topmenu

 

ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე - ბელტისციხე - ბებრისციხე (ნაწილი 3)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე (ნაწილი I)....<<<მცხეთის მუზეუმი>>>


ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე - ბელტისციხე - ბებრისციხე (ნაწილი 3)

ბებრისციხეზე (2006-2008 წწ.) არქეოლოგიური მეთვალყურეობისას აღმოჩენილი მასალების კატალოგი - (გაგრძელება):

36. ინვ.№37 (01-30-I-2007) ფირფიტა რკინისა, ძლიერ დაჟანგული.

უნდა ყოფილიყო წრიული ფორმის, ამჟამად ნახევარწრიულია, როგორც ჩანს, წრის შუაგულში ჭრილი იყო. ზომები: სიგანე - 4 სმ, სიგრძე - 7,8 სმ, სისქე - 0,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,1 მ.

36. inv. №37 (01-30-I-2007) iron plaque

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

37. ინვ.№38 (01-30-I-2007) ჯამის ძირქუსლი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი სილისა და კირქვის მინარევებიანია. ბორბლისებური ქუსლით, ძირშეზნექილი. ჯამის ფსკერზე თეთრი ანგობით მოხაზულია წრე, რომელიც არათანაბარი სისქისაა. ზომები: კეცის სისქე - 0,6 სმ, ქუსლის დმ - 6,3 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,4 სმ, ძირის ჩაღრმავება -1,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=2,3 მ.

37. Inv.№38 (01-30-I-2007) bottomfoot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

38. ინვ.№43 (01-30-I-2007) ჯამის ძირქუსლის ფრაგმენტი, ლეგად გამომწვარი თიხისა.

ძლიერ ცეცხლშია მოხვედრილი. ფსკერზე შეიმჩნევა თეთრი ანგობის ორი გადამკვეთი ხაზი. ქუსლი ბორბლისებურია. ზომები: კეცის სისქე - 0,7 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=2,2 მ.

38. Inv.№43 (01-30-I-2007) fragment bottom-foot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

39. ინვ.№45 (01-30-I-2007) სამარილე (?) წითლად გამომწვარი თიხისა.

ნაკლული. წმინდად განლექილი. სწორი ქუსლით, რომლის ძირის შუაში კარგად ეტყობა წერტილი, საიდანაც სპირალურად გამოდის ზოლი. ჭურჭელი წუნდებულია - კედელი ზომაზე მეტადაა დახრილი შუაგულისკენ. შიდაპირი დაფარული იყო თეთრი ანგობით. ზომები: სიმაღლე - 2,8 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ, ქუსლის დმ - 3,7 სმ, ქუსლის სიმაღლე - 2,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=2 მ.

39. inv. №45 (01-30-I-2007) salt-cellar of red-fired clay

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

40. ინვ.№46 (01-30-I-2007) (ტაბ.XVI,1) ჯამი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

დაზიანებული. ნაწილობრივ აღდგენილია. კეცი სილანარევია, კირქვის ჩანართებით. პირი მრგვალი, ოდნავ მოყრილი. გვერდი სწორი, კალთა თანაბრად დაქანებული. ქუსლი მრგვალი - ბორბლისებური, ოდნავ გამოყვანილი, ძირშეზნექილი. ზედაპირზე შეიმჩნევა წერტილოვანი ღრმულები. შიდაპირი თეთრი ანგობითაა დაფარული. ზომები: ჯამის სიმაღლე - 7,6 სმ, პირის დმ - 16 სმ, პირის სიმაღლე - 2,3 სმ, ჯამის სიღრმე - 5,1 სმ, კეცის სისქე - 1,1 სმ, ქუსლის დმ - 6,6 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,4 სმ, შეზნექილი ძირის სიღრმე - 1,3სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2 მ.

