topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თიღვა

<უკან დაბრუნება...<<<ქარელის რ-ონის ძეგლები>>>

თიღვა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - თბ., 1979. - გვ.685-686

თიღვა - სოფელი სამხრეთ ოსეთის აო ზნაურის რაიონში... მდ. დას.ფრონის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 840 მ, ზნაურიდან 2 კმ, აგარიდან 24 კმ... ჩრდილოეთ თიღვა შიდა ქართლის ერთ - ერთი უძველესი სოფელია. პირველად იხსენიება X საუკუნეში "მატიანე ქართლისაიში" ბაგრატ III-თან დაკავშირებით. ხშირად გვხვდება აგრეთვე XII-XIII სს. ქართულ ისტორიულ წყაროებსა და საბუთებში. ერთ-ერთ საბუთში ნათქვამია, რომ თიღვა როსტომ მეფეს ზაალ წერეთლისათვის უბოძებია (1648). თიღვის მიდამოებში 1954 წელს მიაკვლიეს აშელური ხანის ღია სამოსახლოს (ხელმძღვ. ო.ჯაფარიძე, ვ.ლიუბინი). 1974-75 წწ. ჩატარებული გათხრებით (ხელმძღვ. ი.გაგოშიძე, დ.ლაცაბიძე) გამოვლინდა შია და გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები. სოფლის დასავლეთით შემორჩენილია წყალსადენის ნანგრევები (ქვითკირის დუღაბში ჩასმული კერამიკული მილები), რომლებიც შუა საუკუნეების ქართული საინჟინრო ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, სამონასტრო კომპლექსის, მთავარი ნაგებობა - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ფასადის ქტიტორულ წარწერაში მოხსენიებულია დავიტ აღმაშენებლის ასული თამარი, რომელსაც თავისიი ქმრის, შირვანის მეფის, გარდაცვალების შემდეგ, ეს მონასტერი აუგია 1150-52 წწ და აქვე აღკვეცილა მონაზვნად. ტაძარი გეგმით სწორკუთხედში ჩახაზული ჯვაროვან - გუმბათოვანი ნაგებობაა აფსიდიანი საკურთხევლითა და სამი სწორკუთხა მკლავით. აფსიდებითვეა დასრულებული საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე სამკვეთლო და სადიაკვნეც. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და თავისუფლად მდგომ ორ ბოძს ეყრდნობა. ძეგლის თავისებურებას წარმოადგენს დასავლეთ მხარეს I სართულში მოთავსებული ნართექსი და პატრონიკე, რომელიც ისევე როგორც ეს წრომშია, სამმხრივ ეკვრის დასავლეთის მკლავს. თავისი დროის ძეგლთაგან თიღვის ეკლელსია მკვეთრად გამოირჩევა ფასადების მორთულობის სიძუნწით, მაგრამ მისი მცირერიცხოვანი მოჩუქურთმებული საპირეები XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნება. გარედან შემოსილია სუფთად გათლილი მოწითალო ქვით, შიგნით კი შერეული მასალაა გამოყენებული. ტაძრის არქიტექტურული მასების წყობა დახვეწილია. აგურის თორმეტწახნაგა პირამიდით გადახურული სადა გუმბათის ყელი მოხხდენილად ეხამება შენობას. ჩანს რამდენიმე შეკეთების კვალი. გალავნის შიგნით მონასტრის სხვა ნაგებობათა ნაშთებია.

დ.თუშაბრამიშვილი, ი.გაგოშიძე, ს.საღარაძე.


