topmenu

 

გ.მელიქიშვილი - საქართველოს მუზეუმის ბაბილონური წარწერა

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

გ.მელიქიშვილი - საქართველოს მუზეუმის ბაბილონური წარწერა // (წარმოადგინა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ნ.ბერძენიშვილმა 14.07.1951) - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XIII, №6, 1952, გვ.383-384. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი, თბილისი

ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მოიპოვება დიდი ზომის აგური, რომელზედაც ამოკვეთილია ბაბილონეთის მეფის ნაბუქოდონოსორის (604-562 წწ. ჩ.წ.მდე), ბაბილონში ქალდეური დინასტიის დამფუძნებელ ნაბუპალასარის (626-60ზ წწ.ჩ.წ.მდე) ძის ლურსმული წარწერა. ნაბუქოდონოსორის ეპოქა, როგორც ცნობილია, ახალ-ბაბილონური სამეფოს ძლიერების გაფურჩქვნის მწვერვალს წარმოადგენს. წარმატებული ომების გვერდით, რომელსაც ბაბილონეთის ეს მეფე აწარმოებდა, ნაბუქოდონოსორი ცნობილია აგრეთვე თავისი ინტენსიური სააღმშენებლო საქმიანობით. იმ დიდ სამუშაოთა გარდა, რომელსაც ის ეწეოდა თავდაცვით ნაგებობათა მთელი სისტემის შექმნის მიზნით, ნაბუქოდონოსორი დიდ აღმშენებლობას აწარმოებდა თვით ქალაქ ბაბილონმიც, სადაც დიდი რაოდენობით აგებდნენ ან აღადგენდნენ სახლებს, სასახლეებს, ტაძრებს და სხვ. ([1], გვ. 85-94; [2], გვ.344-351; [3], გვ.419-423). ნაბუქოდონოსორის ბევრი წარწერა  მოგვითხრობს სწორედ მისი სააღმშენებლო საქმიანობის შესახებ. არაერთგზის ვხვდებით აგრეთვე მოკლე წარწერებს აგურებზე, სადაც აღნიშნულია ნაბუქოდონოსორის სახელი და მამის სახელი მოკლე ტიტულატურითურთ. სწორედ ამგვარ წარწერას წარმოადგენს წარწერა ჩვენს აგურზე. კავკასიის მუზეუმის (ამჟამად - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი) საინვენტარო წიგნში №26-05-ით (1905 წლის 2 მაისის ჩანაწერი) ჩვენი წარწერის შესახებ ნათქვამია: "От Бориса Ивановича Шелковникова (Росс. Имп. Вице-консул в Хаме (Бейруте) (в дар). Кирпич с 4-рядной штампованной клинообразной надписью, привезённый им мз Вавилона". აგურს კვადრატული ფორმა აქვს, რომლის ყოველი გვერდის სიგრძე 33 სმ-ს უდრის. აგურის სისქეა 8 სმ. აგურის ცენტრში მოთავსვბულია ოთხსტრიქონიანი ლურსმული წარწერა. სტრიქონები ურთიერთისაგან ხაზებითაა გამოყოფილი, მთლიანადაც წარწერა ჩარჩოშია მოთავსებული. წარწერას უკავია ფართობი სიგრძით - 22 სმ და სიმაღლით 5 სმ. წარწერა საინტერესოა. პირველ ყოვლისა, როგორც სამუზეუმო ექსპონატი, იგი საქართველოს მუზეუმის ერთადერთი ბაბილონური წარწერაა. წარწერის წაკითხვა სიძნელეს არ წარმოადგენს. ქვემოთ მოგვყავს ამ წარწერის ავტოგრაფია, ტრანსკრიფცია და თარგმანი.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

"ნაბუქოდონოსორი, მეფე ბაბილონისა, მარდუქისა და ნაბუს ტაძრებზე მზრუნველი, პირველი შვილი ნაბუპალასარისა, ბაბილონის მეფისა".


დამოწმებული ლიტერატურა:

1. Б.А.Тураев, История Древнего Востока, II, 1936

2. В.В.Струве. История Древнего Востока, 1941

3. В.И.Авдиевю История Древнего Востока, 1948