topmenu

 

მანგლისი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<თეთრი წყაროს რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

მანგლისი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VI. - თბ., 1983, გვ.404.

მანგლისი - დაბა (1926 წლიდან) თეთრი წყაროს რაიონში... მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს. თბილისი-წალკის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1200 მ, თეთრი წყაროდან 45 კმ. ჰავა ზომიერად ნოტიო. ჰაერის საშ. წლ. ტემპერატურა 7,90 C... მანგლისის მიდამოებშია ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი. ადრინდელ ანტიკურ ხანაში მანგლისის ადგილზე მნშვნელოვანი დასახლება იყო, მანგლისის დაწინაურებას შემდგომ ხანებში ხელი შეუწყო აქ გამავალმა გზამ, რომელიც შიდა ქარტლის სახმრეთ საქართველოსთან, სომხეთთან და ბიზანტიასთან აკავშირებდა. მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ ერთი კერა იყო. პირველი ეკლესია აქ IV საუკუნეში ააგეს. V საუკუნიდან მანგლისი საეპისკოპოსოს ცენტრია. შემდგომში ყალიბდება ადმინისტრაციული ერთეული - მანგლისის ხევი; ცენტრი - მანგლისი. VII საუკუნის 50-იან წლებში არაბთა ლაშქრობის შემდეგ, არაბთა "დაცვის სიგელის" თანახმად, მანგლისი კვლავ რჩბა ქართლის ერთ ერთ ცენტრად. X საუკუნეში კლდეკარის ერისთავთა ხელშია, XI საუკუნის ბოლოდან ემორჩილება სამეფო ხელისუფლებას, XV საუკუნიდან კი ფეოდალუური ერთეულის საბარათიანოს შემადგენლობაშია. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში გამუდმებული ომების შედეგად მდ.ალგეთის ხეობა თანდათან გაუკაცრიელდა, მანგლისმაც დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა. XIX საუკუნეში აქ იდგა რუსული არმიის ერთ-ერთი პოლკი; ამ ხანებში გადამდგარი სამხრეთ მოსამსახურეები ქმნიან ახალ დასახლებას.

მანგლისის სიონი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VI. - თბ., 1983, გვ.404.

მანგლისის განაპირას მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ჯვარულ - გუმბათოვანი ტაძარი. IV საუკუნის 30-იან წლებში აქ უკვე იდგა ქვის ეკლესია, რომლის ნაცვლად V საუკუნის II ნახევარში ახალი ეკლესია ააგეს. XI საუკუნის I მეოთხედში, გიორგი I-ის დროს (1014-27), იგი საფუძვლიანად გადააკეთეს და გააფართოვეს. ტაძარი გეგმით ტეტრაკონქია. გარედან აღმოსავლეთისაკენ წაგრძელებული მრავაკუთხედის ფორმისაა. აქვს ნახევარწრიული მკლავები, რომელთაგან სამს - სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთს - ბემები არა აქვს და უშუალოდ ერთვის გუმბათქვეშა სივრცეს, აღმოსავლეთ მკლავი კი წინ არის წაწეული და ცენტრალური სივრცისგან გამოყოფილია განიერი ტრანსეპტით. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთ აფსიდის აქეთ -იქით კედელში მცირე ზომის თითო მაღალი სათავსია, რომლებიც თავდაპირველად ღრმა ნიშებს წარმოადგენდა. ტაძარი კარგად ნათდება თორმეტწახნაგა გუმბათის ყელში დატანებული ექვსი სარკმლით. სარკმლები გაჭრილია აგრეთვე აფსიდსა და ტრანსეპტის მკლავებში. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. XI საუკუნეში შესასვლელებს კარიბჭეები მიაშენეს. შენობა გარედან და შიგნით შემოსილია რუხი ფერის ბაზალტის თლილი კვადრებით, დასავლეთ კარიბჭის შესამოსად გამოყენებულია მოყვითალო ფერის ქვა. ძეგლი მდიდრულადაა შემკული. ყურადღებას იქცევს ფასადთა ჩუქურთმები (სარკმელთა საპირეები, ლავგარდნები), კარიბჭეთა მორთულობა (XI ს.), კერძოდ სამხრეთ კარიბჭის ვარსკვლავისებრი კამარა. ტაძარში შემორჩენილია XI საუკუნის I მეოთხედის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. XIX საუკუნის 5-60-იან წლებში ეკლესია შელესეს, შეათეთრეს და ზოგი უცხო ხასიათის დეტალიც დაუმატეს, განაახლეს გალავანი და სამხრეთ შესასვლელში, ძველი ოთკუთხა კოშკის ადგილზე ააგეს ახალი სამრეკლო, რომლის პირველი სართულის თაღის ქვეშ ჭიშკარია. გალავნის შიგნით შეიმჩნევა სხვადასხვა ნაგებობათა კვალი. სამხრეთ კარიბჭის წინ მონოლითური ქვის ბაზისზე აღმართულია ტოლმკლავებიანი ქვის ჯვარი.

