topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გიშის ეკლესია - ლ.ჭილაშვილი

<უკან დაბრუნება...<<<გიშის ეკლესია // ჰერეთის ძეგლები>>>


გიშის ეკლესია // ჭილაშვილი ლ. - კახეთის ქალაქები. - თბ., 1980, გვ.14-17

...თუ კარგად ჩავუკვირდებით საქართველოს ბარისა და მთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის ცალკეულ ეტაპებს, აქ დამოკიდებულებების განსხვავებული ფორმები იქნება მისაგნები, რომლებიც განსაზღვრავდნენ არა მარტო ურთიერთობის ხასიათს, არამედ დასახლებათა ტიპების წარმოშობასაც კი. ჩვენ ბარისა და მთის ურთიერთობაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა ვცანით მიზანშეწონილად პირველი ეტაპი უძველესი დროიდან იწყება, როდესაც მთისა და ბარის ურთიერთობას ასე თუ ისე მძლავრი კულტურულ - ეკონომიკური ფაქტორი თავისებური მშვიდობიანი დამოკიდებულების ელფერს. აძლევდა. არქეოლოგიური მასალების შეჯერების შედეგად ადრინდელი საფეხური ჯერ კიდევ ადრებრინჯაოს ხანიდან ივარაუდება28)Р.М.Мунчаев, Кавказа на заре бронзового века, М., 1975, с.149-196. პირველი ეტაპი სრულდება ქართული ადრეფეოდალური სახელმწიფოს ფორმირების დროს. ამ დროს ბარი ძლიერ პოლიტიკურსა და კულტურულ - ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს მთაზე. ქრისტიანობის გავრცელების საბაბით მატულობს პოლიტიკური დაწოლაც. მთისა და ბარის ეკონომიკური ურთიერთობის ბაზაზე აღმოცენებული ქალაქები და მსხვილი დასახლებანი ამ დროს საეკლესიო სამისიონერო ცენტრებადაც იქცნენ. ასეთებად გვევლინებიან მთიდან ბარზე გამომავალ ხეობებში არსებული მნიშვნელოვანი დასახლებანი: ნათლისმცემელი, ნეკრესი, გავაზი, არეში, ლაკვისტი, მაჭი, ბოსტან-ქალაქი, რუსთავი, კაკი, გიში. აღნიშნული პუნქტებისა და ქრისტიანულ - მისიონერული ცენტრების აქტიური მოქმედების შედეგად მთის მნიშვნელოვანი ნაწილი ათვისებულ იქნა, როგორც პოლიტიკურად, ისე იდეოლოგიურად (ქრისტიანობით). ქრისტიანობის დანერგვასთან დაკავშირებით მთაში ვრცელდება ქართული დამწერლობა და კულტურა29)Д.М.Атаев, Нагорный Дагестан в раннем средневековье, Махачкала, 1963, с.196-214. ქრისტიანულ - იდეოლოგიურმა და კულტურულ ეკონომიკურმა მჭიდრო კავშირმა განაპირობა მთისა და ბარის მოსახლეობის შედარებით მშვიდობიანი თანაცხოვრება. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები მთისა და ბარის ურთიერთობის მარეგულირებლის როლში გამოდიან. მეორე ეტაპი ქართული ფეოდალური მონარქიის ძლიერების ხანაზე მოდის. ამ დროს მთის დიდი ნაწილი, ისევე როგორც ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია, უშუალოდ ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ორგანული ნაწილი ან მისი ყმადნაფიცია. ასეთ ვითარებაში მთისა და ბარის ურთიერთობის მარეგულირებელი პუნქტები ჰკარგავენ ოდინდელ ფუნქციებს და მათი როლი ძირითადად კულტურულ - ეკონომიკური რგოლის მნიშვნელობით განისაზდვრება. ამ პერიოდში ხელახალი ძალით ამოქმედდა მთისწინა ზონების სამეურნეო - ეკონომიკური ერთეულები, რომელთა წინამავალი ფორმები ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში უნდა ვეძიოთ.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

