topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ზედაზენი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ზედაზენი (მცხეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ვოლსკაია ა. ზედაზენის რელიეფი // ძეგლის მეგობარი. - 1971. - N26. - გვ.11-16. - ზედაზენის ბაზილიკის აღმოსავლეთ ნაწილში მო ქცეული რელიეფური გამოსახულების აღწერილობა და მხატვრულ-სტილისტური ანალიზი.

2. კანდელაკი ბ. ზედაზენი. - თბ.,1959. - ჩვენს ერამდე 109 წელს აგებული ციხესიმაგრისა და VII საუკუნის ძეგლის - იოანე ზედაზნელის მონასტრის მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება.

3. კანდელაკი ბ. ზედაზენი. - თბ.,1965. - ცნობები ძეგლის გეოგრაფიული გარემოს, მისი აგებისა და იქ მოღვაწე პირების შესახებ.

4. არჯევანიძე ი. თბილისის უახლოესი მიდამოები. - 1940. - გვ.31-40. - ზედაზნის მონასტრის ისტორია და ხუროთმოძღვრული ანალიზი.

5. ზედაზენი //ასლამაზიშვილი ლ. მცხეთა და მისი ჰინტერლანდი. - თბ.,  2005. - გვ.36-42. - იოანე ნათლისნცემლის ეკლესიის, ციხესიმაგრისა და ნაკვეთი სენაკებისაგან შემდგარი კომპლექსის ისტორია და არქიტექტურული დახასიათება.

6. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.61-77. - იოანე ზედაზნელის მონასტერში აკლდამისა და კანკელის ფილებზე, აგრეთვე, ქვაზე შემორჩენილი წარწერების ტექსტების ანალიზი.

7. გუნცაძე თ. ზედაზნის მონასტრის კანკელი //თბილისის ექვ. თაყაიშვილის სახ. კულტურისა და ხელოვნების სახ. უნივერსიტეტი. სტუდენტთა II სამეცნიერო კონფერენცია.- თბ., 2004.- გვ.39-40.

რელიეფური კომპოზიციების განხილვა.

8. ზედაზნის კომპლექსი //საქართელოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.5. - თბ., 1990. - გვ.284-287. - ძეგლის ისტორია, კომპლექსის (მონასტერი, იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია, კარიბჭე, ციხე-გალავანი, კოშკი, სხვადასხვა ნაგებობათა შემორჩენილი საძირკვლები, სენაკები)ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის კომპლექსის საერთო ხედის ფოტო.

9. ზედაზნის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.IV.- თბ., 1979.- გვ.495. - ზედაზნის მონასტრის მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი.

10. ნიკოლეიშვილი ი. ზედაზნის კანკელის ფილაზე გამოსახული ისტორიული პირების იდენტიფიკაციის საკითხისათვის .- თბილისის სახ. უნივერსიტეტის შრომები. ტ.310.- თბ.,1992.-გვ.170-191. - რეზ. რუს. ენაზე. საქართველოს სახ. მუზეუმში დაცული ზედაზნის კანკელის ორი ფილის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მათი სტილისტურ-კომპოზიციური და პალეოგრაფიული ანალიზი.

11. ნიკოლეიშვილი ი. ზედაზნის კანკელის ფილა სვიმონ მესვეტის გამოსახულებით //თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ტ.XIV(ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სესია).- 1987.- გვ.112-117. - მონასტრის კანკელის ფილის მხატვრულ-სტილისტური ანალიზი.

12. ნიკოლეიშვილი ი. საერო პირთა გამოსახულებები ზედაზნის ფილაზე //ძეგლის მეგობარი. კრ.84.- 1989.-გვ.46-50.

13. ზედაზნის მონასტერი //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII).- თბ., 1980.- გვ.318-324. - ზედაზენის ბაზილიკური ეკლესიის კანკელზე და იოანე ზედაზნელის აკლდამის ფილაზე შემორჩენილი X საუკუნის წარწერების პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.117-120).

14. წესიერების მსურველი იოანე ზედაზნელის მონასტერი და მისი დღეობა //ცნობის ფურცელი. - 1899 (4 მაისი). N810.- გვ.1-2; N817.-გვ.1.

15. იამბე ციხის ნაშალო....- თბ., 2007.- გვ.65-66. - ციხე-ტაძრის შესახებ არსებული ლეგენდა. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.

16.  "ზედა-ზენს კიბედ, ზენად ზეცისად იდგამს" (ნიკოლოზ ტფილელი): ზედაზენი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I.- თბ., 2005. - გვ .84-87.   -  ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - ასურელი მამების შემოსვლა ქართლში, ცნობები იოანე ზედაზნელის შესახებ; VI საუკუნეში დაარსებული მონასტრის მშენებლობის ეტაპები, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, აქ მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. მოხსენიებულნი არიან: მეფე ფარსმანი, ევლავიოზ კათალიკოსი; გობრონ (მიხეილ) საბინინი(XIX ს.). დართულია მონასტრის ფოტოები.

17. მცხეთა- თბილისის ეპარქია: ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი.- თბ., 2005.- გვ.68-69. - დაარსების ისტორია, აქ მოღვაწე პირთა შესახებ, მშენებლობის ეტაპები. ტექსტს ახლავს სამონასტრო კომპლექსის ფოტო.

18. ანდღულაძე ნ., მენაბდე ლ. და სხვ. ზედაზენის მონასტერი //ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.- თბ., 2007.- გვ.42-43. - მოკლე ცნობა VI-VII საუკუნეებში აგებული , ასურელი მამის, იოანეს მიერ დაარსებული მონასტრის - ნათლისმცემლის სახ. სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ტიპის ეკლესიისა და იოანე ზედაზნელის სახ. მცირე ერთანვიამი ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.

19. ზედაზნის კომპლექსი //კოზმანაშვილი ვ. ღმერთის სავანე. მცხეთა; 2009.- გვ.4041. - მოკლე ცნობა კომპლექსში შემავალი იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიის, ციხე-გალავნის, კლდეში ნაკვეთი სენაკების შესახებ.ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.