თ.თოდრია, გ.უშვერიძე, ს.საღარაძე.

ლიტ: ბარნაველი ტ., მანგლისის წარწერები, თბ., 1961, დვალი მ., მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1974.


მანგლისის სიონი - http://ka.wikipedia.org/wiki/მანგლისი

მანგლისის სიონი - ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი. მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან. პირველი ეკლესია მანგლისში აშენდა IV საუკუნეში. ამჟამინდელი ტაძარი აშენებულია VI-VII საუკუნეებში. XI საუკუნეში მნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა: გაფართოვდა და დაემატა მოჩუქურთმებული ქვები, ასევე გამოუცვალეს პერანგი. 1850 წელს კვლავ შეაკეთეს, შიგნიდან კედლები შეათეთრეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ბევრი ფრესკა გაქრა. მანგლისის სიონზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი, რომლებიც საკმაოდ ძნელი გასარჩევია. ასევე შემორჩენილია ფრესკების კვალი გუმბათის ყელში. მანგლისი და მანგლისის ხეობა მოხსენიებულია ქართლის ცხოვრებაში IV საუკუნეში; მანგლისი ერთ-ერთი იყო იმ 18 სამთავროდან, რომლებიც დამოუკიდებლად დებდნენ ზავის პირობებს არაბებთან. მანგლისსა და მანგლისის ხეობაში ხშირ შემთხვევაში იგულისხმება შემდეგ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია: აღმოსავლეთით - დიდგორის და ბენდერ-ბენდენის მთის კალთები, დასავლეთით - არჯევნის, იგივე კადკაია-კაჩკაიას ქედი და საკრისის მთია, რომელსაც რუსულენოვანი მოსახლეობა ყვითელ მთას უწოდებს (რუს. Жёлтая гора), სამხრეთით ბენდერის, იგივე ბედენის ქედი, ჩრდილოეთით კი - დიდგორის ქედი. მანგლისში 1682 წლამდე მანგლისში ინახებოდა იმ ჯვრის ლურსმანი, რომელზეც ბიბლიური გადმოცემის თანახმად გააკრეს იესო ქრისტე. მანგლისში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მანგლისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მეოთხე საუკუნიდან მოიხსენიება. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად მანგლისი და მანგლისის მხარე გაუკაცრიელდა. 1824 წლისთვის მანგლისში იდგა ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკი, რომელმაც მოახდინა დაუსახლებელი ტერიტორიის კოლონიზაცია. სიტყვა მანგლისის ბოლომდე გაურკვეველია. ხალხურმა გადმოცემამ შემოინახა მანგლისის სახელის წარმოშობის 2 ვერსია - პირველი გადმოცემების თანახმად მანგლისთან მყოფ სოფელ კველთაში მანგლებს (თანამედროვე ქართულით ნამგლებს) ამზადებნდნენ, რის გამოც ახლოს მყოფ დასახლებას მანგლისი დაარქვეს; მეორე გადმოცემის თანახმად ადგილს მანგლისი ბიზანტიელი ხუროთმოძღვრის - მანგლისის სიონის მშენებლის - ვინმე მანგლის საპატივსაცეოდ დაარქვეს. პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის აზრით სიტყვა მანგლისი მოდის სიტყვა ნამგალისგან. მისი ვარაუდით, სიტყვის ისტორია