თიღვის ტაძარი - http://ka.wikipedia.org/wiki/თიღვის_ტაძარი

ტაძარი - შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, მონასტერი ადმინისტრაციულად მდებარეობდა ყოფილი ზნაურის რაიონის, შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ სოფელ თიღვის ტერიტორიაზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. თიღვის ტაძარი ძეგლთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შემორჩენილი აქვთ დათარიღებული ქტიტორული წარწერა, ქართული მატიანეები ძეგლის ქტიტორად დავით აღმაშენებლის ასულს, დემეტრე I-ის დას თამარს ასახელებენ. მათივე ცნობით, თამარს თიღვის ტაძარი 1152 წელს დაუმთავრებია და აქვე აღკვეცილა მონაზვნად. გადმოცემის მიხედვით თამარი თიღვის მონასტერში უნდა იყოს დასაფლავებული. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს „...დასავლით მეტეხისა და ფცის წყლის არს თიღვას ჯვრის მონასტერი, რომელიც აღაშენა ასულმან აღმაშენებლისამან თამარ, გუმბათიანი, დიდშვენიერი, კეთილად ნაშენი. შენობანი გარემოს მრავალნი და აწ ხუცის ამარა...“ როგორც ჩანს, სამონასტრო კომპლექსიდან ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილის პერიოდში შემორჩენილი იყო მხოლოდ ტაძარი, ისიც მიტოვებული და გაუქმებული, თუმცა მის გარშემო ჯერ კიდევ მდგარა „შენობანი მრავალნი“. XIX საუკუნის დასასრულს ეს შენობები დანგრეული დახვედრია რუს მკვლევარს უვაროვას. მონასტრის ზღუდის კედლები 1,20 მ სისქისაა, გარედან ნახევარწრიული ბურჯები აქვს, ზღუდის სამხრეთით ორი დიდი ბურჯია დატანებული, ამ ბურჯებს შორის ალაყაფის კარია ჩადგმული, ზემოდან მას სამრეკლო ადგას. შესასვლელ კარს ეტყობა, რომ გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე გვიანდელია სამრეკლოც, თვით ბურჯები კი ზღუდის თანამედროვე ჩანს, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო ძველი მონასტრის ჭიშკარიც. მონასტრის ეზოში, ჩრდილოეთის მხარეს, ზღუდესა და ტაძარს შორის სამონასტრო შენობის ნანგრევებია. აღმოსავლეთით გარეთა მხრიდან ზღუდეს სხვა შენობები ემიჯნება. ძველად აქ ყოფილა მარანი და ზეთის სახდელი. ზღუდის ჩრდილოეთის ზოგ ბურჯში, გარეთა მხრიდან თახჩებია მოწყობილი. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი (16X12 მ) ნაგებობაა, სამი სწორკუთხა მკლავით და ნახევარწრიული აფსიდით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების ახლო მდებარე სადგომებით. გუმბათის წრეზე გადასვლა მიღწეულია აფრებით. გუმბათი აღმოსავლეთის მხარეს აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობა, დასავლეთით კი ცალკე მდგომ ორ სვეტს. ტაძრის მოცულობა შიგნით მთლიანია და ერთ განუყოფელ სივრცეს ქმნის. დასავლეთის მკლავის ირგვლივ მიშენებულია ორსართულიანი ორსართულიანი მასივი, რომელიც ძირითადად სივრცეს ჯვრის კედლებში დაყოლებული ღიადებით უკავშირდება. სადიაკვნოსა და სამკვეთლოს თავზე დაშენებული მეორე სართულის ოთახები ყრუ კედლით ითიშებიან ძირითადი სივრცისაგან. საკურთხეველი ცენტრალური დარბაზისაგან ქვის კანკელით იყო გამოყოფილი, რომელიც შემდეგ ხის, მოხატულმა კანკელმა შეცვალა. საკურთხევლის ორივე მხარეს მოწყობილი სადიაკვნე და სამკვეთლო კვადრატს უახლოვდება და ცილინდრული კამარითაა გადახურული. აღმოსავლეთით მათ აფსიდური მომრგვალება აქვთ კონქური გადახურვით. ორივე სათავსოს თითო გრძელი და ვიწრო სარკმელი აქვს. სტოა ტაძრის მთავარ სივრცეს დასავლეთით გაჭრილი ფართო კარით უკავშირდება. დასავლეთიდან მას სამი ღიობი აქვს (ამჟამად ამოქოლილია). ნართექსი სამ ნაწილადაა გაყოფილი. ღიადებს შორის გაყვანილია თლილი ქვის წრიული თაღები, რომლებიც პროფირილებულ კრონშტეინებს ეყრდნობა. ზედა სართულის დასავლეთით მას შემორტყმული აქვს პატრონიკე, რომელიც ტაძრის ძირითად ნაწილს