topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე - ბელტისციხე - ბებრისციხე (ნაწილი 4)

<უკან დაბრუნება (ნაწილი III)...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე

ბელტისციხე - ბებრისციხე

(ნაწილი 4)

ბებრისციხეზე (2006-2008 წწ.) არქეოლოგიური მეთვალყურეობისას აღმოჩენილი მასალების კატალოგი - (გაგრძელება):

89. ინვ. №128 (01-30-II-2007) დოქის ყელ-ყურის ფრაგმენტი მოვარდისფრო - მოწითალოდ გამომწვარი თიხისა (4 ნაწილისგან რესტავრირებული).

ჭურჭელი სამტუჩაა. კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ბაკო მრგვალია. ყური განივკვეთში ოვალურია. დაძერწილი პირს ქვემოთ - ყელზე და მხარზე. ზედაპირზე დაუყვება ჰორიზონტული ღარები. ზომები: პირის დმ - 11,7 სმ, ყელის სიმაღლე - 10,5 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, ყურის სიგძე - ≈ 9 სმ, ყურის დმ - 1,5 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკის ჩრდილოეთ კედელთან, h=3,6 მ.

89. Inv.№128 (01-30-I-2007) fragment of neck and handle of jug

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

90. ინვ. №129 (01-30-I-2007) ჭურჭლის პირ-ყური, მოწითალო-მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი სილისა და კირქვის მინარევებიანია. ჭურჭელი დიდი ზომისაა, განიერი ყელით, განივკვეთ ოვალური ყური პირის ძირსა და მხარზეა დაძერწილი. ბოლოში აქვს თითის დაჭერით მიღებული წნეხი. ყურს ზევიდან დაუყვება ერთმანეთში ჩასმული სამკუთხედებით შექმნილი ჭდეული ორნამენტი. ყურის ორივე კიდე დაკეჭნილია დამრეცი ღარებით. ზომები: სიმაღლე - 11,5 სმ, სიგანე - 12,7 სმ, კეცის სისქე - 1 სმ, ბაკოს სისქე - 1,1 სმ, ყელის სიმაღლე - 8,1 სმ, ყურის სისქე - 2,5 სმ, ყურის სიგანე - 4 სმ, თვალის დმ - 3,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,7 მ.

90. Inv.№129 (01-30-I-2007) mouth and handle of vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

91. ინვ. №130 (01-30-I-2007) ჭურჭლის ძირ-კედლის ფრაგმენტი, წითლად გამომწვარი თიხისა.

რესტავრირებულია 3 ნაწილიასაგან. თიხა განლექილია, შეიცავს მცირე რაოდენობით ქარსის მინარევებს. ძირი მრგვალი და ბრტყელია, ამავე დროს უფრო თხელიც ვიდრე გვერდები. ჭურჭელი მოზრდილი ზომის უნდა ყოფილიყო. ზომები: სიმაღლე - 4,9 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, ძირის დმ -≈16,5 სმ, ძირის სისქე - 0,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=4 მ.

91. Inv.№130 (01-30-I-2007) fragment of bottom and wall of vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

92. ინვ. №132 (01-30-I-2007) დანის ტარი, რკინისა.

დაჟანგული, ატყვია მანჭვლის კვალი. ზომები: სიგრძე - 4,9 სმ, სიგანე - 1,9 სმ, სისქე - 0,15 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=4,2 მ.

92. Inv.№132 (01-30-I-2007) iron handle of knife

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

 

93. ინვ. №133 (01-30-I-2007) საწაფი, წითლად გამომწვარი თიხისა, კარგად ნაპრიალები.

ერთ კიდეზე აქვს ორი ნახვრეტი, რომელიც დაზიანებულია. ძირი ტოლგვერდა ოთხკუთხედია. ზომები: სიგრძე - 8,1 სმ, სიგანე - 2,4 სმ, სისქე - 1,4-2,3 სმ, დიდი ნახვრეტის დმ - 0,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=4მ.

93. Inv.№133 (01-30-I-2007) weight of red fired clay

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

94. ინვ. №137 (01-30-I-2007) კეცის ფრაგმენტი.

რესტავრირებული ორი ნაწილისაგან. მოვარდისფროდ გამომწვარი. სილისა და ქარსის მინარევებიანი. ზომები: სიმაღლე - 5,1 სმ,ძირის სისქე - 1,4 სმ, კეცის სისქე - 1,2 სმ, კეცის დმ - ≈16,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

94. Inv№137 (01-30-I-2007) fragment of baking-dish

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

95. ინვ. №138 (01-30-I-2007) ჭურჭლის კედლის ფრაგმენტი ლეგად გამომწვარი თიხისა.