ამგვარად გამოიყურება - ნამგალი-ის-ი – ნამგლ-ის-ი – მანგალ-ის-ი – მანგლ-ის-ი. მისივე მოსაზრებით: "ვითომდა ბერძნული "მონე ეკლეზიადან" წარმომდგარი სახელწოდების ვერსია სრულად მიუღებეია. პროფესორი ზვიად ჭუმბურიძე ასევე ემხრობა ლეონ მელიქსეთ-ბეგის ვარაუდს. იგი წერს: "სახელწოდება ნაწარმოებია -ის სუფიქსით: მანგლ-ის-ი. მანგლ არის შეკუმშული ფორმა მანგალ ანუ ნამგალ სიტყვისა (ასეთი კუმშვა ხშირია ქართულში; მაგალითად მარცვალი-მარცვლის, სარდალი-სარდლის და სხვ.). მანგალ სიტყვა ამ ფორმით გვხვდება ძველ სალიტერატურო ძეგლებში (ზოგ კუთხეში დღესაც იხმარება); მაშასადამე, ეს უფრო ძველი ფორმაა. შემდეგ კი ამ სიტყვაში „მ“ და „ნ“ ბგერები გადაადგილებულია და მივიღეთ „ნამგალი“. არსებობს ქალაქის სახელწოდების წარმოშობის სხვა ვერსიაც. აკადემიკოსი ნ.ჭუმბურიძე აღნიშნავს: „იყო ალგტომი, აქედან, ერთი მხრით მივიღეთ ალგეთ-ი, მეორე მხრით - ალგ-ის-ი, მ-ალგ-ისი, მან-გლისი..ე.ი. ალგეთი დარჩა ქვეყნის სახელად ("ალგეთის ლეკვები"), ხოლო მანგლისი - პუნქტის სახელად და ამავე დროს ქვეყნის სახელადაც (მანჯა - ლის)". მანგლისისა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია პრეისტორიული ხანის არქეოლოგიური ძეგლებით. ამ ძეგლების გამოკვლევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ლეონ მელიქსეთ-ბეგს. მისი გამოკვლეულია ბედენის პლატოზე აღმოჩენილი შუაბრინჯაოს ხანის ყორღანები. ამ ყორღანებში აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამოსახლო ძეგლები. ძეგლთა დიდი ნაწილი მშრალი, ე.წ. ციკლოპური წყობით არის აგებული. აღმოჩენილია ასევე ბრინჯაოს ხანის საფლავები "მადნის ჭალაშიც". მოსახლეობა საცხოვრებლად იყენებდა უძველეს ნაგებობებს - ე.წ. ლოდოვნებს. მანგლისის მახლობელ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ელინისტური ხანის მონეტებიც, რომლებზეც ცხოველები და ფრინველებია გამოსახულნი. ამ პერიოდში მანგლისის ტერიტორიაზე ორი სოფელი არსებობდა - ზემო და ქვემო ოძისი. მანგლისის ნეკროპოლში ასევე აღმოჩენილია ჩვ.წ. - მდე IV საუკუნის სამაჯური. არქეოლოგიურ გამოკვვლევაში მონაწილე პროფესორი ლეონ მელიქსეთ - ბეგი წერდა: "ზვემო ოძისის ადგილას არავითარ ძველ ნაშთს მოუღწევია ჩვენამდე; ზემო ოძისში კი ერთი საკმაოდ დიდი გვირაბის დანარჩომი და ყოფილი სოფლის სახლების კვალი ეტყობა. გარდა ამისა, სოფელ მოხისისკენ მიმავალი გზის პირად ახლაც არსებობს ერთი ნიში ხატით, ხოლო მის ქვემოთ, დიდი პლაცისა და მოხისის გზას შორის, ძველი სასაფლაოა, სადაც გარკვევით რამდენიმე აკლდამა ემჩნევა, რომელთაგან ზოგიერთი გათხრილ იქნა ჩემ მიერ წარსულ წელ და მათში აღმოჩენილი საგნები ჩამოტანილი ტფილისში". ამგვარი სასაფლაოები აღმოჩნდა ქვემო ჭალის გზაზე, რომლებიც თავიდან ალექსანდრე გრენმა გათხარა, ხოლო შემდეგ კიდევ ორი - ლეონ მელიქსეთ ბეგმა.

