topmenu

 

"ანტიოქია" - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია

<უკან დაბრუნება

მცხეთის "ანტიოქია" - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. ანტიოქია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.233-234. მცხეთაში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან მდებარე ანტიოქიის ეკლესიის (შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან: VII-VIIII საუკუნის დარბაზული ეკლესიის, კარიბჭისა და მასზე დაშენებული XVII-XVIIII საუკუნეების სათავდაცვო კოშკისაგან) ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო და გეგმა.

2. მცხეთა-თბილისის ეპარქია: ანტიოქიის წმ.სტეფანე პირველმოწამის მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.69-70 // გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქია:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.11. დაარსების ისტორია, აღდგენითი სამუშაოების შედეგები, სამონასტრო მოღვაწობა, მონასტრის მთავარი სიწმინდე - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), არქიტექტორი ნ.ზაზუნაშვილი, მხატვარი ირ.ცინცაძე, გ.პატეიშვილი.