უკანასკნელი წლების არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს, რომ გაღმა კახეთის მთის წინა რეგიონში ყალიბდებიან კარგად ორგანიზებული სამიწათმოქმედო ერთეულები მაღალგანვითარებული საირიგაციო სისტემებით, რომლებიც გამოიყოფიან კავკასიონიდან ალაზნის ველისკენ გამომავალი მდინარეების (ხევების) აუზებში, თითქმის ყველა ორმდინარეთში, ისე რომ, ადნიშნული სამიწათმოქმედო ერთეულები მოქცეულია, ერთი მხრივ, კავკასიონსა და ალაზანს და, მეორე მხრივ, ალაზნის მარცხენა შენაკადებს შორის. რაც მთავარია, ცალკეული მათგანი გარკვეულ საეკლესიო ეპარქიას შეადგენს რომელიღაც ტაძრის მოთავეობით30 ლ.ჭილაშვილი, ძველი გავაზი, გვ.94-96). ასეთ სიახლეს შეიძლება თვალი გავადევნოთ მაინცდამაინც IV-VI საუკუნეებიდან, თუმცა დარწმუნებული ვართ ამ დროს საეკლესიო ცენტრები წარმართული ტაძრების მემკვიდრენი უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენ სათანადო ადგილზე გვექნება მითითებული ზოგი მათგანის წინამავალი წარმართული კულტის შესახებ მთვარის ღვთაებიდან ტრანსფორმირების გზით კოპალასა და წმ.გიორგის ქრისტიანულ სიმბოლომდე. ასეთნაირად ჩანს ჩამოყალიბებული და დაფუმნებული ერთი ერთეული ინწობისა და ჩელთის ორმდინარეთში ნათლისმცემლის (ფიქალების) მოთავეობით, ჩელთის წყალსა და დურუჯს შორის ნეკრესის ზონა, დურუჯსა და ბურსას შორის ცენტრით დუბეში, ბურსას და ავანის წყალს შორის, ავანის წყალსა და შოროხევს შორის - ძველი გავაზის ერთეული, შოროხევსა და არეშის წყალს შორის ცენტრით არეშში, ლაკვის ხევსა (თანამედროვე მდ.კაბალი) და ნეინის წყალს შორის ლაკვის ერთეული; ნეინისა და მაჭის წყლებს შორის მაჭის ერთეული და ა.შ. კაკისა და გიშის ერთეულებამდე (სურ.1). ყველა მათგანი ირიგაციით მოწყობილი სამიწათმოქმედო ზონაა, სათანადო საეკლესიო ეპარქიით და რელიგიური ცენტრით. არ გამოვრიცხავთ, რომ ისინი ადმინისტრაციულ ერთულებსაც წარმოადგენდნენ. როგორც ზევით ითქვა, აღნიშნული ზონები პირველ რიგში კარგად მოწყობილი სამიწათმოქმედო ერთეულებია, რომლებიც ინტენსიურად ამოქმედებულან სწორედ ერთიანი მონარქიის ძლიერების დროს, მთისა და ბარის ეკონომიკური ნიველირების პირობვბში, როდესაც საკუთარი მთის მოსახლეობის უზრუნველყოფა სამეურნეო პროდუქტებით, საკუთარი ბარის მეშვეობით უნდა მომხდარიყო, როდესაც იქმნებოდა განსხვავებული გეოგრაფიული და სამეურნეო ზონების ერთიანი, მყარი ეკონომიკური რგოლი. ასეთი ისტორიული სურათის წარმოდგენისას არ უნდა გაგვიკვირდეს მარან - ბეღლების სიმრავლე და სავარგულების მასშტაბურობა, რაც ასე გამოკვეთილად ჩანს აღნიშნული ძეგლების არქეოლოგიური კვლევის დროს. განსაკუთრებული ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთეული კარგად მოწყობილი სამეურნეო ზონის შთაბეჭდილებას ახდენს და ეს პირველ რიგში ყურადღებას იმსახურებს სათანადო საირიგაციო სისტემებით. ძველი ნაარხალებია დადასტურებული ინწობის ხევში, ავანსა  და შოროხევს შორის (ძვ.გავაზი), მდ.არეშის წყლის ორსავ მხარეს (არეშის ერთეული), თანამედროვე მდ.კაბალის (ლაკვისტის?), ბელაქნის წყლის (ბოსტან-ქალაქის), მდ.კატეხის (რუსთავის) ხეობებში, შექი - გიშის მიდამოებში (მდ.გიშის წყლიდან გამოღებული რუ) და სხვ., რაც განსაკუთრებული ყურადდების მიქცევას მოითხოვს. ყველა ეს ძველი საირიგაციო სისტემა დაკავშირებული გვგონია იქვე არსებულ საეკლესიო ცენტრებთან, რომელთა ფიქსაციაც მოხერხდა თითქმის უკლებლივ ყველა სამიწათმოქმედო (ადმინისტრაციულ?)  ერთეულში.

