topmenu

 

წერაქვი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

წერაქვის ეკლესია (მარნეულის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერძენიშვილი დ. ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ.1, 1960, გვ.95. - შულავერის ხეობის სოფ. წერაქვის ორნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესიის სარკმლის ქვაზე არსებული წარწერის შესახებ.

2. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა". IV. - თბ., 2003. - გვ.235-235. - ნასოფლარ ქვემო წერაქვის განაპირას შემორჩენილი სამონასტრო კომპლექსის მოკლე აღწერილობა.

3. წერაქვი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.304. - მოკლე ცნობა სოფ.წერაქვის სამონასტრო კომპლექსში შემავალი საეკლესიო და საერო ნაგებობათა შესახებ.

4. ბერძენიშვილი დ. ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. I. - თბ., 1960. - გვ.95-111. - წერაქვის ეკლესიის ხუროთმოძღვრული აღწერილობა, 1958 წლის ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილი წარწერის პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.

5. გიორგობიანი ბ. წერაქვის სამონასტრო კომპლექსი // გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". 1988 (28 ივნ.). გვ.4. - სამონასტრო კომპლექსის მოვლა-პატრონობის შესახებ.