topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მატანი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები// ახმეტის რაიონის ძეგლები>>>

მატანი - ისტორიული სოფელი კახეთში, მდინარე მატნისხევის (ალაზნის სისტემა) ნაპირზე, ახმეტის რაიონში, ახმეტიდან 5 კმ-ის დაშორებით... სოფელი უძველესი დროიდანაა დასახლებული. ადრე ერწოთი მოიხსენიებოდა. მე-12-13 საუკუნიდან მკვიდრდება სახელი მატანი. ქართულ საისტორიო წყაროებში სოფელი პირველად XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის დროს (1518/1520–1574 წწ.) იხსენიება. XVII–XVIII საუკუნეებში მატანი კახეთის თავადებს ჩოლოყაშვილებს ეკუთვნოდათ. 1798 წელს სოფელში დაბანაკებულმა დავით ბატონიშვილმა 100 კაცით სასტიკად დაამარცხა ლეკთა 500-კაციანი რაზმი. სოფელში შემორჩენილია რამდენიმე რელიგიური ხასიათის ფესტივალი, მათ შორის აღსანიშნავია დიდბატონობა (წმ.გიორგის დღის აღნიშვნა 23 ნოემბერს), ყეინობა (დიდმარხვის პირველ დღეს), ლაშარობა (შემოდგომით) და ციხეგორობა (აღდგომის სამშაბათს). მატანში დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. სოფელში  და მის მიდამოებში უამრავი ისტორიული ძეგლია.

სოფ.მატანში და მის მიდამოებში არსებული ისტორიული ძეგლები:

1. ახალი ხატი (XVI-XVII საუკუნეების, დარბაზული ტიპის, დგას სოფლის დას.-ით, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები-ვედრების კომპოზიცია)

2. ბათურაანთ ეკლესია (სოფლის ჩრდ.-ით მდგარი ძლიერ დაზიანებული, დარბაზული ტიპის)

3. ბერების საყდარი (მდებარეობს სოფლის დას.-ით, ნატეხი ქვით ნაგები, დარბაზული ტიპის)

4. ბზიანის საყდარი

5. გუმბათოვანი საყდარი (დათარიღებულია IX საუკუნის მეორე ნახ.-ით, მდებარეობს კურტანიძეულის ხეობაში, ჯვარგუმბათოვანი, ნაგები რიყის ქვითა და შირიმით)

6. დამასტის ეკლესია (XVIII-XIX საუკუნეების, დარბაზული ტიპის, რიყის ქვითა და აგურით ნაშენი)

7. დიდბატონის ეკლესია და მარანი (მდებარეობს მთის ტყიან ფერდობზე, გვინდელი შუა საუკუნეების, დარბაზული ტიპის)

8. სოფლის მიდამოებში ნაგებია დარბაზული ტიპის ოთხი ეკლესია

9. წმ.ელიას სახ. ეკლესია (აშენებულია ტყით დაფარულ მთის ფერდობზე რიყის ქვით, დარბაზული ტიპის)

10. ერელაანთ საყდარი (მდებარეობს სოფლის სამხრეთ დასავლეთით, განეკუთვნება V-VI საუკუნეებს, გუმბათოვანია, სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1960 წელს, შემორჩენილია საკურთხევლის მხატვრობის ფრაგმენტები)

11. თეთრი გიორგის სახ. ეკლესია (დგას სოფლის დას.-ით, დარბაზული ტიპის, შეკეთებულია 1977-1978 წლებში)

12. იახსრის საყდარი (შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ორ ნაგებობას: IX-X საუკუნეებში აგებულ კოშკსა და გვინდელ შუა საუკუნეებში მიშენებულ ეკლესიას)

13. კლდეთაუკანი საყდარი (შედგება დარბაზული ტიპის ეკლესიის, კოშკისა და სწორკუთხა ნაგებობებისაგან)

14. მერებაანთ საყდარი (გვინდელი შუა საუკუნეების, დარბაზული ტიპის)

15. მთავარანგელოზთა სახ.ეკლესია (გვინდელი შუა საუკუნეების, კომპლექსში შედის: მთავარანგელოზთა ეკლესია, კოშკი, სამეურნეო ნაგებობა, გალავანი)

16. ჟამთა საყდარი (მდებარეობს სოფლის ჩრდ.დას.-ით, ნაგებია სხვადსახვა ზომის რიყის ქვით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს)

17. სამების სახ. ეკლესია და სასახლე, (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, მდებარეობს კურტანიძეულების ხევის პირას, სასახლის (კომპლექსში შედის: ეკლესია, სასახლე, სამეურნეო ხასიათის ნაგებობა)

18. ღვთისმშობლის სახ. ორი ეკლესია (დარბაზული ტიპის, XIX საუკუნის)

19. ჩოლოყაშვილების კუთვნილი ციხე (XVIII საუკუნეში აგებული, ჩოლოყაშვილების კუთვნილი, გეგმით არასწორი ოთხკუთხედი)

20. ცხრაკარას მონასტერი (მდებარეობს სოფლის დას.-ით, შედგება რამდენიმე ეკლესიისა და ნაგებობისაგან, შემორჩენილია მხატვრობა)

21. წმ.ბარბარეს სახ. ეკლესია (დგას ილიქეთის უბანში, სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპისაა)

22. წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესია (გუმბათოვანია, მდებარეობს სოფლის განაპირას, დათარიღებულია XVI საუკუნით) ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ძეგლები დაზიანებულია. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.