გიშის ეკლესია // ჭილაშვილი ლ. - კახეთის ქალაქები. - თბ., 1980, გვ.24-26

სამწუხაროდ, ბელაქნისა და კატეხის (ბოსტან - ქალაქისა და რუსთავის) ერთეულებში ადრექრისტიანული ხანის ძეგლები არ არის შემორჩენილი. მხარის გაძლიერებული ისლამიზაციის დროს ქრისტიანული ტაძრები განადგურდა, ისევე როგორც ქართული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გათათრდა ან გალეკდა.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ისტორიული ბედუკუღმართობისა და მასთან დაკავშირებული ქართული კვალის მოსპობის მიუხედავად, ეს რეგიონი - ყოფილი წუქეთის საერისთაო და შემდეგში კი ალის სასულთანო, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით ისეთივე სურათს იძლევა, როგორიც არის შემორჩენილი ინწობა - მაჭის ვრცელ ტერიტორიაზე. აქაც ცალკეული ერთეულების მინიშნება არის შესაძლებელი ხევების მიხედვით. ასეთი ერთეულები გვგონია ბელაქნის და კატეხის ხევებში. სადაც ანტიკურსა თუ ადრექრისტიანულ ხანაში ბოსტან - ქალაქისა და რუსთავის ძლიერი ზონები მდებარეობდა. მუხახის, ქურმუხის და გიშის წყლის ხევებში დღესაცაა შემორჩენილი პირველხარისხოვანი არქიტექტურული ძეგლები - ლეკითი (ლექართი)36)Г.Н.Чубинашвили, დასახ. ნაშრომი, გვ.226; П.Д.Барановский, Памятники в селениях Кум и Лекит, Архитектура Азербаиджана. Эпоха Низами, москва-Баку, с.31-33, ყუმი37)Г.Н.Чубинашвили, დასახ. ნაშრომი, გვ.130-133; П.Д.Барановский, დასახ. ნაშრომი, გვ.29-31(სურ.12) და კასრი კობალა - ქურმუხის ხევში. განსაკუთრებით უნდა მოვიხსენიოთ გიშის საეკლესიო ეპარქია, რომელიც ყურადღების ცენტრში ექცევა ქრისტიანობის გავრცელების პირველსავე პერიოდში. ვახუშტის სიტყვებით, ”გიში არს მთის ძირს რომელი იყო საერისთაო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდაცა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა წუქეთისა და შაკიხისა38)ვახუშტი, გვ.539; ი.ჯანაშვილი, ისტორიული და ეთნოგრაფიული აღწერა ჰერეთისა, ”მოგზაური”, 1902, №VII, VIII,გვ.410-420. გიშის ძველი ეკლესია მოგვიანო გადაკეთებებით დღესაც არის შემორჩენილი დღევანდელი რაიონული ცენტრის - შექის ჩრდილოეთით 5 კმ-ზე, მდ.გიშის წყლის მარჯვენა მხარეს (სურ.13). საცნაურია, რომ ის სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ტაძრების მსგავსად დაკავშირებული უნდა იყოს გიშის სარწყავ სისტემასთან, რომელიც დღეს კარგად მიინიშნება მდინარის მარჯვენა მხარეს სოფელ ოხუთის ბოლოდან რამდენიმე კილომეტრზე (ჩვენ შევძელით 4 კილომეტრიანი ზოლის დაზვერვა სოფ.კოხ-მოხამდე). ყურადღების გამახვილებაა საჭირო იმ ფაქტზე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტაძრების გეგმარების მიხედვით, VI საუკუნიდან, როგორც გ.ჩუბინაშვილი ვარაუდობდა39)Г.Н.Чубинашвили, დასახ. ნაშრომი, გვ.141, ყალიბდება სამეკლესიანი ბაზილიკების ტიპი და ამ რეგიონში ის სამნავიან ბაზილიკებთან ერთად წამყვან ფორმას წარმოადგენს (ნათლისმცემელი, ნეკრესი, დუბე, დარბაზოვანი, არეში). აქვე ჩნდება გავაზისა და ლექართის განსხვავებული გუმბათოვანი არქიტექტურული ფორმაც. მართალი იყო გ.ჩუბინაშვილი, როდესაც წერდა: "Таким образом, и этот район ГРузии раскрывает перед исследователем ту же картину общего хода развития и общих установок и художественных интересов"40)იქვე, გვ.237. არქიტექტურულ ფორმათა ერთიანობა და ლოგიკური გაგრძელება მთელი რეგიონის კულტურულ ეკონომიკური და ადმინისტრაციული ერთობის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

