topmenu

 

გიშის ეკლესია

<უკან დაბრუნება...<<<ჰერეთის ისტორიული ძეგლები>>>

გიში, წუქეთის საერისთავოს ცენტრი, ფეოდალურ საგვარეულოს - გიშელთა, იგივე გრიგოლისძეთა, რეზიდენცია. მდებარეობდა გიშის წყალზე (ახლანდელი მდინარე ქიშჩაი, აზერბაიჯანი). იქვე იყო საეპისკოპოსი კათედრალი. გიში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, თუმცა გაცილებით ძველი პუნქტი უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ იგი „ეპისტოლეთა წიგნის“ ქართულ საეპისკოპოსთა ნუსხებში (VI ს.) უნდა იხსენიებოდეს. „განგება დარბაზობისას“ მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთა შორის გიშელი რიგით 35-ე იყო. XVI საუკუნეში გიში ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა. გიშში შემორჩენილია X–XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - შირიმის ქვით ნაშენი მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია. გუმბათის ყელი მრგვალია, შესასვლელი, როგორც ჩანს, XIX საუკუნეშია განახლებული. გადაკეთებისა და შელესილობის მიუხედავად, შეინიშნება ძველი ეკლესიის კვალი (დეკორაციული ლილვები გუმბათქვეშა თაღებთან, შიგა გუმბათქვეშა კარნიზის თაროს ქვეშ და სხვა).

გამოყენებული ლიტერატურა

მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 3, გვ. 173, თბ., 1978

http://ka.wikipedia.org/wiki/გიში

გიშის ეკლესია (საინგილო), ბიბლიოგრაფია:

1. ედილი ზ. საინგილო. - თბ., 1947. - გვ.165-166. - საეპისკოპოსო ტაძრის აღწერილობა და მის შესახებ არსებული ისტორიული მასალის მოკლე მიმოხილვა. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილი.

2. ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები, თბ., 1980, გვ.24-26. - მოკლე ცნობები გიშის ეკლესიის შესახებ.

3. მარჯანიშვილი გ. ჰერეთი. - თბ., 2005. - გვ.25-26. - გიშის ეკლესიის გ.ჩუბინაშვილისეული აღწერილობა. ტექსტს ერთვის ტაბ. (გვ.1.) და ტაძრის 11 ფოტო (გვ.XI-XVI).

4. გიში //საქართველოს სულიერი საგანძური. წI. - თბ., 2005. - გვ.138-139. - მოკლე ცნობა გიშელთა, იგივე გრიგოლისძეთა რეზიდენციის შესახებ. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დართულია ძეგლის ფოტო.

4. გიშის ეკლესია //გენგიური ნ. კუპელჰალე. - თბ., 2005. - გვ.153. - მოკლე ცნობა ამჟამად დანგრეული გიშის ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულიოა გ.ჩუბინაშბვილი. მოცემულია ძეგლის სქემატური ნახაზი.

5. კულოშვილი მ. გიშის საყდარი //გაზ. სოფლის ცხოვრება", 1990 (23 მაისი), - გვ.5. - თომა მოციქულის მოწაფის - ელისეს მიერ აგებული წმ.ნინოს სახ. ეკლესიაზე.

6. გიშის საყდარი - ილია ადამია // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, თბილისი, გამ.”ციცინათელა”, 2006 წ.,  გვ.254-256

7. გიშის ეკლესიის სადაურობის საკითხი

8. Г.Чубинашвили, Архитекрура Кахетии, Тб., Изд-во Академии наук Груз. ССР, 1959

9. ჯანაშვილი, მოსე - საქართველოს ისტორია / შემუშავებული და შევსებული ავტორისაგან. გამოცემა მეორე, თბილისი : ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, 1894, გვ.206

10. ადამია, ილია - ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები // ძეგლის მეგობარი, 1969, N19, გვ.47-59

11. მუსხელიშვილი, დ. - კახეთ - ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII სს-ში / დ.მუსხელიშვილი // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული / ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი, 1967, ტ.3, გვ.55-130

12. მუსხელიშვილი, დავით - კახეთ-ჰერეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები : [პ.ინგოროყვას "რუსთველიანას" და "რუსთაველიანას ეპილოგში" გამოთქმული მოსაზრებების პასუხად] / დავით მუსხელიშვილი // ცისკარი , 1965, N2, გვ.138-155

13. პაპუაშვილი, თ. - IX-XII სს. ჰერეთის პოლიტიკური ისტორიიდან / თ. პაპუაშვილი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, თბილისი, 1967, N3 (36), გვ.61-81

14. პაპუაშვილი, თ. - IX-XII სს. ჰერეთის პოლიტიკური ისტორიიდან / თ. პაპუაშვილი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, თბილისი, 1967, N4, გვ.161-177

15. ადამია, ილია - ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წ.3: საინგილო, ხელოვნება, 1979. გვ.148

 

 

 

***********************************************************************************

გიშის საყდარი - ილია ადამია // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, თბილისი, გამ.”ციცინათელა”, 2006 წ., გვ.254-256

საყდარი მდებარეობს მდ.გიშისწლის ხეობაში - სოფელ გიშში, რომელიც ისტორიულ ქ.ნუხადან (შაქიდან) 4 კილომეტრითაა დაშორებული (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია). გიში მთის ტიპური სოფელია, გაშენებულია მთის ძირას დიდ მაღლობზე...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

გიშის ეკლესია // ჭილაშვილი ლ. - კახეთის ქალაქები. - თბ., 1980. - გვ.14, 16, 17, 24-26, 192-194, 197, 212, 220, 241, 242.

თუ კარგად ჩავუკეირდებით საქართველოს ბარისა და მთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის ცალკეულ ეტაპებს, აქ დამოკიდებულებების განსხვავებული ფორმები იქნება მისაგნები, რომლებიც განსაზღვრავდნენ  არა მარტო ურთიერთობის ხასიათს, არამედ დასახლებათა ტიპების წარმოშობასაც კი...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

გიში //საქართველოს სულიერი საგანძური. წI, თბ., 2005, გვ.138-139.

გიში, წუქეთის საერისთვოს ცენტრი, ფეოდალური საქართველოს - გიშელთა, იგივე გრიგოოლისძეთა რეზიდენცია, მდებარეობს გიშის წყალზე. (ახლანდელი მდინარე ქიშჩაი, აზერბაიჯანი). იქვე იყო საეპისკოპოსო კათედრალი. გიში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, თუმცა გაცილებით ძველი უნდა იყოს...<<ტექსტი სრულად აქ...<<