<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
შხივანა - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ველეულის (რიონის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1240 მეტრი, ამბროლაურიდან 18 კილომეტრი.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 66, თბ., 1987 წელი.
http://ka.wikipedia.org/wiki/
შხივანას ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994.- გვ.155//
2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. - VII. - თბ., 1933. - გვ.231-232. - შხივანას მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სიძველეთა აღწერილობა.
3. შხივანას მაცხოვრის ეკლესია //კეზევაძე მ. ეგზარქისიდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.36. - 1811-1917 წწ. შხივანას ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.
შხივანა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.155
შხივანას მაცხოვრის ეკლესიის სიძველენი.
1. დაბალ ვერცხლზე ნაჭედი მაცხოვრის ხატი, გადაკრული ფიცარზე, 37,2 X27 სმ. მაცხოვარს თავთან აწერია ასომთავრულად: ი~ო ქ~ე. ხატს ქვედა აშიის ადგილას აქვს მხედრული წარწერა:
„:ქ. ჩვენ:. შხივანას:. ცხოვრებმან:. სუთიძემან:. დემეტრეს:. ძემა:.| ბეჟანამ:. ესე:. მაცხოვრის:. ხატი:. შევამკვე:. ჩემის:. ბ|იძების:. შემწეობით:. რომ ძველთაც:. ჩვენი:. იყოს:. | საოხად:. ჩვენთა:...| ". - ეკუთვნის XIX ს. დასაწყისს.
2. (ქ.2196). წმ. გიორგის ხატი ბრპენისა, 16X9,7 სმ. წმ.გიორგი მჯდომარეა ცხენზე და შუბით ვეშაპს გმირავს. ხატს ზევითა და ქვევითა ნაწილში აქვს სომხური ასომთავრული წარწერა: ზევითა ნაწილში (წარწერა ამოიკითხა და თარგმნა პროფ.ლ.მელიქსეთ ბეგმა, რისთვისაც მას გულითად მადლობას ვუცხადებ.)
ქვევითა ნაწილში -
იკითხება:
თარგმანი:
1..... ?
2. წმიდა მოწამე ქრისტესი გიორგი
3. წელსა სომეხთასა 1146 ამინ. სომხური წელთაღრიცხვა 1146 უდრის 1697 წელს.
3. (ქ. 2202). ჟამის წირვის ნაშთი, 34X21 სმ ეტრატზე ხუცურად ნაწერი
4. (ქ.2203). ვასილ დიდის წირვის წესი, გადაწერილი ხუცურად ვინმე სვიმონის მიერ (აქვს მინაწერი) XVIII ს-ში; დაზიანებული.
|