გიშის ეკლესია // ჭილაშვილი ლ. - კახეთის ქალაქები. - თბ., 1980, გვ.192-194

ქართულსა და უცხო წყაროებში უშუალოდ კაკის ადმინისტრაციული პროვინცია თუ გეოგრაფიული მხარე არ არის ცნობილი, თუმცა კი ის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა მთისკენ, ყოველთვის იქცევდა განსაკუთრებულ ყურაღღებას. თუ კანტიკუნტად გაბნეულ ცნობებს მოვუყრით თავს, უკეე ზევითაც იყო აღნიშნული და აქაც კვლავ გავიმეორებთ, ის XVII ს. დასაწყისიდანვე, ალის სასულტნოშია მისი ჩამოყალიბების დღიდანვე. უფრო ადრე ეს ადგილები  წუქეთის საერისთაოში შედიოდა, რომლის ცენტრსაც გიში წარმოადგენდა. ვახუშტი აღნიშნავს: ”არამედ გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთაო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდაცა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა, არამედ მიუხუნა შააბაზ კახეთს და ჰყო სასულტნოდ, და ამას ეწოდა წუქეთი, და აწ უწოდებენ ალის-სულთნად27)ვახუშტი,გვ.539 (სქოლიოში (№4) აღნიშნულია: ”წუქეთი ალის სასულტნო, შაჰაბაზისაგან მიხმული კახეთისაგან”.). ე.ი. წუქეთის საეპისკოპოსოს ფარგლებშია უშუალოდ გიში, შაქი28 და გიშის წყლიდან მოყოლებული ვიდრე ქურმუხის ხეობის ჩათვლით. თუ დასავლეთით სადამდე მიდიოდა საერისთაოს საზდვარი შემდეგ იქნება საუბარი29)შდრ.თ.პაპუაშვილი, ჰერეთის ისტორიის საკითხები, გვ.52. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მხარის თუ ადმინისტრაციული ერთეულის - საერისთაოს ცენტრია გიში და ტრადიციისამებრ მას გიშის საერისთაო კი არ ეწოდება, არამედ წუქეთისა. აქ ორიდან ერთია მოსალოდნელი - წუქეთი ან პუნქტის ადგილის სახელიდან მომდინარეობს, რომელსაც გიშმა აჯობა, ანდა ის ეთნიკური ჯგუფის აღმნიშვნელია. ჩვენ მეორე ვარიანტის სასარგებლოდ განვეწყეთ ერთი მეტად საგულისხმო ცნობის შესწავლის გამო. ბერი ეგნატაშვილი თეიმურაზ კახთა მეფის ისტორიის თხრობისას აღნიშნავს, რომ თეიმურაზს თურმე გაუხსენებია ალის სულტანის მიკერძოება შაჰ-აბასისადმი კახეთში შემოსევისას და მისი დასჯა მოუნდომებია. ეს ადგილი ”არჩილიანის მიხედვით ჩვენ უკვე აღნიშნული გვქონდა. ბერი ეგნატაშვილი აღნიშნავს: ”და ვითარცა გამოჰხდა, მცირედი ხანი რამე, მაშინ მოიხსენა ძვირი  იგი წახეთისა სულთნისა ბატონმან თეიმურაზ, რამეთუ მას ჟამს ოდეს შააბაზ ყაენი მოიწია იავარყოფად კახეთისა და მოაოხრა სრულიად კახეთი, მაშინ თანა-მწე ეყო სულთანი იგი წახეთისა და ქმნა მრავალი ბოროტი მან კახეთსა ზედა”30)ქ.ც.-ბა, II,გვ.414. თეიმურაზმა შეკრიბა ლაშქარი და ”წარმართა წახეთსა ზედა”.'