მინარევებიანი. ზედაპირი ნაპრიალებია, დაუყვება წნეხვით დატანილი ზოლები. გასდევს თოკისებრი ჰორიზონტული და ვერტიკალური ზოლები. ზომები: სიმაღლე - 10,3 სმ, სიგანე - 12,2 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

95. Inv№138 (01-30-I-2007) fragment of vessel wall

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

96. ინვ.№139 (01-30-II-2007) კრამიტი, ღარიანი, ექვსი ფრაგმენტი.

ოთხი მათგანი გამომწვარია წითლად, ცუდადაა გამომწვარი კვალი. თიხა წმინდადაა განლექილი, თუმცა შეიცავს სილის მინარევებს. ზედაპირი შეღებილია წითლად. ზომები: სიგრძე - 7,2 - 10,8 სმ, სიგანე - 4,4-6,4 სმ, სისქე - 1,6-2,2 სმ. ანტიკური ხანის კალიპტერის ნაწილები უნდა იყოს. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში,  №1 ნაგებობის კედლის წყობაში,  h =3,9 მ.

96. Inv№139 (01-30-I-2007) grooved tile

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

97. ინვ.№140 (01-30-II-2007) ქვევრის ნაწილები (4 ერთეული).

კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ეტყობა ცუდად გამოწვის კვალი. ზედაპირზე დაუყვება ჰორიზონტული რელიეფური ზოლები. შეღებილია წითლად. ზომები: სიგრძე - 10,1 - 13,5 სმ, სიგანე - 7,2 - 11,7 სმ, სისქე - 1,5 - 1,7 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში,  №1 ნაგებობის კედლის წყობაში,  h =3,9 მ.

97. Inv№140 (01-30-I-2007) parts of wine jar

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

98. ინვ.№141 (01-30-II-2007) ქვევრის ნაწილები (2 ერთეული).

კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ზედაპირზე ემჩნევა რელიეფური ზოლები. შეღებილია წითლად. ზომები: სიგრძე - 12,7 - 12,8 სმ, სიგანე - 9,6 - 10,5 სმ, სისქე - 1,4 - 1,8 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში,  №1 ნაგებობის კედლის წყობაში,  h=3,9 მ.

98. Inv№141 (01-30-I-2007) parts of wine jar

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

99. ინვ.№142 (01-30-II-2007) ქოთნის ან დოქის ძირი, შავად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს მინარევებს. ძირი სწორია. ზომები: ძირის დმ - 10,7 სმ, სიმაღლე - 4,4 სმ, კეცის სისქე - 0,5 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში,  №1 ნაგებობის კედლის წყობის ძირში,  h =4,3 მ.

99. Inv №142 (01-30-I-2007) bottom of pot of jug

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

 

100. ინვ.№143 (01-30-II-2007) ფილა, დაზიანებულია, ჩალისფრად გამომწვარი.

კარგად განლექილი, სილის მინარევებიანი. კეცი რამდენიმე ადგილას ფოროვანია. ერთ კიდეში ეტყობა თითის დაჭერის კვალი. ზომები: სიგრძე - 16,6 სმ, სიგანე - 19 სმ (ფილის სიგანე), სისქე -  2,4 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში,  №1 ნაგებობის კედლის წყობაში,  h=3,8 მ.

100. Inv№143 (01-30-I-2007) slab, damaged

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

101. ინვ.№144 (01-30-II-2007) ქვევრის კედლის ფრაგმენტი.

მოჩალისფრო - მორუხოდ გამომწვარი თიხისა. კეცი შეიცავს სილის, კირქვის და ქარსის მინარევებს. მხარზე ჰორიზონტულად გამოსახულია თოკისებური რელიეფური ორნამენტი. ზომები: სიგანე - 9,3 სმ, სიგრძე - 12,3 სმ, კეცის სისქე - 1,3 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში.

101. Inv№144 (01-30-I-2007) fragment of wine jar wall

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

102. ინვ.№145 (01-30-II-2007) ქვევრის ან დერგის ფრაგმენტი მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა, ცუდადაა გამომწვარი.

თიხა შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ზედაპირზე, რომელიც ნაპრიალებია, რელიეფურად შემოსდევს დაკეჭნილი ორნამენტი. ზომები: სიგრძე - 10,5 სმ, სიგანე - 9,1 სმ, კეცის სისქე - 1,1 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში.

102. Inv.№ (01-30-I-2007) fragment of wine jar or dergi

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

103. ინვ.№146 (01-30-II-2007) (ტაბ.XXII,1,2) გულსაკიდი ბრინჯაოსი, პატინიზებური.

