topmenu

 

ბეთლევი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ბეთლევი - სოფელი ამბროლაურის რაიონში, (ველევის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. სოფელში დგას ღვთისმშობლის ეკლესია

გამოყენებული წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 268, თბილისი, 1977 წ.

 

ბეთლევი (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბეთლევი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბ., 1977. - გვ.26. - მოკლე ცნობები სოფ. ბეთლევის სასაფლაოზე მდგარ XV საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესიაზე.

2. ბეთლევი //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.391. - 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ეკლესიაზე.

3. ბეთლევის ღვთისმშობლის შობის ეკლესია // კეზევაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.12. - 1811-1917 წწ. ბეთლევის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების სია.

4. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები //საქართველოს მუზეუმის მოამბე. VII. - თბ., 1933. - გვ. 227-231. - ძეგლის მხატვრული ანალიზი, წარწერების მომოხილვა.

5. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.150-154. - ბეთლევის ერთნავიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემორჩენილ სიძველეთა აღწერილობა.

 

ბეთლევი - ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.150-154.

ბეთლევის ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5,2X3,2 მ. (ეკლესია აღწერილია 1926 წელს; 1930 წელს იგი დაზიანებული აღმოჩნდა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მთავარი წარწერები (იაშვილისა და იოანე კვიტაშვილისა) დღეს მცირე ნაშთადღა შერჩენილან. ეკლესია კრების სახლად გაუმართავთ, რასაც მიუყენებია ასეთი ზარალი). ნაგები ქვიტკირისაგან; ხურავს ყავარი, გარედან გალესილია კირით; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით; სარკმელი - აღმოსავლეთით 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1; ტრაპეზი კედელზეა მიდგმული; სამკვეთლოს ადგილი არა ჩანს. შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობას წარწერები ასომთავრულად აქვს. საკურთხევლის კონქში დახატულია ვედრება. მაცხოვარს თავთან აწერია: (I)~ც [X~ც]; ღვთის მშობელს - "დედაჲ|ღი~სა“, ნათლისმცემელს - "[წ~ჲი~ნე]ნთლს:.|(მც)მ | [ლი]“; მთავარანგელოზთაგან ერთს აწერია: მქლ, მეორის წარწერა დაზიანებულია. პირველ რიგში (ძირს) დახატულია 6 მღვდელმთავარი, მათგან 3 სარკმლის მარჯვნივ, 3 მარცხნივ; აწერიათ: სარკმლის მარჯვნივ, პირველს - წ~ჲ:. ინე | ოქრო|პი(რ)ი:. მეორეს - .: წ~ჲ:. გრ~იგო|ლ (აქაც და ქვემოთაც ბევრგან ქარაგმა ზედმეტად, ანუ უმნიშვნელოდ ზის), მესამეს - [.: წ~ჲ:.]  კაპ~იტონ: - ;| სარკმლის მარცხნივ, პირველს - .:წ~ჲ ბა(სი)[ლი:.], მეორეს - .: წ~ჲ (ათა)ნ(ა)(სი): - |, მესამეს - .: წ~ჲ სეფ...|; ოქროპირს, გრიგოლს, ბასილს და ათანასეს ხელთ უჭირავთ გრაგნილები, დაწერილი მრგვლოვანი ასომთავრულით, ხოლო დანარჩენთ (კაპიტონს და უკანასკნელს - დაზიანებულს) კი წიგნები. ტაპეზზე წინა მხარეს (დასავლეთით) დახატულია ჯვარი წარწერით:

