topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბრილის სამაროვანი - გ.გობეჯიშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<სიახლეები, აღმოჩენები>>>

ბრილის სამაროვანი

https://www.facebook.com/note.php?note_id=10150145280060095

http://ka.wikipedia.org/wiki/

ბრილი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი რაჭაში (ონის მუნიციპალიტეტი), რიონის ხეობაში, სოფლების ჩრდილოეთით 11 კმ-ზე. შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939 - 1961 წლებში არქეოლოგიურმა გათხრებმა (მიმდინარეობდა ხანგამოშვებით, ხელმძღვანელი გ.გობეჯიშვილი) გამოავლინა ნამოსახლარები და სამაროვნები. მეტალურგიის წარმოების ნაშთები შუა ბრინჯაოს ხანიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ძვ.წ. XVIII—ახ.წ. IV სს.). ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში (ძვ.წ. XVIII - ახ.წ. IV სს.) კიდურებმოკვეცილი თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. ძვ.წ. XIV - ძვ.წ. XIII საუკუნეებში არსებობდა აგრეთვე, კოლექტიური აკლდამები, ხოლო ძვ.წ. XIV- ძვ.წ. V საუკუნეებში - საკრემაციო მოედნები. ძვ.წ. XVIII-XIV საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალნაირი საკინძი, ოვალური სასაფეთქლები, დუგმისებური კავები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვა. აღსანიშნავია ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიყებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვა. ძვ.წ. XIII - ძვ.წ. VIII საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის ქანდაკებები, ძაღლის ქანდაკება და გველის გამოსახულებანი. ვრილის მოსახლეობა ცხოვრობდა ქვის შენობებში. მისდევდა მესაქონლეობას, სპილენძის მოპოვება-დამუშავებას. მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა ახალნდელი დიგორის, ზზემო იმერეთის, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ზოლის და თრიალეთის მოსახლეობასთან. ძვ.წ. VIII-ძვ.წ. VII საუკუნეებში იარაღი (ცულები, მახვილები, დანები, ლაგმები) უმთავრესად რკინისაგან მზადდებოდა, ხოლო სამკაული, ჭურჭელი, ცხენის აკაზმულობის ნაწილები და მხატვრული ნაწარმი — ბრინჯაოსაგან. ანტიკური ხანის სამარხებში (ძვ.წ. VI - ახ.წ. IV სს.) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები, ბერძნული მახაირას ტიპის რკინის მახვილები, სატევრები, აკინაკები, სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისპირები. ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩნდა ფერადი მინის არიბალოსი და სურნელოვანი სითხით სავსე ამფორისკი. აგრეთვე ბერძნული შავლაქიანი სკიფოსის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, ბრილის მოსახლეობის კავშირს ანტიკურ სამყაროსთან. ძვ. წ. დასასრულს ვრცელდება ქართული ოქროს მონეტები, რაც სასაქონლო-ფულადი ურტიერთობისა და ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს. რაჭაში, ონის რაიონის, სოფელ ღების ჩრდილოეთით 11 კმ-ში, მდინარე რიონის ხეობაში მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი - ბრილი მდებარეობს. აქ შემორჩენილია შუასაუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939-1961 წლებში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად (გ.გობეჯიშვილი) ძვ.წ. XVIII - ქ.შ. IV საუკუნეების ნამოსახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები გამოვლინდა. ძვ.წ. XVIII-XIV საუკუნეების ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალგვარი საკინძი, ოვალური სასაფეთქლეები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვ. აგრეთვე, ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვ. ძვ.წ. XIII-VIII საუკუნეების სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის, ძაღლისა და გველის ქანდაკებები. ანტიკური ეპოქის სამარხებში (ძვ.წ. VI - ა.წ. IV საუკუნეები) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები და სხვ.

გ.გობეჯიშვილი - არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ. 1952.

  1. გობეჯიშვილი, გ. - მთიანი რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის / გ.გობეჯიშვილი, თ.მუჯირი, გ.ინანიშვილი და სხვ. // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1983. - ტ.111. - გვ.441-443. - (N2). - რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენაზე
  2. მაისურაძე, ბ. - ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის ცენტრალურ-ამიერკავკასიური კულტურის გენეზისის საკითხისათვის : (ბრინჯაოს ცულები, წინააზიური სატევრები) / ბ.მაისურაძე, გ.გობეჯიშვილი // შრომები / თსუ-ს სიღნაღის (კახეთის) ფილიალი. - , 2001. - N3. - გვ.12-19. - რეზ. რუს. ენ.
  3. გობეჯიშვილი, გ. - ბედენის აკლდამა : [თეთრიწყაროს რ-ში] / გ.გობეჯიშვილი // ძეგლის მეგობარი. - 1967. - N12. - გვ.13-22. - რეზიუმე რუს. ენაზე
  4. გობეჯიშვილი, გ. - ძველი სამთამადნო წარმოების ძეგლები რაჭაში / გ.გობეჯიშვილი // ძეგლის მეგობარი. - 1966. - N6. - გვ.16-20. - რეზიუმე რუს. ენ. გვ.56-57
  5. გობეჯიშვილი, გ. - ძველი კულტურის კერა რიონის ზემოწელში // საბჭოთა ხელოვნება. - 1955. - N6. - გვ.45-46
  6. გობეჯიშვილი, გ. - ძველი ქართული სამთომადნო და მეტალურგიული წარმოების ნაშთები სოფ.ღებთან // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1952. - ტ.13. - გვ.183-190. - (N3)
  7. გობეჯიშვილი, გ. - ანგარიში სოფ.ღებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისა // ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკის) მოამბე. - თბილისი, 1939. - ტ.4. - გვ.345-361. - (ნაკვ.3)
  8. გობეჯიშვილი გ. , 1959 წ.  განვითარებული რკინის ხანის ძეგლები რიონის სათავეებთან. საქართველოს არქეოლოგია.  თბილისი. 190-206.

ბრინჯაოს ცული აღმოჩენილი ბრილში