საკიდს აქვს ქვემოთ მიმართული შვიდფოთოლა ყვავილის ფორმა, პირიმხარეს ფურცლები უფრო დიდია, წვერისკენ პატარავდება. შუაში აქვს ამოწეული გული. თავად შესაკრავს შუაში წიბო გასდევს. უკან იკვრებოდა ზედვე მემაგრებულ მცირე თავიან მანჭვალზე. ზომები: გულსაკიდის მთლიანი სიგრძე - 3,3 სმ, სიგანე - 1,7 სმ, ყვავილის სიგრძე - 2,3 სმ, ფურცლის სისქე - 0,2 სმ, შესაკრავის სისქე - 0,3 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკის  №2 კედელთან, h=4,0 მ.

103. Inv.№ (01-30-I-2007) (pl.XXII,1,2) bronze pectoral

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

104. ინვ.№147 (01-30-II-2007) ჭურჭლის ძირის ფრაგმენტი.

ჭურჭელი თხელკეციანია და კარგად განლექილი თიხისგანაა ნაკეთები. დაბალი ქუსლი გამოყოფილია. სიგანე - 2,3 სმ, კეცის სისქე - 0,5 სმ, ძირის სისქე - 0,2 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკის  №2 კედელთან  h =3,8 მ.

104. Inv.№ (01-30-I-2007) fragment of vessel bottom

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

105. ინვ.№148 (01-30-I-2007) დოქის ძირკედელი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

სრულად რესტავრირებული. კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ტანი თანაბრად ვიწროვდება ძირისკენ, რომელიც მრგვალი და სწორია. შიგნიდან ძირის შუაში კონცენტრული, ამობურცული წრე ემჩნევა. ზომები: კეცის სისქე - 0,8 სმ, ძირის დმ - 10,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3 მ.

105. Inv.№ (01-30-I-2007) fragment of vessel bottom

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

106. ინვ.№149 (01-30-I-2007) სადღვებლის ყურის ფრაგმენტი, მოწითალო - მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი სილის მინარევებიანია. ცუდადაა გამომწვარი. ყურის თავთან დატანებულია ნახვრეტი, რომელიც ასიმეტრიულ წრეს წარმოადგენს. ყური განივკვეთში ბრტყელია. ზომები: კეცის სისქე - 0,6 სმ, ყურის სიგანე - 5,1 სმ, ყურის სისქე - 1,5სმ, ხვერლის დმ - 1,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2 მ.

106. Inv№149 (01-30-I-2007) handle of churn

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

107. ინვ.№150 (01-30-II-2007) (ტაბ.XXV,1) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი.

დაზიანებულია. ჩალისფრად გამომწვარი. განლექილია კარგად. შემორჩენილია მარჯვენა თავ-კიდის სამი ფრაგმენტი აკეცილი გვერდითა და მუხლით. ზურგზე ემჩნევა დაზგის ანაბრჭდები. ზომები: სიგანე - 24 სმ, სიგრძე - 22,8 სმ, სისქე - 2,1 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 7 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 5,1 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 2,5 სმ, მუხლის სიგრძე - 7,7 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკის  №1 ნაგებობასთან  h=3,8 მ.

107. Inv.№150 (01-30-I-2007) (pl.XXV,1) flat tile with folded-up side

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

108. ინვ.№151 (01-30-I-2007) ქოთნის პირ-კედლის ფრაგმენტები (3 ერთეული).

მოჩალისფროდ გამომწვარი. ბაკო დაბრტყელებული და მკვეთრად გარეთ გადაშლილია. ყელზე დაუყვება კონცენტრული ღარები. ჭურჭელს მხარზე მოძერწილი ჰქონდა განივკვეთში ბრტყელი ყური, რომელიც ამჟამად მოტეხილია. ზომები: კეცის სისქე - 0,6 სმ, ბაკოს სისქე - 1 სმ, ყურის სიგანე - 5 სმ, ყურის სისქე - 1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

108. Inv.№ (01-30-I-2007) fragments of mouth and wall of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

109. ინვ.№152 (01-30-I-2007) ჯამების ფრაგმენტები - პირები, კედლები, მწვანედ მოჭიქული.

აღმოჩნდა დონჟონში.

109. Inv.№(01-30-I-2007) fragments of bowls

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

 

110. ინვ.№153 (01-30-I-2007) ჯამის ქუსლები, მწვანედ მოჭიქული (6 ერთეული).

ქუსლის დმ - 5,9 - 6,8 სმ, სიმაღლე - 1,1 - 1,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

110. Inv.№(01-30-I-2007) greenglazed bowls feet

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

 

111. ინვ.№154 (01-30-I-2007) ჯამის პირის ფრაგმენტი (2 ერთეულისგან რესტავრირებული) ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

პირმოყრილი, კალთადაქანებული. შიდაპირი მწვანედაა მოჭიქული. გარეპირზე შემოსდევს შავი საღებავით მოხატული წყლისებური ორნამენტი. პირზე ჭიქური გადმოდის. ზომები: კეცის სისქე - 0,8 სმ, პირის სიმაღლე - 2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=2 მ.

