topmenu

 

ქოროღო

ქოროღო - სოფელი დუშეთის რაიონში (ქვეშეთის თემი), მთიულეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1800 მ., დუშეთიდან 84 კმ. სოფლის მახლობლად შემონახულია ორი ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ერთში შედის ეკლესია (X ს.) და გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკისა და სასახლის ნანგრევები; მეორეში, ე.წ. "ცეცხლის ჯვარში", - X საუკუნის ეკლესია და X-XI საუკუნის კოშკისა და გვიანდელი შუა საუკუნეების სასახლის ნანგრევები; ეკლესიის ფასადი შემკულია რელიეფური ფრიზით, სადაც აღბეჭდილია ეკლესიის მშენებლობის პროცესი. აღნიშნული რელიეფები როგორც თემატიკით, ასევე მხატვრული თვალსაზრისითუნიკალურია

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.550.

 

 

 

 

************************************************************************************

ქოროღო //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბ., 2004. გვ.327-331

414. ქოროღო სოფელი, ისტორიული ძეგლი დასახლებული იყო ადრინდელი შუა საუკუნეებიდან. ამ დროისათვის ქოროღოზე უკვე გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც მიჰყვებოდა მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირს, ხადის ხეობას და სოფელ ქვეშეთს აკავშირებდა ქოროღოსთან. ამ გზის დაცვა და ბარის მოსახლეობის შეხიზვნა მტრის შემოსევების დროს ადგილობრივ მოსახლეობას ევალებოდა....<<ტექსტი სრულად აქ...<<