40. Inv.№46 (01-30-I-2007) (pl.XVI,1) bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

41. ინვ.№47 (01-30-I-2007) ჯამის პირის ფრაგმენტი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს მცირე რაოდენობით სილის მინარევს. ჯამი პირმოყრილია, პირისა და გვერდის შეერთების ადგილას შემოუყვება მცირე რელიეფური ხაზი. შიდაპირი პოჭიქულია მუქ მწვანედ, გარეთა მხრიდან პირზე დაუყვება თეთრი ანგობი, რომელზეც შემდეგ დატანილია ყავისფერი საღებავით შესრულებული ტალღოვანი ორნამენტი. ზომები: სიგრძე - 9,6 სმ, სიმაღლე - 3,9 სმ, კეცის სისქე - 0,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2 მ.

41.Inv.№47 (01-30-I-2007) fragment of mouth of bowl of red fired clay

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

42. ინვ.№48 (01-30-I-2007) ჯამის ძირქუსლის ნაწილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეხში სილის მინარევიანი. მოხატულია თეთრი ანგობით. ქუსლი ბორბლისებურია, ორმაგად ძირშეზნექილი, შეზნექვის ადგილას შუაში დაუყვება გარდატეხის ხაზი. ქუსლისა და ფსკერის შეერთების ადგილას გარედან ეტყობა "ნაოჭები" - ხელის თითის ასმის კვალი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებითაა ჩალაგებული. ზომები: სიმაღლე - 3,7 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, ქუსლის დმ - 6 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,2 სმ, ძირის ჩაღრმავება - 1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2 მ.

42. Inv.№48 (01-30-I-2007) part of bottom-foot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

43. ინვ.№49 (01-30-I-2007) ჯამის ქუსლი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის და კირქვის მინარევებს. ქუსლი მრგვალი და სწორია. ფსკერი მოჭიქულია მწვანედ. ზომები: კეცის სისქე - 0,7 სმ, ქუსლის დმ - 4 სმ, ქუსლის სიმაღლე - 0,9 სმ. აღმოჩნდა

დონჟონში h=3 მ.

43. Inv.№49 (01-30-I-2007) foot of a bowl of red-fired clay

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

44. ინვ.№50 (01-30-I-2007) თიხის დერგის (ქვევრის?) ყელისა და მხრის ნაწილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს ქვიშისა და კირქვის მინარევებს. ეტყობა მცირე რაოდენობით ქარსიც. ყელზე დაუყვება სამი წიბო, რომელთაგან პირველი გამრუდებულია და ორი ჰორიზონტული ღარი. ზომები: სიმაღლე - 17,5 სმ, კეცის სისქე - 1,5 სმ, წიბოებს შორის მანძილი - 5,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2 მ.

44. Inv.№50 (01-30-I-2007) part of neck and shoulder of dergi (wine jar?)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

45. ინვ.№52 (01-30-I-2007) სამარილე (?), წითლად გამომწვარი თიხისა.

ნაკლული. კეცი შეიცავს კირქვის მინარევებს. პირმოყრილი. ჭურჭელი წუნდებულია. ქუსლი მრგვალი და სწორძირაა. შიდაპირი მოხატული იყო თეთრი ანგობით. ზომები: ჭურჭლის სიმაღლე - 3 სმ, კეცის სისქე - 0,5 სმ, ქუსლის დმ - 4,1 სმ, ქუსლის სიმაღლე - 0,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2 მ.

45. Inv.№52 (01-30-I-2007) salt-cellar

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

46. ინვ.№53 (01-30-I-2007) ჯამის ქუსლი, ლეგად გამომწვარი თიხისა.

ნაკლული. ქუსლი ბორბლისებური და ძირშეზნექილია, რომლის შუაში კოპია. ფსკერი დაფარულია მწვანე ჭიქურით. ზომები: ქუსლის დმ - 6,7 სმ, სიმაღლე - 1,1 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ, ძირის ჩაღრმავება - 0,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,1 მ.

46. Inv.№53 (01-30-I-2007) foot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

47. ინვ.№54 (01-30-I-2007) ჯამის ძირქუსლის ფრაგმენტი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შიდაპირი მოხატულია თეთრი ანგობით. ქუსლი ბორბლისებურია თითქმის ფრკერამდე შეზნქილი ძირით. ზომები: კეცის სისქე - 0,9 სმ, ქუსლის დმ - 6,6 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,5 სმ, ქუსლის ძირის შეზნექვა - 1,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3 მ.