მისი ფინალი ცნობილია - თეიმურაზმა ვერ შესძლო ლაშქრობა, ცხენიდან ჩამოვარდა და მხარი მოიტეხა. ლაშქრობა წარმატებით  დამთავრდა ზურაბ ერისთავის მეთაურობით. მოაოხრეს წახეთი და მოკლეს ალიბეკ სულტანი. აღნიშნულ ცნობაში, ასევე ”არჩილიანში” ჩვენი ყურადღება მიიქცია ადგილის სახელმა ”წახეთ”-მა, რომელიც ”წუქეთის” ერთ-ერთი ვარიანტი ჩანს. ორივე სახელი ალბათ ეთნიკური საფუძვლიდან უნდა ამოდიოდეს, რაც შეიძლება დავიყვანოთ ”წახ” თუ ”წუქ” ფუძემდე. ”წახ”-დან ნაწარმოები სახელი, ქართული ”ურ” სუფიქსით, ”წახ-ური”. ჩვენ ვიცით და თუ შუალედური ფორმა (წახეთი) გვაძლევს წახეთისა და წუქეთის გაიგივების შესაძლებლობას, მაშინ წუქეთი შეიძლება წახურთან გაიგივდეს. თუ ეს ასეა, მაშინ წახურელების სახით შეიძლება ის ქართველური ჯგუფი ამოვიცნოთ, რომელიც საერისთაოს წამყვან მოსახლეობას შეადგენდა (გიში - შაქი - კაკის რეგიონში) და რომელიც ქრისტიანობის დაკარგვისა და გაუთავებელი შემოსევების შედეგად მხოლოდ ქედგადაღმაღა შემორჩა31)აზერბაიჯანის სსრ მოსახლეობის აღწერის მასალებში წახურელები განცალკევებული ეთნიკური ჯგუფის სახით არიან აღნუსხული. წუქეთი, ჯუანშერის ცნობის მიხედვით, ჯერ კიდევ ადრეფეოდალური ხანის კახეთის შემადგენლობაში ჩანს. ის მოიხსენიება არჩილ მეფის ისტორიის თხრობისას - ”ამის შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი - ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის ცოლისა ნაშობთა. და დაჯდა წუქეთს, და აღაშენა კასრი, და ხევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე”32)ქ ც-ბა, I, გვ.243. აქ უკვე ნიშნეულად ჩანს, რომ VIII ს. შუა ხანებში წუქეთი კახეთის ერთ-ერთი კუთხეა, რომელსაც რეზიდენციად აქცევს არჩილი. იმავე წყაროს მიხედვით საგულისხმოა ასევე, რომ წუქეთის მთავარი ვახტანგ გორგასალის მიერაა დანიშნული. არჩილმაო - ”პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთა და მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი, და იყო მაშინ რომელ ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი”33)ქ ც-ბა, I, გვ.243. ყოველივე ზემოთქმული ჩვენ კაკთან დაკავშირებით დაგვჭირდა. ”დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი” გულისხმობს, რომ კასრის აშენება და წუქეთს დაჯდომა უშუალოდ კასრში დაჯდომას აღნიშნავს, თუ ”დაჯდა წუქეთს გულისხმობს გიშში დამკვიდრებას? ამიტომაც აღვნიშნავდით, რომ პროვინციის თუ რომელიმე ადმინისტრაციული საგამგეოს ცენტრი უმეტეს წილად იქაა, რომლის სახელსაც ის ატარებს (რუსთავია - რუსთავის საერისთაოს ცენტრი, ხუნანი - ხუნანის საერისთაოს, და ა.შ.). აქ კი რამდენადაც ჩვენ არ ვიცით პუნქტი - წუქეთი, ამიტომ საერისთაოს ცენტრად შეიძლება მივიჩნიოთ კასრიც, თუმცა არჩილის მოღვაწეობა ზემოთ აღნიშნულის მიხედვით ძირითადად სამ პუნქტს შეეხება - კასრს (”აღაშენა კასრი”), ლაკუასტს (”ხევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე)34)ვახუშტი, გვ.543,544 (განსხვავებით ვახუშტისა, რომ ”ციხე ლაკუათისა... აწ ლაგოეთად წოდებული”-აო, ჩვენი ვარაუდით ლაკუათის ხევი თანამედროვე კაბლის წყლის სახელი უნდა იყოა. აქაა დადასტურებული მდინარის შენაკადი ლაკო (ლაკვი) და აქვეა ძველი ნაციხარი და ეკლესია (იხ.სურათი.10)) და ნუხპატოს: (”ადაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს ორთა წყალთა შუა”)35)ქ ც-ბა, I,გვ.244. გიში და შაქი თუ აღმოსავლეთი საზღვრებია წუქეთისა, არჩილის მიერ ლაკუასტის ციხის აშენებით შეიძლება დავუშვათ ვარაუდი წუქეთის დასავლეთის საზღვრის შესახებაც ლაკუასტის ხევზე. იმავე ჯუანშერის გადმოცემით, ერთ-ერთ პიტიახშთაგანს არჩილი აძლევს ”ცოლად ნათესავისაგან აბუხუასროსა, რამეთუ დაქურივებულიყო იგი და არა ესუა ქმარი, და მიუბოძა წუქეთი ციხით და კასრითურთ”36)იქვე. აქ ნაგულისხმევია კაკის კასრი და ციხე ლაკუასტისა, რომელიც არჩილის მიერ იყო აშენებული.

