<უკან დაბრუნება
1. არმაზი მცხეთის //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.1. - თბ., 1975. - გვ.575. არმაზის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2. არმაზი მცხეთის //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1987. - გვ.200-201. აღწერილია არმაზისხევში მდებარე სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა-ღვთისმშობლის დიდი დარბაზული ეკლესია. მოცემულია მოკლე ცნობები მონასტრის ზევით, შვეული კლდის ქიმზე არსებული ციხის შესახებ. 3. არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.234. არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარე XIII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული სამონასტრო კომპლექსის შემორჩენილი ნაგებობების: XII საუკუნის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის, კარიბჭის, მინაშენისა და საძვალის მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის ფოტო და გეგმა.
4. ბარნაველი თ. არმაზის მონასტრის წარწერის თარიღისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. XXIV. - N5. - 1960. - გვ.625-632. განხილულია საქართველოს სახ.მუზეუმში დაცული, 1150-1178 წლებით დათარიღებული არმაზის მონასტრის ათსტრიქონიანი წარწერა.
5. მცხეთის მახლობლად... // ივერია. - 1899. -2 დეკ. (N260). - გვ.2-3. არმაზის სალოცავის ნაშთის მდებარეობა. 6.ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი. - 1901. - 30 ოქტ. (N1626). - გვ.2 მცხეთასთან, არმაზის პატარა ეკლესიის განახლებისა და კურთხევის თაობაზე.
7. მცხეთის დედაქალაქობის ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლები, მშენებლობის, ხელოვნებისა და საამშენებლო მასალათა საკითხები //აფაქიძე ა. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში. - თბ., 1963. - გვ.21-84. მცხეთის საფორტიფიკაციო, თავდაცვითი ნაგებობების არქიტექტურასა და მშენებლობის თავისებურებაზე.
8. წირქოლო და არმაზი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.118. წირქოლისა და არმაზის ხუროთმოძღვრების შედარებითი დახასიათება.
9. არმაზი //შუბითიძე - მაჭარაშვილი ვ., ბოლქვაძე დ. ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. - თბ., 2008. - გვ. 13-14. მოკლე ცნობა დარბაზული ტიპის, ნანგრევების სახით შემორჩენილი ეკლესიის შესახებ. აღნიშნულია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
10. არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - ანდღულაძე ნ., დევდარიანი ფ., //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5., თბ., 1990 წ., გვ.234
|