47. Inv.№54 (01-30-I-2007) fragment of bottom-foot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

48. ინვ.№55 (01-30-I-2007) ჯამის ქუსლის ფრაგმენტი, წითლად გამომწვარი თიხისა.

განლექილია, თუმცა კირქვის მინარევებით. ფსკერზე შემორჩენილია თეთრი ჭიქურის კვალი. ქუსლი ბორბლისებურია და ძირშეზნექილი. ზომები: ქუსლის დმ - 7,5 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

48. Inv.№55 (01-30-I-2007) fragment of a foot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

49. ინვ.№56 (01-30-I-2007) ჯამის ქუსლი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ფსკერზე შერჩენილია თეთრი ანგობის ორი ხაზი, ერთი დიაგონალურად კვეთს ფსკერს, მეორე ეშვება მისკენ დამრეცად. ქუსლი ბორბლისებურია და ძირშეზნექილი. ზომები: კეცის სისქე - 1 სმ, ქუსლის დმ - 6,5 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,1 სმ, ძირის ჩაღრმავება - 1,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

49. Inv.№56 (01-30-I-2007) foot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

50. ინვ.№57 (01-30-I-2007) ჭურჭლის - სინის (?) პირ - გვერდის ფრადმენტი, ლეგამოშავოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. პირი ოდნავ მოყრილი აქვს, ბაკო - მრგვალი. ზომები: სიგანე - 14,5 სმ, სიმაღლე - 8,2 სმ, ბაკოს სისქე - 1,7 სმ, კეცის სისქე - 1,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,8 მ.

50. Inv.№ 57 (01-30-I-2007) fragment of mouth and of a side vessel (plate?)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

51. ინვ. №58 (01-30-I-2007) (ტაბ.XXIII,1) ამფორის (?) ქუსლი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილისა და ქარსის მინარევებს. ფსკერის ზედაპირიდან გვერდები ამოჭრილი ღარებით გაყოფილია ოთხ ნაწილად. რაც ჭურჭელს ოთხფურცელა ყვავილის სახეს აძლევდა. თითოეულ ღარს აქეთ-იქით მისდევს ცრემლისებური პატარა, ოდნავ ვერტიკალურად დახრილი ჭდეები, ძირი თანდათან ვიწროვდება და რკალისებურად გადადის ქუსლში, რომლის ძირი ოდნავ ფართოა და დაკეჭნილი. ქუსლის ძირი ოდნავ ჩაზნექილია. ზომები: ფრაგმენტის სიმარღლე - 6,7 სმ, კეცის სისქე - 1,8 სმ, ქუსლის დმ - 5,6 სმ, ფსკერის დმ - 7,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

51.Inv.№ 58 (01-30-I-2007) (pl.XXIII,1) foot of an amphora

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

52. ინვ. №61 (01-30-I-2007) სამარილის (?) ფრაგმენტი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცში კირქვის მინარევებით. პირმოყრილი, სწორძირიანი ქუსლით. შიდაპირი დაფარულია თეთრი ანგობით, რომლის კვალი გარეთა პირზეც შეიმჩნევა. ზომები: კეცის სისქე - 0,5 სმ, ქუსლის დმ - 3,6 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2 მ.

52. Inv.№61 (01-30-I-2007) fragment of a salt-cellar

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

53. ინვ. №62 (01-30-I-2007) ქოთნის პირ-გვერდის ფრაგმენტი. ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

კეცი ქვიშისა და კირქვის მინარევებიანია. ბაკო მრგვალი აქვს, ყური ბრტყელი. ზომები: ბაკოს სისქე - 0,7 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ, ყელის სიმაღლე - 1 სმ, ყურის სიმაღლე - 7,6 სმ, ყურის სიგანე - 3,8 სმ, ყურის სისქე - 1,2 სმ, თვალედის სიგანე - 2,4 სმ. თვალის სიგრძე - 3,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