გიშის ეკლესია // ჭილაშვილი ლ. - კახეთის ქალაქები. - თბ., 1980, გვ.241-242

შაჰ-აბასამდე ღანუხიცა და მისი მეზობელი ადგილებიც ქართველებით იყო დასახლებული. გზაზე მდებარეობდა ქართული სოფელი წაბლიანიც, რომელსაც დღეს შებალუტი, ქართულიდან თარგმნილი სახელი ჰქვია. კაკიდან ერთი დღის სავალი გზა შაქში ან გიშში მთავრდებოდა. 1639 წ. ელჩები გიშში გაჩერებულან24)М.Полиевктов, Материалы...с.335-336, 1641 წ. ელჩობის დროს კი შაქში გაუთენებიათ ღამე25)Посольство князя Мыщецкого...,с.122. გზის ეს მონაკვეთი ლეკების თავდასხმების დროს და საერთოდ შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ ძველებურად სტაბილურად აღარ მოქმედებს, ამიტომაც მგზავრები იძულებულნი არიან საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გაჩერდნენ ხან მეშებაშთან (კაკთან), ხან წაბლიანში (შებალუტი) და ხანაც სასაზღვრო მდინარე ყანზე. შაქამდე, მდინარე გიშის წყლამდე სანამ მივიდოდეთ, კარგად ჩანს ძველი ნაარხალი, რომელსაც თამარ მეფის არხს ეძახიან. არხის სათავე მდებარეობს დღევანდელი შაქის ხიდიდან ჩრდილოეთით ერთ კმ-ზე, მდინარე გიშის წყლის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე (ტაბ.LXIX, LXX). არხი გასდევს მთაგორიან რელიეფს და ერთი კმ შემდეგ უხვევს მდინარიდან მარჯვნივ (ტაბ.LXX). ჩვენ საშუალება გვქონდა არხის ტრასა დაგვეზვერა ოთხი კმ მანძილზე სოფელ კოხ-მოხამდე. არხის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის თითქმის სათავიდანვე მაღალი ნიშნულით მისდევს მთის დაკლაკნილ რელიეფს, და რამდენადაც მისი გამტარიანობა არც თუ ისე დიდია (სიგანე 60-80 სმ, სიღრმე 30 სმ), ის ახლოს მდებარე მიწების მოსარწყავად ალბათ არ იყო გამიზნული. არხის სათავიდან ორიოდე კილომეტრში სოფელი ოხუთი მდებარეობს, ხუთ კმ-ზე კი - გიში. ოხუთის შესახებ უკვე იყო საუბარი და ის მიგვაჩნია მეგრულ - ზანური ენების ნორმებით ასახსნელ სახელად, სადაც პრეფიქსი "ო"'ისეთივე მაწარმოებელი გვგონია, როგორც "სა". ოხუთიდან სამ კმ-ზე გიში მდებარეობს. ადრეც აღვნიშნეთ და აქაც უნდა შევნიშნოთ, რომ ზემოხსენებული არხი, რომლის სათავე - ნაგებობაც გიშის ბოლოში მდებარეობს, სწორედ ადრექრისტიანული ხანის გიშის საეკლესიო ცენტრს უნდა დავუკავშიროთ და აქაც ისეთი სურათი უნდა გვქონდეს საეკლესიო ცენტრებისა და ხეობების ძველი ერთეულების დამოკიდებულებისა, როგორიც იყო კახეთის გაღმა მხრის სხვა ერთეულებში. გიში, გიშის წყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, სადაც ხეობის ვიწროები და მთაგორიან - ტყიანი ზონა იწყება. ვახუშტის მიხედვით, "გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთაო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდაცა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა". მოსე კალაკანტუელის "ალბანთა ისტორიის მიხედვით, გიშში ეკლესია აუშენებია ელისეს და უსისხლო მსხვერპლიც შეუწირავს26)Мойсей Каганкатватци, История Агван, СПБ, 1861, с.7.