111.Inv.№(01-30-I-2007) fragment of mouth of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

112. ინვ.№155 (01-30-I-2007) ქვევრის კედლის ნაწილები (2 ერთეული) ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

სხვადასხვა ქვევრის ნაწილებია. თიხა შეიცავს მინარევებს. ზედაპირზე დაუყვება წიბო. ატყვია ნახანძრალის კვალი. ზომები: კეცის სისქე - 1,1-1,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

112. Inv.№155 (01-30-I-2007) parts of wine jar wall

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

113. ინვ.№156 (01-30-I-2007) კრამიტის ფრაგმენტი, ღარიანი, მოვარდისფროდ გამომწვარი.

ზედაპირი შეღებილია წითლად. ზომები: 10 × 7,6 სმ, კეცის სისქე - 1,8 სმ. ანტიკური ხანის კალიპტერის ნაწილი უნდა იყოს. აღმოჩნდა დონჟონში.

113. Inv.№156 (01-30-I-2007) tile fragment

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

 

114. ინვ.№157 (01-30-I-2007) კრამიტის ფრაგმენტი, ღარიანი, მოვარდისფროდ გამომწვარი.

ზედაპირი შეღებილია წითლად. აქვს ხელოსნის ნიშანი. ზომები: 9,8სმ×10,8 სმ, კეცის სისქე - 1,8 სმ. ანტიკური ხანის კალიპტერის ნაწილი უნდა იყოს. აღმოჩნდა დონჟონში.

114. Inv.№157 (01-30-I-2007) fragment of tile

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

115. ინვ.№158 (01-30-I-2007) დოქის პირისა და ყურ-გვერდის ფრაგმენტი მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

ყელგანიერია. განივკვეთში ოვალური ყური დაძერწილია პირსა და მხარზე. მხარზე დაუყვება ე.წ. წყლის ორნამენტი. ზომები: კეცის სისქე - 0,6 სმ, ყურის სისქე - 1,3 სმ, ყურის სიმაღლე - 10,3 სმ, ყურის სიგანე - 2,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

115. Inv.№158 (01-30-I-2007) fragments of jug mouth and handle and side

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

116. ინვ.№160 (01-30-I-2007) ჯამის ძირები (4 ერთეული) მოწითალო და მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

ქუსლი ბორბლისებურია, რომლის დიამეტრი მერყეობს 3,8 სმ-სა და 6,3 სმ-ს შორის. აღმოჩნდა დონჟონში.

116.Inv.№160 (01-30-I-2007) bottoms of bowls

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

117. ინვ.№161 (01-30-I-2007) ჯამების პირ-კედლის ფრაგმენტები

(9 ერთეული) ჩალისფრად და წითლად გამომწვარი თიხისა.  აღმოჩნდა დონჟონში.

117. Inv.№161 (01-30-I-2007) fragments of bowl mouth and wall

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

118. ინვ.№163 (01-30-I-2007) ჭურჭლის (ქოთნის?) ნაწილები -

(2 ერთეული) მოჩალისფრდ გამომწვარი თიხისა. კეცი მინარევიანია. გამოწვისას დეფორმირებული ჩანს. მხარზე აუყვება სამი ამოღარული ზოლი. კეცის სისქე - 0,6სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

118.Inv.№163 (01-30-I-2007) parts of vessel (pot?)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

119. ინვ.№165 (01-30-II-2007) ჯამის (?) ნაწილი, მოვარდისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი კარგადაა განლექილი. ბაკოდაბრტყელებულია, კალთადაქანებული. ძირი ბრტყელია. ზომები: სიმაღლე - 3,8 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ, ბაკოს სისქე - 0,9 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში.

119. Inv.№165 (01-30-I-2007) part of bowl (?)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

120. ინვ.№166 (01-30-II-2007) ბადიის პირის ფრაგმენტი, ღიამოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

ბაკო ბრტყელი აქვს. ზომები: სიგანე - 9,3 სმ, სიმაღლე - 7,3 სმ, კეცის სისქე - 1,3 სმ, ბაკოს სისქე - 1,7 სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში  № 1 ნაგებობასთან  h=3,8 მ.

120. Inv.№166 (01-30-I-2007) fragment of mouth of ladle

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

121. ინვ.№167 (01-30-II-2007) 1) კრამიტი, ღარიანი, მოპირისფროდ გამომწვარი თიხისა, ფრაგმენტი.

კეცი სილის მინარევებიანია. ზედაპირი ნაწილობრივ შეღებილია წითელი წერნაქით. ზურგის მხარეს ეტყობა დაზგის კვალი. ზომები: ფრაგმენტის სიგრძე _ 14სმ, სიგანე _ 13,6სმ, სისქე _ 1,9სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში  №1 ნაგებობასთან  h =3,8მ.

