topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მატანი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

 

მატანი (ახმეტის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.115-116. - სოფ.მატანის მიდამოებში მდებარე "ცხრაკარას" მონასტრის - მთავარი ეკლესიის -ბაზილიკის კანკელზე მოთავსებული წარწერის სტილისტური ანალიზი. მოკლე ცნობა მეორე -წმინდა მარინეს სახელობის- ეკლესიის წარწერათა შესახებ.

2. ციხეები და ციხე - დარბაზები: მატანი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.161-167. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და აგების თარიღი. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

3. მატანი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.135-139. - მატანის ციხის ტერიტორიაზე მდგარი ნაგებობების აღწერილობა, მათი აგების სავარაუდო თარიღი. ციხის მფლობელებად დასახელებულნი არიან ჩოლოყაშვილები. ტექსტს ახლავს ციხის ჩანახატი.

4. მატანი: "ცხრაკარა" //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა. - თბ., 2004 - 2005. - გვ.42. - 1980 წელს კომპლექსური სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს სამი ფოტო.

5. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხე-დარბაზები: მატანი (ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზები)//ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.394. - გეგმით კვადრატს მიახლოებული, ჩოლოყაშვილების ციხისა და ციხე-დარბაზის შემორჩენილი ნაშთების ხუროთმოძღვრული ანალიზი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.168,169; ტაბ.133,134).

6. მატანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. თბ., 1983. - გვ.487. - მოკლე ცნობები მატანში შემორჩენილ, "ცხრაკარას" სახელით ცნობილ, კომპლექსის თაობაზე.

7. თუმანიშვილი დ. "გუმბათიანი საყდარი" სოფ. მატანის მიდამოებში //ძეგლის მეგობარი.-1982.-N60.-გვ.28-24.

8. თაყაიშვილი ექვ. ქართული ხუროთმოძღვრების ალბომი. - ტფ. 1924. - მატანის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიის გეგმა .

9. რამიშვილი რ. იაღსარის გორის ნამოსახლარი და მლაშეების გორის მარანი // ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები II. - თბ. - 1974. - გვ.139-151. - არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები.

10. საქართველოს სიძველენი //სახალხო საქმე. - 1917. - N33. - გვ.4. - წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიისა და აქ დაცულ სიძველეთა შეახებ.

11. მატანის ეკლესია //იამბე, ციხის ნაშალო... - თბ., 2007. - გვ.112. - თქმულება მატანის ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

12. კახეთი //ბერიძე ვ. XVI-XVIIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. - თბ., 1994. - გვ.135-137. - ანხილულია ძეგლის გეგმა, ხუროთმოძღვრული ფორმები, შიდა სივრცე, ფასადები. ტექსტს დართული აქვს ფოტომასალა (სურ.118-119; ტაბ.180).

13. სიმაგრეები: მატანი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973. - გვ.126 -130. - რიყის ქვით ნაგები ციხის ანსამბლის ნაშთების აღწერილობა. მოხსენიებულა ციხის მფლობელები ჩოლოყაშვილები. ტექსტს ერთვის სურ.8 და ტაბ.38.

14. ციხე-დარბაზები: მატანი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.177-180. - XVIII საუკუნის ციხე-დარბაზის, ცალნავიანი ეკლესიის, წრიული ფორმის კოშკების ვრცელი აღწერილობა. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილი, ციხის მფლობელები ჩოლოყაშვილები. ტექსტს დართული აქვს ციხის რეკონსტრუქციის ჩანახატი.

15. ციხეები და ციხესიმაგრეები: მატანი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი. - თბ., 1062. - გვ.69-80. - ციხის, გალავნის, საცხოვრებელი სახლების, კოშკების, ცალნავიანი ეკლესიის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ცნობები ციხის მფლობელთა-ჩოლოყაშვილთა შესახებ. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.16,17,18; ტაბ.XII, XIII, XIV).

16. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.22. - მატანის ცხრაკარას ბაზილიკის შედარება ძველი შუამთის ბაზილიკურ ეკლესიასთან.

17. მატანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბ., 2004. - გვ.102-121. - სოფ.მატანსა და მის მიდამოებში ნაგები ძეგლების: ახალი ხატის (XVI-XVII საუკუნეების, დარბაზული ტიპის, დგას სოფლის დას.-ით, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები-ვედრების კომპოზიცია), ბათურაანთ ეკლესიის (სოფლის ჩრდ.-ით მდგარი ძლიერ დაზიანებული, დარბაზული ტიპის), ბერების საყდრის (მდებარეობს სოფლის დას.-ით, ნატეხი ქვით ნაგები, დარბაზული ტიპის), გუმბათოვანი საყდრის (დათარიღებულია IX საუკუნის მეორე ნახ.-ით, მდებარეობს კურტანიძეულის ხეობაში, ჯვარგუმბათოვანი, ნაგები რიყის ქვითა და შირიმით), დამასტის ეკლესიის (XVIII-XIX საუკუნეების, დარბაზული ტიპის, რიყის ქვითა და აგურით ნაშენი), დიდბატონის ეკლესიის (მდებარეობს მთის ტყიან ფერდობზე, გვინდელი შუა საუკუნეების, დარბაზული ტიპის), სოფლის მიდამოებში ნაგები დარბაზული ტიპის ოთხი ეკლესიის, წმ. ელიას სახ. ეკლესიის (აშენებულია ტყით დაფარულ მთის ფერდობზე რიყის ქვით, დარბაზული ტიპის), ერელაანთ საყდრის (მდებარეობს სოფლის სამხ.-დას.-ით, განეკუთვნება V-VI საუკუნეებს, გუმბათოვანია, სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1960 წელს, შემორჩენილია საკურთხევლის მხატვრობის ფრაგმენტები), თეთრი გიორგის სახ. ეკლესიის (დგას სოფლის დას.-ით, დარბაზული ტიპის, შეკეთებულია 1977-1978 წლებში), იახსრის საყდრის (შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ორ ნაგებობას: IX-X საუკუნეებში აგებულ კოშკსა და გვინდელ შუა საუკუნეებში მიშენებულ ეკლესიას), კლდეთაუკანი საყდრის (შედგება დარბაზული ტიპის ეკლესიის, კოშკისა და სწორკუთხა ნაგებობებისაგან), მერებაანთ საყდრის (გვინდელი შუა საუკუნეების, დარბაზული ტიპის), მთავარანგელოზთა სახ. ეკლესიის (გვინდელი შუა საუკუნეების, კომპლექსში შედის: მთავარანგელოზთა ეკლესია, კოშკი, სამეურნეო ნაგებობა, გალავანი), ჟამთა საყდრის (მდებარეობს სოფლის ჩრდ.დას.-ით, ნაგებია სხვადსახვა ზომის რიყის ქვით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს), სამების სახ. ეკლესიისა (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, მდებარეობს კურტანიძეულების ხევის პირას), სასახლის (კომპლექსში შედის: ეკლესია, სასახლე, სამეურნეო ხასიათის ნაგებობა), ღვთისმშობლის სახ. ორი ეკლესიის (დარბაზული ტიპის, XIX საუკუნის), ციხის (XVIII საუკუნეში აგებული, ჩოლოყაშვილების კუთვნილი, გეგმით არასწორი ოთხკუთხედი), ცხრაკარას მონასტრის (მდებარეობს სოფლის დას.-ით, შედგება რამდენიმე ეკლესიისა და ნაგებობისაგან, შემორჩენილია მხატვრობა), წმ.ბარბარეს სახ. ეკლესიის (დგას ილიქეთის უბანში, სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპისაა), წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიის (გუმბათოვანია, მდებარეობს სოფლის განაპირას, დათარიღებულია XVI საუკუნით) ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ძეგლები დაზიანებულია. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.

18. კუჭავა ნ. გუმბათიანი საყდარი //გაზ. "სახალხო განათლება". - 2001 (23 მაისი). - გვ.XII.