  1. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბილისი, 1964, წიგნი პირველი, გვერდი 25
  2. თამთა კალმახელიძე, მანგლისი, თბილისი, 2001 წელი, გამომცემლობა განათლება, IშBN 99928-54-53-7
  3. В.Кавришвил.Манглиси.В кн.:Тифлис и ег окресности.Тб., 1925 г., стр. 191-195
  4. ლ.მელიქსეთ-ბეგი. მანგლისის რაიონი ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით. ჟურნალი "ახალ სკოლასთან", ტფილისი, 1924, N2-3, გვ.72-75
  5. ზ.ჭუმბურიძე. რა გქვია შენ? თბილისი, 1971, გვ.63
  6. ნ.ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბილისი, 1972, ტ.VIII,გვ.646
  7. ლევან ბოჭორიშვილი, ალგეთის ხეობის ძველი მოსახლეობა ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, თბილისი, 1953 წელი, გვ. 164
  8. Тифлис и его окресности. 1925, გვ. 293
  9. მანგლისის სდაბაო საკრებულოს მიმდინარე არქივი. დსკრებულოს მიერ 1998 წელს ჩატარებული სსამუშაოს ანგარიში გვ.2
  10. АКАДЕМИЯ НАУК ГРУЗИИ ГОСУДАРСТВЕННЫЙ МУЗЕЙ ГРУЗИИ ИМ. С. ДЖАНАШИЯ НАНА ГОГИБЕРИДЗЕ БРАСЛЕТЫ И ГРИВНЫГРУЗИИ V-I ВВ. ДО Н. Э. Тбилиси 2003

 

 

 


************************************************************************************

მანგლისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.28

VI-VII საუკუნეებში გუმბათიან ნაგებობათა რამდენიმე ტიპი არსებობს: ტეტრაკონქების ვარიანტები, "თავისუფალი ჯვრის" ტიპი - აგრეთვე რამდენიმე ვარიანტით, "ჩახაზული ჯვრის ტიპი" და სხვ., ამ ტიპთაგან ადრინდელ ხანაში ყველაზე უფრო საინტერესო ევოლუცია ტეტრაკონქმა განვლო. ყველა ამ ეკლესიაში VII საუკუნემდე, წრომის ტაძრამდე, გუმბათი ეყრდნობა უშუალოდ კედლებს და არა ბოძებს. ცალკე მდგომი ბოძები მანამდე საერთოდ არ გვხვდება...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

მანგლისის ხევი - თენგიზ თოდრია // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.21, გვ.48 - 53

ალგეთის ხეობა ქვემო ქართლის ყველაზე ჩრდილო ქვეყანაა. იგი შიდა ქართლის ხეობებს თრიალეთის ქედით ემიჯნება. აღმოსავლეთით მას მდ.მტკვრის ხეობა საზღვრავს, სამხრეთით კი - ბედენის ქედი და წინწყაროს პლატო, რომელიც ლომთაგორა - მარნეულთან ქვემო ქართლის ველში გადადის. დასავლეთით ალგეთის ხეობა წალკა-თრიალეთის ზეგანს ეკვრის. ალგეთის ხეობის ზემო წელი (ალგეთ-მანგლისის მთიანეთი) მკაფიოდ განსხვავდება ქვემო წელისაგან, რომელიც ქვემო ქართლის ველის (სომხური წყაროებით ვრაც დაშტის ანუ ქართველთა ველის) შემადგენელი ნაწილია. ზემო წელისათვის დამახასიათებელია ზომიერი ჰავა, ხშირი წიწვიანი ტყეები და მშვენიერი საძოვრები, ხოლო ქვემო წელისათვის ნოყიერი ნიადაგები და მორწყვის შესაძლებლობა...<<ტექსტი სრულად აქ...<<