2) კრამიტი, ღარიანი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა, ფრაგმენტი. ზედაპირი შეღებილია წერნაქით. ზურგზე ემჩნევა დაზგის ანაბეჭდი. ზომები: სიგანე _ 8,8სმ/8,7სმ, სისქე _ 2,3სმ. აღმოჩნდა ჩრდილოეთ კოშკში  № 1 ნაგებობასთან h=3,8მ.

121. Inv.№167 (01-30-I-2007) grooved tile grooved tile

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

122. ინვ. №168 (01-30-I-2007) ჯამის ნაწილები (სამი ერთეული), მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. ჯამის შიდაპირი მოხატულია თეტრი ანგობით: ჯამის ფსკერზე წრეა, რომლიდანაც სამი სხივისებური ხაზი გამოდის, მათზე დაწვეთებულია მწვანე ჭიქური. ჯამის ქუსლი ბორბლისებურია და ძირშეზნექილი. ქისლის შუაში დაუყვება კონცენტრული წიბო. ზომები: კეცის სისქე - 0,8 სმ, ქუსლის დმ - 6,2 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,5 სმ. ქუსლის ძირის ჩაღრმავება - 1,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

122. Inv.№168 (01-30-I-2007) parts of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

123. ინვ.№169 (01-30-I-2007) ჯამის ნაწილები, მოწითალო - მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცში სილანარევია. მოჭიქულია შაბიამნისფრად. გარეთა მხრიდან დაუყვება შავი საღებავით დატანილი წყლის ორნამენტი, რომელზეც გადასმულია შაბიამნისფერი ჭიქური. ზომები: კეცის სისქე - 0,7 სმ, პირის სიმაღლე - 2,3 სმ, ჯამის პირის დმ - ≈15 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

123. Inv.№169 (01-30-I-2007) parts of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

124. ინვ. №170 (01-30-I-2007) ჯამი, ნაკლული, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი სილა და კირქვა ნარევია. ჯამი მწვანედ მოჭიქულია. ალაგ-ალაგ შავი წინწკლები ემჩნევა. ჯამის პირზე გარეთა მხრიდან შემოუყვება შავი საღებავით დატანილი ტალღისებური ზოლი, რომელზეც გადასხმულია ჭიქური. ჯამი პირმოყრილია, ქუსლი მრგვალი აქვს - ბორბლისებური, ძირი - შეზნექილი. კეცის სისქე - 0,7 სმ, პირის სიმაღლე - 2,4 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,4 სმ, ქუსლის ძირის ჩაღრმავება - 1,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3,2 მ.

124. Inv.№170 (01-30-I-2007) fragmentary bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

125. ინვ.№171. (01-30-I-2007) ჯამის პირის ნაწილი.

შიგნითა მხრიდან მოჭიქულია თეთრად, გარეთა მხრიდან ცისფრად. პირი სწორია, შემოუყვება ღრმა კონცენტრული ზოლები. ზომები: კეცის სისქე - 0,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2 მ.

125. Inv.№171 (01-30-I-2007) part of bowl mouth

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

126. ინვ.№172 (01-30-I-2007) ჯამის ნაწილები, მოწითალო-მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი სილანარევია. მოჭიქულია მწვანედ. ძირები ბორბლისებური და ძირშეზნექილებია. ზომები: კეცის სისქე - 0,7-0,9 სმ, ქუსლის დმ - 5,7-6,3 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,3- 1,4 სმ, ქუსლის ძირის ჩაღრმავება  - 0,9-1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

126. Inv.№172 (01-30-I-2007) parts of green-glazed bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

127. ინვ. №173 (01-30-I-2007) ჯამის ფრაგმენტები, მოწითალოდ-მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი სილანარევია. მოჭიქულია ცისფრად. პირმოყრილი ჯამისაა, პირებს გარედან დაუყვება ტალღისებური ორნამენტი, რომელზეც აქა-იქ გადმოდის ჭიქური. ქუსლები ბორბლისებური და ძირშეზნექილებია. ზომები: კეცის სისქე - 0,8-1 სმ, ქუსლის დმ - 6,2-6,9 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1-1,5 სმ, ქუსლის ძირის ჩაღრმავება - 1-1,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

127. Inv.№173 (01-30-I-2007) fragments of green-glazed bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

128. ინვ. №174 (01-30-I-2007) ჯამების ნაწილები, მოჩალისფროდ და მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

მოხატულია თეთრი ანგობითა და მწვანე ჭიქურით. ძირები ბორბლისებურია და შეზნექილი, ერთ მათგანს აქვს შვერილიც. ზომები: კეცის სისქე - 0,7- 0,9 სმ, ქუსლის დმ - 6,4-7,3 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,1-1,3 სმ, ქუსლის ძირის ჩაღრმავება - 0,9-1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