53. Inv.№62 (01-30-I-2007) fragment of mouth and side of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

54. ინვ. №63 (01-30-I-2007) ქოთნის პირ-გვერდის ფრაგმენტი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს ქვიშის მინარევებს. პირმოყრილი. ჭურჭელს ყური მიძერწილი აქვს მხარზე ქორიზონტულად. ყური მშვილდისებური ფორმისაა, განივკვეთში მრგვალი. ყურის ქვემოთ გასდევს წყლის ორნამენტი. ზომები: სიგანე - 15 სმ, სიმაღლე - 13 სმ, კეცის სისქე - 0,5 სმ, ყურის დმ - 1,5 სმ, ყურის სიგრძე - 8,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

54. Inv.№63 (01-30-I-2007) fragment of mouth and side of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

55. ინვ. №64 (01-30-I-2007) ჭურჭლის (ქოთნის?) პირ-გვერდის ფრაგმენტი, მოშავოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. ჭურჭელი პირმოყრილია, ბაკო ბრტყელი და ოდნავ გარეთ გადაშლილი, მხარზე ჰორიზონტულად მიძერწილი ჰქონია ყური, ამჟამად აკლია. ზომები: სიგანე - 13.5 სმ, სიმაღლე - 13,5 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, ბაკოს სისქე - 1 სმ, ყურის დმ - 1,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

55. Inv.№64 (01-30-I-2007) fragment of mouth and side of vessel (pot?)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

56. ინვ. №65 (01-30-I-2007) ქოთნის მუცლის ფრაგმენტი, ლეგად გამომწვარი თიხისა.

თიხა განლექილია. ჰქონია ყური, რომლის მხოლოდ მიძერწვის ადგილია შემორჩენილი.მუცელს ჰორიზონტულად დაუყვება ორი ამოღარული ზოლი და ბადისებრი წნევით დატანილი ორნამენტი. ზომები: სიგანე - 14,5 სმ, სიმაღლე - 12 სმ, კეცის სისქე - 1,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

56. Inv.№65 (01-30-I-2007) fragment of belly of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

57. ინვ. №66-68 (01-30-I-2007) კეცის ფრაგმენტები (3 ერთეული).

მოწითალოდ გამომწვარი. კეცში შეიცავს სილის მინარევებს. პირდაკეჭნილი. ზომები: სიგანე - 8,8 - 13 სმ, სისქე - 3,2 სმ, სიმაღლე - 6,2-7,2 სმ, ძირის სისქე - 2-3,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

57. Inv.№66-68 (01-30-I-2007) fragment of baking dish (3 pieces)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

58. ინვ. №72 (01-30-I-2007) (ტაბ.XXV,2) კრამიტი, ღარიანი, კრამიტის თავის ნაწილი, წითლად გამომწვარი, კეცი შეიცავს ქვიშის მინარევებს.

კრამიტის ზედაპირი დაფარულია შაბიამნისფერი (მწვანე) ჭიქურით. კრამიტს ზედაპირზე შუაში დაუყვება წიბო. ჭიქურიან ზედაპირზე, ორ ადგილას შეიმჩნევა ხელის ან იარაღის მოხვედრის კვალი. ზურგის მხრიდან კრამიტს ეტყობა დაზგის ანაბეჭდი. კრამიტის თავისა და ზურგის შეერთების ადგილას ასევე წიბო დაუყვება. ზომები: ფრაგმენტის სიგრძე - 19,2 სმ, ფრაგმენტის დმ - 12,8 სმ კეცის სისქე - 1,7 სმ, წიბოსთან კეცის სისქე - 2,2 სმ, თავის სიგრძე - 8,2 სმ, თავის დმ - 9,4 სმ, თავის კეცი 1,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში, h=2,5 მ.

58. Inv.№72 (01-30-I-2007) (pl.XXV,2) tile, grooved, part of tile top, red fired, clay contains sand ad mixtures; surface covered with vitriol coloured (green) glaze

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

59. ინვ. №73-81 (01-30-I-2007) ჯამის ძირები და ძირის ფრაგმენტები (23 ცალი), რომლებიც გამომწვარია წითლად, ჩალისფრად და ლეგად.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს და მეტნაკლებად კირქვისას. ქუსლები ბორბლისებურია და ძირშეზნექილი. ზოგიერთს გულში აქვს კოპიც. შირების ზომები მერყეობს: კეცის სისქე - 0,6-1,2 სმ, ქუსლის დმ - 5,1-7 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1-1,6 სმ, შეზნექილი ძირის სიღრმე - 0,7-1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

59. Inv.№73-81 (01-30-I-2007) bowl bottoms and fragments of bottom

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

60. ინვ. №85 (01-30-I-2007) ჯამის ქუსლი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცში სილისა და კირქვის მინარევიანი. ქუსლი ბორბლისებურია, ძირშეზნექილი, რომელიც ამჟამად გახვრეტილია. ფსკერი დაფარული ყოფილა ანგობით. ზომები: ქუსლი დმ - 6,4 სმ, სიმაღლე - 1,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=2,8 მ.