ღიობებით უკავშირდება. პატრონიკე დაზიანებულია. აღმოსავლეთის ფასადი სადაა, ნაწყობია ყვითელი, სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. ფასადის ერთადერთი დეკორაციული მორთულობა სარკმლის არშიებია; უარყოფილია ამ ეპოქისათვის მეტად დამახასიათებელი მდიდრული მოჩარჩოება. ორნამენტის ნაცვლად აქ მხოლოდ მრგვალი ლილვაკებია გამოყვანილი. დასავლეთის ფასადის სიუჟეტი აღმოსავლეთის ფასადის მოხაზულობას იმეორებს, მაგრამ ამასთან თავისებურ გადაწყვეტას იძლევა, წინ არის გამოწეული პატრონიკესა და სტოის მიერ შექმნილი, კარნიზით დამთავრებული მთლიანი სიბრტყე, რისთვისაც გამოყენებულია შედარებით დიდი, კარგად დამუშავებული ქვის ფილები. მათი უმეტესი ნაწილი დაზიანებულია და გვიან არისშეკეთებული. სამხრეთის ფასადის წყობა კარგად არის შენახული. ამ ფასადის დეკორაციული მორთულობა თავისებურია. პატრონიკეს სამი ვიწრო სარკმელი, გუმბათის სარკმელთა გვარად სადა და უბრალოა. მარჯვენა მხარის მრგვალი სარკმელი იმეორებს აღმოსავლეთის სარკმლის ჩარჩოს ცალფა ლილვაკს. მდიდრულად გაფორმებულია მხოლოდ შუაში გამოჭრილი ფართო და მაღალი სარკმელი. ჩრდილოეთის ფასადი ისე როგორც სამხრეთისა, ასიმეტრულია. ტაძრის კარი საგანგებოდ არის გაფორმებული ჩუქურთების განიერი არშიით. სამხრეთის ეგვტერი ახლა მიწაშია ჩაფლული. იგი 15 მეტრის სიგანის იყო და ტაძარს მთელ სიგრძეზე არ გასდევდა. მისი გარე საპირე თლილი ქვა ახლა დაზიანებულია. ჩრდილოეთით ტაძარს აქვს კარიბჭე: კარიბჭეზე მიდგმულია ეგვტერი და შენობის ნარჩენი, რომელიც თავის დროზე იყო დაკავშირებული პატრონიკეს ასასვლელთან. კარიბჭე ოთხკუთხაა, აქვს კარი, დგას ორსაფეხურიან საძირკველზე. მორთულია ჩუქურთმებით. ტაძრის შიგა სივრცე გაფორმებული იყო ფრესკებით, რომელთა ფრაგმენტები ახლაც შეიმჩნევა. საკურთხეველი მორთული ყოფილა მოზაიკით, თუმცა მისი კვალი ახლა აღარაა. მონასტრის ზღუდის კედლები 1,20 მ სისქისაა, გარედან ნახევარწრიული ბურჯები აქვს, ზღუდის სამხრეთით ორი დიდი ბურჯია დატანებული, ამ ბურჯებს შორის ალაყაფის კარია ჩადგმული, ზემოდან მას სამრეკლო ადგას. შესასვლელ კარს ეტყობა, რომ გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე გვიანდელია სამრეკლოც, თვით ბურჯები კი ზღუდის თანამედროვე ჩანს, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო ძველი მონასტრის ჭიშკარიც. მონასტრის ეზოში, ჩრდილოეთის მხარეს, ზღუდესა და ტაძარს შორის სამონასტრო შენობის ნანგრევებია. აღმოსავლეთით გარეთა მხრიდან ზღუდეს სხვა შენობები ემიჯნება. ძველად აქ ყოფილა მარანი და ზეთის სახდელი. ზღუდის ჩრდილოეთის ზოგ ბურჯში, გარეთა მხრიდან თახჩებია მოწყობილი. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი (16X12 მ) ნაგებობაა, სამი სწორკუთხა მკლავით და ნახევარწრიული აფსიდით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების ახლო მდებარე სადგომებით. გუმბათის წრეზე გადასვლა მიღწეულია აფრებით. . გუმბათი აღმოსავლეთის მხარეს აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობა, დასავლეთით კი ცალკე მდგომ ორ სვეტს. ტაძრის მოცულობა შიგნით მთლიანია და ერთ განუყოფელ სივრცეს ქმნის. დასავლეთის მკლავის ირგვლივ მიშენებულია ორსართულიანი ორსართულიანი მასივი, რომელიც ძირითადად სივრცეს ჯვრის კედლებში დაყოლებული ღიადებით უკავშირდება. სადიაკვნოსა და სამკვეთლოს თავზე დაშენებული მეორე სართულის ოთახები ყრუ კედლით ითიშებიან ძირითადი სივრცისაგან. საკურთხეველი ცენტრალური დარბაზისაგან ქვის კანკელით იყო გამოყოფილი, რომელიც შემდეგ ხის, მოხატულმა კანკელმა შეცვალა. საკურთხევლის ორივე მხარეს მოწყობილი სადიაკვნე და სამკვეთლო კვადრატს უახლოვდება და ცილინდრული კამარითაა გადახურული. აღმოსავლეთით მათ აფსიდური მომრგვალება აქვთ კონქური