128. Inv.№174 (01-30-I-2007) parts of bowls, painted with white engobe and green-glazed

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

129. ინვ. №175 (01-30-I-2007) ჯამის ნაწილები, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი სილანარევია. ნატეხები დაფარულია მუქი მწვანე ჭიქურით. გარეთა მხრიდან პირზე დაუყვება ჭიქურით გაკეთებული ტალღური ორნამენტი. ქუსლი ბორბლისებურია და ძირშეზნექილი. ზომები: კეცის სისქე - 0,9 სმ, ქუსლის დმ - 6,4 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,1 სმ, ქუსლის ძირის ჩაღრმავება - 1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

129. Inv.№175 (01-30-I-2007) parts of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

130. ინვ. №176 (01-30-I-2007) ჯამის ნაწილები (34 ცალი), წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი სილანარევია. მოხატულია თეთრი ანგობით, აქა-იქ ემჩნევა მწვანე ჭიქურის კვალიც. პირმოყრილია. ზომები: კეცის სისქე - 0,7- 0,8 სმ, პირის სიმაღლე - 2,7-2,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

130. Inv.№176 (01-30-I-2007) parts of bowls

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

131. ინვ. №178 (01-30-I-2007) (ტაბ.XV,2) დერგი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

დაშლილი. ცუდადაა განლექილი, კეცი შეიცავს მინარევებს. ბაკო დაბრტყელებული და პირმოყრილია. ატყვია ცეცხლის ზემოქმედების კვალი. ზომები: კეცის სისქე - 0,8 სმ, პირის დმ - 27,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, №2 ნაგებობაში, h=4,25 მ.

131. Inv.№178 (01-30-I-2007) (pl.XV,2) dergi

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

132. ინვ. №82 (01-30-I-2007) (ტაბ.XII,1) ხელადა, ოვალისებური ფორმის,

მოჩალისფროდ გამომწვარი; პირი მომრგვალებული, თითქოს სამტუჩაში გადადის, პირნაკლულია და აღდგენილი. განივკვეთში მრგვალი ყურის თავი სცილდება პირს ზემოთ, ყურისძირი ეშვება მხარზე. ძირი ბრტყელი აქვს, გარედან ეტყობა წრიული ნაკაწრები. ზომები: სიმაღლე (პირამდე) _ 16სმ, სიმაღლე (ყურამდე) - 17,5 სმ, პირის დმ - 8,5 სმ, ყური პირს სცილდება 1 სანტიმეტრით, ყურის სიმაღლე - 8,8 სმ, ყურისთვალი - 6,8×2,8 სმ, მუცლის დმ - 11 სმ, ძირის დმ - 10 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, №2 ნაგებობაში, h=4,25 მ.

132. Inv.№82 (01-30-I-2007) (pl.XII,1) jug

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

133. ინვ. №179 (01-30-I-2007) (ტაბ.XIII,1) დერგი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

პირი - მრგვალი, გადაშლილი; ბაკო მომრგვალებული, ყელი - დაბალი; მუცლის ზედა ნაწილზე მიძერწილია განივკვეთში ოვალისებური ყურები; ძირი - ბრტყელი; გარედან ეტყობა წრიული ნაკაწრები. ზომები: სიმაღლე - 58 სმ, პირის დმ - 16 სმ, ყელის სიმაღლე - 5,6 სმ, დმ - 13 სმ, კეცის სისქე - 0,6 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ზედა ნაწილამდე - 16 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ქვედა ნაწილამდე - 29,5 სმ, ყურის სიმაღლე - 12,5 სმ, ყურისთვალი - 9,5×3,7 სმ, მუცლის დიამეტრი - 36 სმ, ძირის დიამეტრი - 22 სმ. აღმოჩნდა დონჟონში,  №2 ნაგებობაში, h=4,25 მ.

133. Inv.№179 (01-30-I-2007) (pl.XIII,1) dergi, fired in straw-colour

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

134. ინვ.№180 (01-30-I-2007) (ტაბ.XIII,2) თიხის ორყურა ჭურჭელი - დერგი, მოჩალისფროდ გამომწვარი.

პირი მრგვალი აქვს, გადაშლილი; ბაკო დაბრტყელებული, ყელი - დაბალი; მუცლის ზედა ნაწილზე მიძერწილია განივკვეთში ოვალისებური ყურები; ყურისთავსა და ყურისძირზე კოპები აქვს მიძერწილი; ძირი - ბრტყელი; გარედან ეტყობა წრიული ნაკაწრები. ზომები: სიმაღლე - 63 სმ, პირის დმ - 15 სმ, ყელის სიმაღლე - 6 სმ, დმ - 10,5 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ზედა ნაწილამდე - 14 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ქვედა ნაწილამდე - 29 სმ, ყურის სიმაღლე - 14 სმ, ყურისთვალი - 9×4,5 სმ, მუცლის დმ - 52 სმ, ძირის დმ - 23,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, №2ნაგებობაში, h=4,25 მ.

