<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს მეგალითები>>>
მამულო - პანტიანის მეგალითები განფენილია სოფელ მამულოსა და პანტიანს შორის ფერდობზე, ტყის სიღრმეში, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე, დმანისის მუნიციპალიტეტში. გეოგრაფიულად ეს ადგილი წარმოადგენს გომარეთის ზეგანის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს. ძეგლი პირველად ნაწილობრივ დაფიქსირდა 1994 წელს დმანისის მუზეუმ - ნაკრძალის დაზვერვითი ექსპედიციის მიერ. სამეცნიერო ლიტერატურაში მანამდე ამ ძეგლის შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა. ძეგლი პირველად შეისწავლა 2007 წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ (პროფ.პ.ბუხრაშვილი, პროფ.გ.ყიფიანი, ზ.ცქვიტინიძე და სხვ): გათხრებით გამოვლენილია მრავალრიცხოვანი ნასახლარები, უნიკალური მეგალითური კომპლექსი - გაიწმინდა და აიზომა ხუთი მეგალითური ნაგებობა, გაივლო ორი სადაზვერვო თხრილი, რომელმაც გამოავლინა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა კერამიკის ნამტვრევების და ობსიდიანის ანატკეცების სახით... შესწავლილი ნასახლარები განფენილია ფერდზე - სამ იარუსად და 5 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ნასახლარებია ასევე ბედიანი - პანტიანის გზის ქვემოთ ფერდობზეც. დიდ ფართობზე გაშლილი კომპლექსი შემდგომ კვლევას მოითხოვს და მომავალში ბევრ საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის საქართველოს ისტორიის საკითხში.
ექსპედიციის ანგარიში:
პაატა ბუხრაშვილი, ზურაბ ცხვიტინიძე - გომარეთის მამულოს პანტიანის ტყეში მდებარე მეგალითურ დასახლებაზე ჩატარებული დაზვერვითი სამუშაოების შესახებ// ამირანი, XVII-XVIII. 2007//http://www.caucasology.com/view_amirani_geo.php?id=180
ჯერ კიდევ 1997 წელს, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფ. ქევინ თუითი (პროგრამის დამფინანსებელი), პაატა ბუხრაშვილი, ზურაბ ცქვიტინიძე და ბერუჩა ნიკოლაიშვილი ვიმყოფებოდით ქვემო ქართლსა და ჯავახეთის ზეგანზე მეგალითური ნაგებობების დასათვალიერებლად და გადასაღებად. მოვიხილეთ მეგალითური ნამოსახლარები დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში; კერძოდ, ჩხივთაში, გომარეთთან (ე.წ. მამულოს პანტიანი), ავრანლუ, სანთა და დაშბაში... აღნიშნული ძეგლებიდან განსაკუთრებით საინტერესოდ თავისი მასშტაბურობით გამოიყურებოდა მეგალთური ნამოსახლარი მამულოს პანტიანის ტყეში....<<ტექსტი სრულად აქ...<<
პროფ. გურამ ყიფიანი - გომარეთის მეგალითური დასახლების განაშენიანებისა და სამშენებლო ტექნოლოგიის საკითხები // ამირანი XVII-XVIII, 2007 // http://www.caucasology.com/view_amirani_geo.php?id=181
ეს დასახლება განფენილია მკვეთრად დაქანებული ტყიანი კბოდეს ძირში, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე და გრძივად მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. არქეოლოგიური დაზვერვის ზოგადი მონაცემებით (რაც კვლევის ამ საფეხურზე დიდად ჭირს, ასახლებაზე განვითარებული უჭრანი ტყის გამო), მისი ფართობია 4 -5 ჰა-ს უნდა მოიცავდეს. ყველა ნაგებობა, რომელიც კი ამ ადგილზე მოვიხილეთ გრძივია, დასახლების განაშენიანების სისტემა, კი ტერასულია. ტერასებს აკონკრეტებს ქუჩები, მათი სიგანე ყველგან 4 -5 მეტრია და ძნელია მათ ვუწოდოთ ბილიკი ან გზა და ა.შ... <<ტექსტი სრულად აქ...<<
ვიდეოკოლაჟი
http://www.youtube.com/watch?v=dOgFUx94M0M&feature=youtu.be
http://www.youtube.com/watch?v=FWfsys4Ncj8
ფოტოგალერეა
მამულოს ზედა პლატოს მეგალითები და ნამოსახლარები
მამულო - პანტიანის საავტომობილო გზის ქვემოთ, ფერდობზე არსებული ნასახლარები:
|