<უკან დაბრუნება...<<<მარნეულის რ-ონის ძეგლები>>>
წერაქვი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI, თბ., 1987, გვ.304
წერაქვი - სოფელი მარნეულის რაიონში, ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შულავერის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 980 მეტრზე, მარნეულიდან 45 კმ, შულავრიდან 21 კმ.... წერაქვშია მიხეილ ჯავახიშვილის სახლ - მუზეუმი. სოფლის მახლობლად არის სამონასტრო კომპლექსი. მაში შედის: XIII ს-ის ეკლესია, (შეკეთებულია გვიანდელ ხანებში. კედლებზე ლაპიდარული წარწერებია), შუა საუკუნეების სხვადასხვა სახის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი და გალავანი. წერაქვის მიდამოებში დგას შუასაუკუნეების ციხე "დიდი მზიგული და ციხის დარბაზული ეკლესია.
*სამონასტრო კომპლექსში შედის XII—XIII სს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამნავიანი დარბაზული ეკლესია (კედელზე XV საუკუნის ლაპიდარული წარწერით), შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, მარანი და გალავანი.
გამოყენებული წყარო: *http://ka.wikipedia.org/wiki/წერაქვის_სამონასტრო_კომპლექსი
|