრები. - თბ., 2013. - გვ.30. - ტექსტს ახლავს აღდგენილი ტაძრის ფოტო.