There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ქ.დიღმელაშვილის ფოტო
მტკვრის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.187.
შუასაუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნისა მარცხენა ნაპირზე, მდინარე მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე. კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. ააგო (XVI საუკუნის დასაწყისში) ქართლის მეფის კონსტანტინე I-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს. მტკვრის ციხე მუხრანის მხარის ერთ-ერთი მთავარი თავდაცვითი ნაგებობა იყო. 1513 მისი აღება სცადა ავ-გიორგიმ, ალყა 3 თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. იმავე წელს ავ-გიორგიმ მეორედ დალაშქრა ქართლი. ბატონიშვილმა ბაგრატმა შეიპყრო იგი, ქსნის ციხეში ჩასვა და იქვე მოაკვლევინა. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის მტკვრის ციხე საბრძოლველად აღარ გამოიყენებოდა. მის ნანგრევებზე 1746 წელს ახალი ციხე ააგეს და მისი აღმშენებლის, სახლთუხუცეს კონსტანტინეს სახელის მიხედვით "კონსტანტილაბათი" უწოდეს. ამ მხარის მოსახლეობა მტკვრის ციხეს ქსნის ციხეს უწოდებს.
ჯ.გვასალია
ქსნის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.564.
ქსნის ციხე - შუა საუკუნეების (ააგეს XVI საუკუნის დასაწყისში) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარეების ქსნისა და მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე. სამუხრანბატონოს მთავარი თავდაცვითი ნაგებობა. ქსნის ციხე წყაროებში მოხსენიებულია მეორე სახელწოდებითაც - მტკვრის ციხე.
***********************************************************************************
ქსნის ციხე - ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. თბ., 1988, გვ.114-117
ქართულ ციხეთა დიდი ნაწილი მოხდენილადაა წამოდგმული მთებზე. ასეთ ციხეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქსნის ციხეს. მდინარეების - მტკვრისა და ქსნის შესართავი ადრევე შეუმჩნევიათ ჩვენს წინაპრებს, როგორც სტრატეგიულად დიდმნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტი. ამიტომ იგი ოდითგანვე გამაგრებული ჰქონიათ....<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ციხისძირი, ქსნის ციხე - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. V. თბ., 1990, გვ.326-328
203. ქსნის ციხე, მტკვრის ციხე, მტვერის ციხე, კონსტანტილაბათი, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი დგას სარკინეთის მთაზე, სოფ. ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების ქსნისა და მტკვრის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე. აგებულია 1511-14 წწ...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|