გადახურვით. ორივე სათავსოს თითო გრძელი და ვიწრო სარკმელი აქვს. სტოა ტაძრის მთავარ სივრცეს დასავლეთით გაჭრილი ფართო კარით უკავშირდება. დასავლეთიდან მას სამი ღიობი აქვს (ამჟამად ამოქოლილია). ნართექსი სამ ნაწილადაა გაყოფილი. ღიადებს შორის გაყვანილია თლილი ქვის წრიული თაღები, რომლებიც პროფირილებულ კრონშტეინებს ეყრდნობა. ზედა სართულის დასავლეთით მას შემორტყმული აქვს პატრონიკე, რომელიც ტაძრის ძირითად ნაწილს ღიობებით უკავშირდება. პატრონიკე დაზიანებულია. აღმოსავლეთის ფასადი სადაა, ნაწყობია ყვითელი, სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. ფასადის ერთადერთი დეკორაციული მორთულობა სარკმლის არშიებია; უარყოფილია ამ ეპოქისათვის მეტად დამახასიათებელი მდიდრული მოჩარჩოება. ორნამენტის ნაცვლად აქ მხოლოდ მრგვალი ლილვაკებია გამოყვანილი. დასავლეთის ფასადის სიუჟეტი აღმოსავლეთის ფასადის მოხაზულობას იმეორებს, მაგრამ ამასთან თავისებურ გადაწყვეტას იძლევა, წინ არის გამოწეული პატრონიკესა და სტოის მიერ შექმნილი, კარნიზით დამთავრებული მთლიანი სიბრტყე, რისთვისაც გამოყენებულია შედარებით დიდი, კარგად დამუშავებული ქვის ფილები. მათი უმეტესი ნაწილი დაზიანებულია და გვიან არისშეკეთებული. სამხრეთის ფასადის წყობა კარგად არის შენახული. ამ ფასადის დეკორაციული მორთულობა თავისებურია. პატრონიკეს სამი ვიწრო სარკმელი, გუმბათის სარკმელთა გვარად სადა და უბრალოა. მარჯვენა მხარის მრგვალი სარკმელი იმეორებს აღმოსავლეთის სარკმლის ჩარჩოს ცალფა ლილვაკს. მდიდრულად გაფორმებულია მხოლოდ შუაში გამოჭრილი ფართო და მაღალი სარკმელი. ჩრდილოეთის ფასადი ისე როგორც სამხრეთისა, ასიმეტრულია. ტაძრის კარი საგანგებოდ არის გაფორმებული ჩუქურთების განიერი არშიით. სამხრეთის ეგვტერი ახლა მიწაშია ჩაფლული. იგი 15 მეტრის სიგანის იყო და ტაძარს მთელ სიგრძეზე არ გასდევდა. მისი გარე საპირე თლილი ქვა ახლა დაზიანებულია. ჩრდილოეთით ტაძარს აქვს კარიბჭე: კარიბჭეზე მიდგმულია ეგვტერი და შენობის ნარჩენი, რომელიც თავის დროზე იყო დაკავშირებული პატრონიკეს ასასვლელთან. კარიბჭე ოთხკუთხაა, აქვს კარი, დგას ორსაფეხურიან საძირკველზე. მორთულია ჩუქურთმებით. ტაძრის შიგა სივრცე გაფორმებული იყო ფრესკებით, რომელთა ფრაგმენტები ახლაც შეიმჩნევა. საკურთხეველი მორთული ყოფილა მოზაიკით, თუმცა მისი კვალი ახლა აღარაა. ტაძრის ძალზე საინტერესო ქტიტორული წარწერა მოთავსებულია პატრონიკეს შესასვლელი კარის თავზე, საგანგებოდ გაფორმებულ ტიმპანზე. წარწერა შესრულებულია ლამაზი, კიდურმახვილიანი ასომთავრულით და კარგად არის შემონახული. თიღვის წარწერა პირველად 1851 წელს გამოსცა აკადემიკოსმა მარო ბროსემ. შემდეგ წარწერის გაშიფვრა ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ სცადა. თიღვის წარწერა ახლებურად გააშუქა აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ, რომელმაც წარწერაში ლექსის წყობა აღმოაჩინა. წარწრა ასე იკითხება:

ქმნილებამან რაჲ აქჲსა სოფლისამან

სხჳსაჲ მიიღოს დაწყება ყოფადისაჲ,

მოქმედებითა შენ ზედა ჯვარცმულისა

ქრისტჱს ღმრთისაჲთა, რომელსა მიმართ ჟამსა

მას შემწე მექმენ მსახურსა შენსა თამარ."

ფოტოების წყარო: http://mamuka52.ucoz.com/photo/shida_kartli/tighva/27-1-0-0-2

 

 

 

 

 

************************************************************************************ თიღვა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ. 151

სოფ.თიღვაში (შიდა ქართლი, ფრონეს ხეობა, ზნაურის რაიონი) დარჩენილია თავისებური გუმბათოვანი ტაძარი, მთავარი ნაგებობა სამონასტრო კომპლექსისა, რომელიც დავით აღმაშენებლის ასულმა შარვანის დედოფალმა თამარმა ააშენა მას შემდეგ, რაც იგი მონაზვნად აღიკვეცა. ტაძრის გეგმა ერთიან სწორკუთხედს შეადგენს...<<ტექსტი სრულად აქ...<<