topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ვერეს ეკლესია (ტანას ხეობაში)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<გორის რაიონის ისტორიული ძეგლები-გარდატენი

 

ვერე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - თბ., 1990. - გვ.369.

 

 

 

მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. ვერე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - თბ., 1990. - გვ.369. - სოფ.გარდატენის მიდამოებში შემონახული ვერეს სამონასტრო კომპლექსისა და ციხის შესახებ.

2. გარდატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - 52-55. - სოფ. გარდატენის სხვადასხვა ეპოქაში აგებული მატერიალური ძეგლების (დანახვისის წმ. გიორგის, ღვთისმშობლის, ვერეს ღვთისმშობლის, მწვანე საყდრის, ორსაყდრის ღვთისმშობლის,დიდი გარდატენის ღვთისმშობლის, წმ. ნინოს სახელობის, ჯებირის ეკლესიების, ვერესა და წედისის ციხეების ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლების ფოტოები და გეგმები.

3. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ატენის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.23-25. - ვერეს ციხისა და ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება

 

 

გარდატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - 52-55

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია

(VI, X-XI სს)

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ გარდატენიდან 5,5 კმ-ის დაშორებით მდინარე ვერეს ხეობის მარცხენა ნაპირზე, ტყეში.

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება VI საუკუნით, გადაკეთებულია XI საუკუნეში. შენობა სამნავიანი ბაზილიკაა (10,7 X 7,5მ) შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები. მთლიანად მიწაშია ჩაფლული სამხრეთის ეგვტერი და დასავლეთის კარიბჭე. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში და დასვლეთ კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში - ორ-ორი. თითო სარკმელი სადიაკვნისა და სამკვეთლოს აფსიდებშიცაა. მაღალი შუა ნავი ბემითა და ნახევრადოვალური აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ შესასვლელები გვერდის ნავებიდან აქვთ. შუა ნავი გვერდის ნავებისაგან გამოყოფილია ორ წყვილ დაბალ და მასიურ რვაწახნაგა ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით (ამ თაღებზე დაშენებული შუა ნავის გრძივი კედლები), ხოლო ბემა თავის მხრივ შუა ნავისაგან გამოყოფილია ვიწრო და დაბალი თაღებით. ბურჯებზე დაყრდნობილია გრძივი კედლების პილასტრები, რათა პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა შუა ნავის კამარის საბჯენი თაღები. აფსიდში და დასავლეთ კედლის კუთხეებში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. აღმოსავლეთის ფასადი ერთ სისტემაში გაერთიანებული დეკორატიული შეწყვილებული ნახევარსვეტებით ხუთ მალად არის დაყოფილი. მაღალი და ფართო შუა მალი მართკუთხაა. მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე დეკოკატიულ თაღედში სამკუთხა ღრმა ნიშებია. საკურთხევლის სარკმელი მოჩარჩოებულია მართკუთხა ფართო ორნამენტიანი საპირით. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში შემორჩენილი ლავგარდნის ნაწილები პროფილირებულია აღმოსავლეთის სარკმლის ჩარჩოზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი გრგნელი, რომელსაც ეკლესია XI საუკუნის 60-იან წლებში აღუდგენია და ჩუქურთმებით მოურთავს. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების გაყოლებით ჩანს მინაშენის კვალი.

 

მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ატენის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.23-25. ა.