134. Inv.№180 (01-30-I-2007) (pl.XIII,2) clay two-handled vessel (dergi), fired in straw-colour

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

135. ინვ.№181 (01-30-I-2007) (ტაბ.XV,1) დერგის გვერდი, რესტავრირებულია.

მუცელზე მიძერწილი აქვს ყური, რომლის თავსა და ბოლოში მრგვალი კოპებია დასმული. ყური განივკვეთში ოვალურია. ჭურჭლის ზედაპირი დაფარულია წრიული ნაკაწრებით. ზომები: კეცის სისქე - 0,6 სმ, ყურის სიმაღლე - 12,7 სმ, ყურის სისქე - 1,8 სმ, ყურისთვალი - 8,8×3,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, №2 ნაგებობაში, h=4,25 მ.

135. Inv.№181 (01-30-I-2007) (pl.XV,1) side of dergi

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

136. ინვ. №182 (01-30-I-2007) (ტაბ.XIV,1) თიხის ორყურა ჭურჭელი - დერგი, მოჩალისფრ-მოვარდისფროდ გამომწვარი.

პირი - მრგვალი, გადაშლილი აქვს; ბაკომომრგვალებული, ყელი - დაბალი; მუცლის ზედა ნაწილზე მიძერწილია განივკვეთში ოვალური ყურები; ძირი - ბრტყელი; გარედან ეტყობა წრიული ნაკაწრები. ზომები: სიმაღლე - 61 სმ, პირის გარეთა დმ - 15 სმ, შიდა დმ - 14 სმ, ყელის სიმაღლე - 6,1 სმ, დმ - 13 სმ, კეცის სისქე - 1 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ზედა ნაწილამდე - 15,5 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ქვედა ნაწილამდე - 31 სმ, ყურის სიმაღლე - 15,5 სმ, ყურისთვალი - 10×3,8 სმ, მუცლის დმ - 35 სმ, ძირის დმ - 21,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, №2 ნაგებობაში, h=4,25 მ.

136. Inv.№182 (01-30-I-2007) (pl.XIV,1) two-handled clay vessel (dergi)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

137. ინვ. №184 (01-30-I-2007) (ტაბ.XIV,2) თიხის ორყურა ჭურჭელი - დერგი, მოჩალისფროდ გამომწვარი.

პირი - მრგვალი, გადაშლილი აქვს; ბაკო დაბრტყელებული, ყელი - დაბალი; მუცლის ზედა ნაწილზე მიძერწილია განივკვეთში ოვალური ყურები; ძირი - ბრტყელი; გარედან ეტყობა წრიული ნაკაწრები. ზომები: სიმაღლე - 66 სმ, პირის შიდა დმ - 15 სმ, გარეთა დმ - 16,6 სმ, ყელის სიმაღლე - 6 სმ, დმ - 15 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ზეა ნაწილამდე - 39 სმ, ყურისთვალი - 8×3 სმ, მუცლის დმ - 40 სმ, ძირის დმ - 24 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, №2 ნაგებობაში, h=4,25 მ.

137. Inv.№184 (01-30-I-2007) (pl.XIV,2) two-handled clay vessel (dergi)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

138. ინვ. №186 (01-30-I-2007) (ტაბ.XII,2) თიხის ორყურა ჭურჭელი, მოჩალისფროდ გამომწვარი.

პირი - მრგვალი, გადაშლილი; ბაკო მომრგვალებული, ყელი - დაბალი; განივკვეთში ბრტყელი ყურისთავი მიძერწილია ყელზე, ყურისძირი კი მხარზე. ძირი - ბრტყელი; გარედან ეტყობა წრიული ნაკაწრები. ზომები: სიმაღლე - 35,5 სმ, პირის შიდა დმ - 9,8 სმ, გარეთა დმ - 10,6 სმ, ყელის სიმაღლე - 7,5 სმ, დმ - 9 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ზედა ნაწილამდე - 4 სმ, სიმაღლე პირიდან ყურის ქვედა ნაწილამდე - 14,5 სმ, ყურისთვალი - 8×3,9სმ, მუცლის დმ - 25 სმ, ძირის დმ - 19,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, №2 ნაგებობაში, h=4,25 მ.

