topmenu

 

იშხანი - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

გ.ჩანადირის ფოტო

ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. გვ.61-63

VII საუკუნის 40-იან წლებში იქმნება ტაძრის ახალი ტიპი, რომელიც წარმოადგენს ადრე აგებულ გუმბათოვან ნაგებობათა არქიტექტურული თემების თავისებურ გადამუშავებას. სამწუხაროდ, ამ ეტაპიდან შემოგვრჩა მხოლოდ ნანგრევები ან ძლიერ გადაკეთებული ძეგლები. ამ ჯგუფის ყველაზე ადრინდელი ძეგლია საქართველოს ისტორიულ პროვინციაში - ტაოში VII საუკუნეში აგებული იშხანის ტაძარი. უკვე IX საუკუნეში, არაბთა შემოსევის შემდეგ იგი აღადგინა გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბამ. 1032 წელს იგი ისე გადააკეთეს, რომ პირვანდელი ტაძრიდან შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ორიგინალური თაღედი ნაირ - ნაირი სვეტისთავებით. უკეთ არის შემორჩენილი ბანას ტაძარი ამავე პროვინციაში. იგი წარმოადგენს დიდი ზომის ტეტრაკონქს, რომლის აფსიდებს შორის მოთავსებულია გუმბათქვეშა ბურჯები გადაქცეულნი სამსართულიან პატრონიკეებად. ოთხივე აფსიდის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ღია თაღედებს, რის გამოც საჭირო შეიქნა ტეტრაკონქის ირგვლივ წრიული გარშემოსავლელის მოწყობა.

(+)