60. Inv.№85 (01-30-I-2007) foot of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

61. ინვ.№86 (01-30-I-2007) ჯამის პირკედელ-ძირის ფრაგმენტი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. პირმოყრილია, ქუსლი ბორბლისებური, ძირშეზნექილი. ეტყობა ცეცხლში მოხვედრის კვალი. ზომები: ფრაგმენტის სიმაღლე - 6,6 სმ, კეცის სისქე - 0,9 სმ, პირის დმ - ≈15 სმ, ქუსლის დმ - 6,3 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1 სმ, ქუსლის ძირის ჩაღრმავება - 1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=2,7 მ.

61. Inv.№86 (01-30-I-2007) fragment of bowl mouth-wall, bottom

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

62. ინვ. №87 (01-30-I-2007) ჭურჭლის (კეცის?) პირის ფრაგმენტი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცში შეინიშნება სილისა და კირქვის მინარევები. ბაკო დაკეჭნილია და ოდნავ გარეთ გადაშლილი. ზომები: სიგრძე - 10,6 სმ, სიგანე - 11,2 სმ, კეცის სისქე - 1,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=2,8 მ.

62. Inv.№87 (01-30-I-2007) fragment of mouth of vessel (baking dish)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

63. ინვ. №88 (01-30-I-2007) ბუნიკი რკინისა, ძლიერ დაჟანგული და დაზიანებული.

შემორჩენილია თავის ნაწილი. სამ ადგილას ჟანგს ემჩნევა პატინის კვალიც. ზომები: სიგრძე _ 6,7სმ, სისქე - 0,3 სმ, დიამეტრი - 2,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=4,1 მ.

63.Inv.№88 (01-30-I-2007) iron boss

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

64. ინვ. №89 (01-30-I-2007) ჭურჭლის პირის ფრაგმენტი, მოყვითალო მინისა, ძლიერ ირიზებული.

ზომები: სიგანე - 3,2 სმ, სინაღლე - 1 სმ, სისქე - 0,4 სმ.

აღმოჩნდა დონჟონში  h =4,1 მ.

64. Inv.№89 (01-30-I-2007) fragment of vessel mouth

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

 

65. ინვ. №90 (01-30-I-2007) ქოთნის პირკედლის ფრაგმენტი (ოთხი ნაწილისგან რესტავრირებული) შავად გამომწვარი თიხისა.

არასრულადაა გამომწვარი. მხარზე დაუყვება ორი კონცენტრული ღარი. ზომები: სიგანე - 20,3 სმ, სიმაღლე - 7,8 სმ, კეცის სისქე - 0,9 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h =2,3 მ.

65. Inv.№90 (01-30-I-2007) fragment of mouth and wall of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

66. ინვ. №91 (01-30-I-2007) ქოთნის პირმუცლის ფრაგმენტი ლეგად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ჭურჭელს მრგვალი ბაკო აქვს, რომლიც სწორი, დაბალი ყელით უერთდება მხარს. სიგანე - 10 სმ, სიმაღლე - 10,7 სმ, კეცის სისქე - 0,8 სმ, ყელის სიმაღლე - 3,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=2,3 მ.

66. Inv.№91 (01-30-I-2007) fragment of mouth and belly of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

67. ინვ. №92 (01-30-I-2007) ჭურჭლის პირ-ყურის ფრაგმენტი ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს კირქვისა და სილის მინარევებს. ჭურჭელი კარგად გამომწვარია და ყური შედარებით ნაპრიალები. ყური დოქის პირიდან იწყება. ზომები: სიგრძე - 7,8 სმ, კეცის სისქე - 0,5 სმ, ყურის დმ - 2,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=2,1 მ.