138. Inv.№186 (01-30-I-2007) (pl.XII,2) two-handled clay vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

139. ინვ. №189 (01-30-I-2007) (ტაბ.XVII,2) ჯამი მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

დაზიანებული, ნაწილობრივ აღდგენილი. კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. პირი მრგვალი და ოდნევ მომრგვალებული აქვს, კალთა - თანაბრად დაქანებული. პირისა და კალთის შეერთების ადგილას დაუყვება წრიული ჩაღრმავება. ქუსლი ბორბლისებურია, შეზნექილი, რომლის შუაში კოპია. ზედაპირზე შეიმჩნევა წერტილოვანი ღრმულები. ჯამის შიდა პირი მოხატულია თეთრი ანგობით: ფსკერზე წრეა, რომლისგანაც პირისკენ გამოდის საათის ისრის მიმართულებით მოძრავი ტალღები (მიაგავს ხუთქიმიან ბორჯღალს), ტალღებს შორის სივრცე შევსილია მსგავსი მცირე ზომის ტალღებით. თეთრ ანგობზე სხვადასხვა ადგილას ფოთლისებური მწვანე ჭიქურია დასმული. ამავე ფერის ჭიქური დაუყვება ჯამის პირს. ჯამის ზედაპირსა და ქუსლზე შეიმჩნევა მწვანე ჭიქურის წერტილოვანი და გეომეტრიული შემკულობა. ზომები: ჯამის სიმაღლე - 7,2 სმ, პირის დმ - 16 სმ, პირის სიმაღლე - 2,4 სმ, ჯამის სიღრმე - 5,3 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ, ქუსლის დმ - 6,1 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,1 სმ, შეზნექილი ძირის სიღრმე - 1,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში,  h=3,3 მ. მსგავსი ფორმისა და მოხატულ-მოჭიქული ჯამი აღმოჩენილია რუსთავის ნაციხარზე [მიწიშვილი 1969: ტაბ. II, სურ.1-2].

139. Inv.№189 (01-30-I-2007) (pl.XVII,2) bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

140. ინვ. №190 (01-30-I-2007) (ტაბ.XVIII,1.2) ჭრაქი, მოჩალისფრომოშავოდ გამომწვარი თიხისა.

თითქმის სრული სახით შემორჩენილი. ტუჩიანი, მრგვალი, გარეთ გადაშლილი პირი აქვს, რომელიც რკალისებურად გადადის გვერდში. გვერდისა და ძირის შესაყარში კარგად ეტყობა იარაღის შემოსმის კვალი - კონცენტრული სარტყლის გასაკეთებლად. ტუჩი ცეცხლისგან გაშავებული - გამურულია. ძირზე შეიმჩნევა გამოსახულება: მამაკაცის თავი მარცხენა პროფილში, აქვს კეხიანი ოდნავ წვეტიანი ცხვირი, თვალი სტილიზებულია, საფეთქელთან თავის ქალისკენ მიუყვება რამდენიმე მცირედ განტოტვილი ხაზი, თხემიდან კეფამდე დაუყვება ორი ნახევარწრიული ზოლი. ზომები: ჭრაქის სიმაღლე - 3,3 სმ, პირის დმ - 7,1 სმ, კეცის სისქე - 0,5 სმ, ძირის დმ - 5,5 სმ, ტუჩის სიგრძე - 2,5 სმ, ტუჩის სიგანე - 2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში,  h =3,2 მ. მსგავსი ფორმის ნიჟარისებური ჭრაქები აღმოჩენილია თბილისში და მცხეთაში, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებში. ისინი XVII-XVIII სს. თარიღდებიან [არჩვაძე 1978: 112, ტაბ. I1].

140. Inv.№190 (01-30-I-2007) (pl.XVIII,1,2) lamp

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

141. ინვ. №191 (01-30-I-2007) (ტაბ.XIX,1) ჯამის ქუსლი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცში შეიმჩნევა სილის მინარევები. ქუსლი მრგვალი - ბორბლისებურია, ძირჩაზნექილი. ფსკერზე გამოსახულია ფიგურა. ჯამი ამოვლებულია მწვანე ჭიქურში, შემდეგ ღარები შევსილია შავი კონტურით. გამოსახულება წარმოადგენს ადამიანის სახეს ფასში. თვალის ჭრილის გარეთა ნაწილი ოდნავ დაწეულია, წარბები და წამწამები შეერთებული, ცხვირი სწორი, პირი უცნაური ფორმის - თითქოს ხელის სამი თითია გამოსახული. ყელი მაღალი, რომელზეც დატანილია სამკუთხედი, თმები გადმოცემულია გეომეტრიული ფიგურებით, თითქოს დახუჭუჭებულია. გამოსახულებას გარშემო შემოუყვეა ასიმეტრიული წრე. კეცის სისქე - 0,7 სმ, ქუსლის დმ - 6,3 სმ, ქუსლის სიმაღლე - 2,2 სმ, შეზნექილი ძირის სიღრმე - 1,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, ნაშალ ფენაში.

141. Inv.№191 (01-30-I-2007) (pl.XVIII,1,2) foot of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

წინა გვერდი (ნაწილი III)

გაგრძელება (ნაწილი V)