დღეს მეცნიერთა შორის არ არის ერთი აზრი გიშის ლოკალიზაციის შესახებ. "ალბანთა ისტორიის", ასევე სხვა მონაცემების მიხედვით, ზოგი მის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს ძველი მინგეჩაურის ადგილზე, ზოგს გიში მიაჩნია მარტუნის რაიონში და სხვ. ყველა ავტორს თავისებური დასაყრდენი აქვს, მაგრამ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქართული წყაროების გიში, თავისი გეოგრაფიული გარემოს გამო, სხვაგან წარმოვიდგინოთ და არა აქ. ასეთ დასკვნას ამაგრებს რუსი დიპლომატების ჩანაწერებიც, რომლებიც მას აღნიშნავენ სწორედ კაკის შემდეგ - შემახისაკენ მიმავალ გზაზე. სოფელ გიშის ცენტრში შემორჩენილია შირიმის ქვით ნაგები გუმბათოვანი ეკლესია, რომელსაც აშკარად ემჩნევა გადაკეთება - განახლების არა ერთი ნაშანი. ეკლესიის საკურთხეველი საკმაოდ მადალია, ალ.ხახანაშვილს მიაჩნდა, რომ ეს ბოლო დროის გადაკეთების ნაყოფი უნდა ყოფილიყო, სომხური ეკლესიების ყაიდაზე, როდესაც მათ იგი აქციეს თავის სამლოცველოდ27)Ал.Хаханов, ук.соч., МАК, VII, c.30. მართლაც საკურთხევლის რამდენიმე ფენის ნალესობის მიხედვით ეს მომენტი კარგად დასტურდება. ჩვენი ვარაუდით, პირველი დიდი და მნიშვნელოვანი გადაკეთება ტაძარს განუცდია, როცა დარბაზული ნაგებობისათვის გუმბათი დაუდგამთ. საყრდენად საკმაოდ ორიგინალურად, სამლოცველოს კუთხეები და პილასტრებია გამოყენებული. გუმბათი წრიულია ექვსი სარკმლით (ნახ.13, ტაბ.LXVII-LXVIII). აღმოსავლეთის მხარეს მიშენებული ჰქონია ფარდული, რომელიც რამდენიმე წლის წინ დანგრეულა. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, აქ სალოცავად დადიან თურმე არა მარტო ქრისტიანები, არამედ აზერბაიჯანელებიც და ამას ხსნიან ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის გამო. გზა, რომელიც კაკიდან მოდიოდა, ოხუთისა და გიშის შემდეგ მოადგებოდა შაქს, გრემიდან წამოსული მგზავრისათვის შაქამდე მოსვლას ხუთი დღე დასჭირდებოდა. შაქი ტიპიური, ევროპიზებული შუა საუკუნეების აღმოსავლური ქალაქია, რომელსაც თავისი იერი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. ქალაქში რამდენიმე ქარვასლაა შემონახული, ძირითადად XVIII-XIX სს. ყოფილა ძველიც, მაგრამ ქალაქის რეკონსტრუქციის დროს დანგრეულა. კარგადაა შემონახული ხანების სასახლე. აქვეა XIX ს. ეკლესია, რომლის ეზოშიც არის საფლავის ქვები ქართული წარწერებით.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)