67. Inv.№92 (01-30-I-2007) fragment of mouth and handle of vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

68. ინვ. №96 (01-30-I-2007) ჭურჭლის ყური წითლად გამომწვარი თიხისა, განივკვეთში ბრტყელი.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. ზომები: სიმაღლე - 12,7 სმ, სიგანე - 4,7 სმ, სისქე - 1,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h =3,8 მ.

68. Inv.№96 (01-30-I-2007) red fired handle vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

69. ინვ. №97 (01-30-I-2007) ქოცოს პირის ფრაგმენტი წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცში შეიცავს სილის მინარევებს. ჭურჭელი ცუდადაა გამომწვარი. ქობა დაბრტყელებულია და შიგნითა მხრიდან გარეთ გადმობრუნებული. ზომები: სიგანე - 8,7 სმ, სიმაღლე - 5,4 სმ, კეცის სისქე - 1,3 სმ, ქობის სიგანე - 2,4 სმ, ქობის სისქე - 2,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,2 მ.

69. Inv.№97 (01-30-I-2007) fragment of mouth of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

70. ინვ. №98 (01-30-I-2007) ჭურჭლის ძირი, წითლად გამომწვარი თიხისა (ორი ნაწილისგან რესტავრირებული).

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. ძირი სწორი და თხელია. იგი შეჭრილია კედლებში, რომლებიც თანაბრად იშლება. ზომები: კეცის სისქე - 0,4 სმ, ძირის დმ - 6 სმ, ძირის სისქე - 0,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,1 მ.

70. Inv.№98 (01-30-I-2007) bottom of vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

71. ინვ. №99 (01-30-I-2007) დოქის (?) ძირ-გვედის ნაწილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. თიხა არ არის კარგად განლექილი. ძირი მრგვალი და სწორია. ჭურჭელს შიგნიდან ეტყობა იარაღის კვალი. ზომები: სიმაღლე - 7,4 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, ძირის დმ - 12,7 სმ, ძირის სისქე - 0,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,2 მ.

71. Inv.№99 (01-30-I-2007) part of bottom and side of jug (?)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

72. ინვ. №100 (01_30_I_2007) ჭურჭლის ძირ-გვერდის ნაწილი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

შიგნიდან კარგად ატყვია იარაღის კვალი. ძირი სწორია. ემჩნევა სარტყელი. ზომები: სიმაღლე - 2,3 სმ, კეცის სისქე - 0,6 სმ, ძირის დმ - 5,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,1 მ.

72. Inv.№100 (01-30-I-2007) part of bottom and side of vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

73. ინვ. №101 (01-30-I-2007) ჩიბუხი, თეთრად გამომწვარი თიხისა.

შემორჩენილია მინის ნაწილი. წმინდად განლექილია. მილის თავი უფრო ვიწრო და თხელკედლიანია. ზომები: სიგრძე -  6,5 სმ, თავის ადგილას კეცის სისქე 0,3 სმ, გადანატეხში კეცის სისქე - 0,5 სმ, ხვრელის დმ P - 0,9 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,1 მ.

73. Inv.№101 (01-30-I-2007) smoking-pipe of white-fired clay

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

74. ინვ. №102 (01-30-I-2007) ჯამის ძირქუსლი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. კედლები თანაბრად დაქანებულია ძირისკენ. ქუსლი ბორბლისებურია. ზომები: სიმაღლე - 5,1 სმ, კეცის სისქე - 1 სმ, ქუსლის დმ - 5,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

74. Inv.№102 (01-30-I-2007) bottom and foot of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

75. ინვ. №103 (01-30-I-2007) ჭურჭლის ძირ-კედლის ნაწილი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

კეცი მინარევებიანია. არასრულადაა გამომწვარი. ძირთან სარტყელი შემოუყვება. ზომები: სიმაღლე

- 7,8 სმ, კეცის სისქე - 0,9 სმ, ძირის დმ - 7,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

75. Inv.№103 (01-30-I-2007) part of bottom and wall of vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

76. ინვ. №104 (01-30-I-2007) სანელსაცხებ-ლის ფრაგმენტი, თეთრი მინისა.

ძლიერ ირიზებული. ზომები: სიგანე - 1,6 სმ, სიმაღლე - 2,5 სმ, სისქე - 0,05 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=4,2 მ.

76. Inv.№104 (01-30-I-2007) fragment of white glass perfume bottle

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

 

77. ინვ. №105 (01-30-I-2007) შურდულის ქვები ტუფისა და რიყის.

ტუფის ქვა კარგად ნაპრიალებია. ზომები: ტუფის ქვის დმ - 8,5 სმ, რიყის ქვის დმ - 7,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,6 მ.

77. Inv.№105 (01-30-I-2007) tuff and bolder sling-stones

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

78. ინვ. №106 (01-30-I-2007) დოქის (?) ყელ-ყურის ნაწილი.

მოწითალო მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა. თიხა ცუდადაა განლექილი, კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. კარგად არაა გამომქვარი. ყური განივკვეთში ბრტყელია - თვალისებური, ყურის თვალი ოვალურია. ყური ჭურჭლის ყელსა და მუცლის თავზეა დაძერწილი. ზომები: სიმაღლე - 14,5 სმ, სიგანე - 12,4 სმ, კეცის სისქე - 1,2 სმ, ყურის სიგანე - 4 სმ, ყურის სისქე - 1,7 სმ, თვალის სიგანე - 4 სმ, თვალის სიგრძე - 5,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,4 მ.

78. Inv.№106 (01-30-I-2007) part of neck and handle

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

79. ინვ. №107-110 (01-30-I-2007) ჭურჭლის ყურები მოჩალისფრო, მოწითალო და ლეგად გამომწვარი თიხისა (10 ერთეული).

სხვადასხვა ზომის. კეცი შეიცავს სილის მინარევებს. უმეტესობა განივკვეთში ბრტყელია, დანარჩენი - ოვალური. მათი განივკვეთი მერყეობს 2,8 სმ-დან 5 სმ-მდე. აღმოჩნდა დონჟონში.

79. Inv.№107-110 (01-30-I-2007) straw-coloured handles of vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

80. ინვ. №111 (01-30-I-2007) კრამიტი ღარიანი, ნაწილი, გამომწვარია წითლად,

კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ზურგზე დაუყვება წიბო, რომელიც ერთ მხარეს ფართოვდება. შიგნიდან ეტყობა დაზგის ანაბეჭდი. ზომები: სიგრძე - 11 სმ, სისქე - 1,5 სმ, ფრაგმენტის დმ - 11,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,6 მ.

80. Inv.№111 (01-30-I-2007) grooved tile

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

81. ინვ. №112 (01-30-I-2007) ჭრაქი, წითლად გამომწვარი თიხისა.

ტუჩ-გვერდფრაგმენტი. კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შიგნითა მხრიდან დაფარულია თეთრი ანგობით, რომელიც ტუჩთან პირზეც გადმოდის. ფრაგმენტს მრგვალი ბაკო აქვს. შიდა გვერდი გაშავებულია წვის შედეგად. ზომები: სიმაღლე - 2,8 სმ, ნატეხის რკალის სიგრძე - 7,8 სმ, ბაკოს სისქე - 0,4 სმ, კეცის სისქე - 0,6 სმ, ტუჩის სისქე - 2,2 სმ, ტუჩის სიგრძე - 2,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,1 მ.

81. Inv.№112 (01-30-I-2007) lamp

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

82. ინვ. №116 (01-30-I-2007) შურდულის რიყის ქვა.

შედარებით ნაპრიალები, ზედაპირზე ემჩნევა მინარევები. ზომები: დმ - 15,4 სმ.

82. Inv.№116 (01-30-I-2007) boulder sling-stone

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

83. ინვ. №117 (01-30-I-2007) აგური, მოვარდისფრო-მოპირისფროდ გამომწვარი.

უხეში ნაკეთები. მინარევებიანი, ატყვია ნამჯის კვალიც. შემორჩენილია სამი კიდის ფრაგმენტი. ერთ მხარეს ემჩნევა დაზგის კვალი. ზომები: სიგრძე - 24,1 სმ, სიგანე - 14,9 სმ, სისქე - 5 სმ. ამ ზომების აგური (24სმ) დამახასიათებელია გვიან შუასაუკუნეებისათვის [ჯღამაია 1980: 89]. აღმოჩნდა დონჟონში h=3,5 მ.

83. Inv.№117 (01-30-I-2007) pinkish brick

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

84. ინვ.№118 (01-30-I-2007) აგური, მოწითალო-მოვარდისფროდ გამომწვარი.

უხეში ნაკეთები. შემორჩენილია ორი კიდე. შეიცავს სილის მინარევებს. ზომები: სიგრძე - 21,8 სმ, სიგანე - 21,3 სმ, სისქე - 5,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,7მ.

84. Inv.№118 (01-30-I-2007) brick

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

85. ინვ.№119. (01-30-I-2007) აგური, მონაცრისფრო-მოჩალისფროდ გამომწვარი.

უხეშადაა გამომწვარი. მინარევებიანი. შემორჩენილია სამი კიდე. ზომები: სიგრძე - 22,4 სმ, სიგანე - 17,5 სმ, სისქე - 4,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,8 მ.

85.Inv.№119 (01-30-I-2007) brick

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

86. ინვ.№120. (01-30-I-2007) ჭურჭლის ძირი (დოქისა?), მთლიანი (რესტავრირებული), მოწითალო მოჩალისფროდ გამომწვრი თიხისა.

კეცში შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. კეცში შეიმჩნევა, რომ არაა კარგად გამომწვარი. შიგნითა მხრიდან ეტყობა იარაღის ანაბეჭდები. თანაბრად დაქანებული გვერდები ოდნავ ვიწროვდება ძირისკენ, რომელიც მრგვალი და სწორია. ძირთან ატყვია ორი პატარა ღარი - ზარვეზი. ზოგადად ჭურჭელი არაა სუფთა ნამუშევარი. ზომები: კეცი - 1 სმ, ძირის დმ - 12 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,7მ.

86. Inv.№120 (01-30-I-2007) bottom of vessel (jug)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

87. ინვ. №121-125 (01-30-I-2007) ჭურჭლის ყურები მოწითალო და შავად გამომწვარი თიხისა (12 ერთეული).

სხვადასხვა ზომის. კეცი შეიცავს სილის მინარევებს. არის განივკვეთში ბრტყელი, ასევე ოვალური ყურები. მათი ზომები მერყეობს 2,2სმ-იდან 5სმ-მდე. აღმოჩნდა დონჟონში.

87. Inv.№121-125 (01-30-I-2007) vessel handles

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

88. ინვ. №127 (01-30-I-2007) (ტაბ.XXI,1) ჯამის ძირის ფრაგმენტი, ფაიანსი.

ქუსლის გარეთა მხარე და კედლები, ასევე ფსკერი დაფარულია ლურჯი (კობალტის) ჭიქურით, რომელიც 0,5-1,5მმ სისქისაა. ფსკერზე ოთხ ადგილას ემჩნევა ჩაზნექვის კვალი, რომლიც ფერითაც განსხვავდება დანარჩენი ზედაპირისაგან. ორი ასეთი ჩაზნექილი ადგილი ოთხკუთხა ფორმისაა და ერთი შეხედვით ჯვრის მკლავსა და თავს წააგავს (დანარჩენი ორი ნაწილი არაა შემორჩენილი). ორი ნიშანი კი ცრემლის ფორმისაა. ქუსლი მრგვალი - ბორბლისებურია, ძირი შეზნექილია, რომლის შუაში ძალიან პატარა კოპია. ქუსლის ძირი მთლიანად თეთრადაა შეღებილი, რომელზეც აქა-იქ ემჩნევა კობალტის წერტილები. ზომები: კეცის სისქე - 0,9 სმ, ქუსლის დმ - 7,1 სმ, ქუსლის სიმაღლე - 0,9 სმ, ქუსლის ძირის სიღრმე - 1,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში

88. Inv.№27 (01-30-I-2007) (pl.XXI,1) fragment of bottom of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

წინა გვერდი (ნაწილი II)

გაგრძელება (ნაწილი IV)