თაღის ჩრდილოეთ მხარეს დახატულია რომელიღაც სიუჟეტი, დაზიანებული, და ჯვარცმა, ძლიერ დაზიანებული; სამხრეთის მხარეს - ხარება და შობა, ორივე დაზიანებული. ჩრდილო კედლის პირველ რიგში დახატულია 6 მოციქული (მედალიონებში); მათგან პირველი და მეექვსე დაზიანებულია წარწერებით, დანარჩენებს აწერიათ: მეორეს-.: წ~ჲ:. ანდ(რია):-, მესამეს-.: წ~ჲ (ბართლო) | (მე):., მეოთხეს - .: წ~ჲ მარ~კ |ოზ|:., მეხუთეს - წ~ჲ: სვ~იმე|ონ:., II რიგში დახატულია: პირველი საერო პირი (იხ. ქვ.), მეორე სასულიერო პირი (იხ. ქვ.), მესამე -[წ~ჲ] გ~ი (წმიდაჲ გიორგი), ცხენზე ძლიერ დაზიანებული: მეოთხე დიდებული (იხ. ქვ), მეხუთე - უკანასკნელის შვილი (ის.ქვ.). სამხრეთი კედლის პირველ რიგში დახატულია 7 მოციქული (მედალიონებში); მათგან მეორე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე დაზიანებულია წარწერებით, დანარჩენებს აწერიათ: პირველს - [წ~ჲ] პეტრ[ე], მესამეს - .: წ~ჲ თო~მა. II რიგში დახატულია: პირველი მღვდელმთავარი.: წ~ჲ..., მეორე - ეკლესიის აღმაშენებელი (იხ. ქვ.), მესამე - წ~ჲ ეკტრინა, მეოთხე - წ~ჲ თეკლა, მეხუთე - .: წ~ჲ: ირინ[ა]. თეკლას და ირინას მხრებს ქვევითი ნაწილი ჩამოგლეჯილი აქვს კედელში კარის გამოღების გამო. მეექვსე (დასავლეთის კუთხესთან) - .: წ~ჲ ბრ~ბრა. დასავლეთი კედლის პირველ რიგში დახატულია მირქმა, დაზიანებული; II რიგში - .: წ~ჲ დიტ~რი: - (წმიდაჲ დიმიტრი), (II რიგი აღწერილია სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით), ზის ცხენზე, გმირავს ვეშაპს; .:. წ~ჲ|კ~ე (წმიდაჲ კვირიკე),: წ~ჲ|ივლიტა:. და წ~ჲ აოდი|მოს:. | მ~ღდე| ლი |: - სარწმუნოებრივი შინაარსის მხატვრობის გარდა არის კიდევ სურათები სხვადასხვა პირთა, სახელდობრ:

1. სამხრეთი კედელის II (ძირა) რიგში, კედელთან ახლოს, მღვდელმთავრის მარცხნივ (დასავლეთით) დახატული ყოფილა ეკლესიის აღმაშენებელი, დაჩოქილი: დღეს მისი ნაშთიღა მოჩანს: შენახულია თავის ნაწილი, ცხვირზემო, შემდეგ - მარჯვენა ხელი, გაპყრობილი - აღმოსავლეთისაკენ, გვერდები (მცირედ) და მუხლქვემო ნაწილი ფეხამდე. იგი უფრო მანდილოსანსა ჰგავს (?); მას თავის ზევით აქვს დაზიანებული წარწერა:

"...ლი იასშვილი სა..ა..ნისა, რომლისაგან აღე[შენა ეკლე]სია სახელსა ზედა [ბეთ]ლემ[ისა] ღვთისმშობელისასა. ქრონიკონს რპა.

2. ჩრდილოეთი კედლის მე-II (ძირა) რიგში დახატული არიან შემდეგი პირნი (მდგომარენი): პირველი (საკურთხეველთან) - ყრმა, მეორე - ქართლის მთავარეპისკოპოსი.

მთავარეპისკოპოსს აწერია:

"ქართლისა მთავარეპისკოპოზი და ია წელიწადსა ელუსარემის (sic) ჯუარის მამა კჳტასშვილი იოანე". მთავარეპისკოპოსის სურათი ძლიერ დაზიანებულია: შენახულია მისი სახის მარჯვენა ნაწილი, მხრები და მარცხენა გვერდი წელამდე, დანარჩენი მოცილებულია. ყრმას აწერია: ".: ძმის წულ[ი] მათი: ზაქ|არია[.:]". ყრმას ორივე ხელი აპყრობილი აქვს გულთან წელის ქვევით, მარჯვენა მხარე მოცილებულია. მისი წარწერიდან ჩანს, რომ იგი ძმისწულია მთავარეპისკოპოსისა და იქნებ უკანასკნელის შემდეგ (დასავლეთით) დახატული საერო პირისაც (თაყასი), რადგანაც წარწერა ამბობს: "ძმის წული მათი"-ო. მესამე დახატულია წმ.გიორგი (იხ. ზევით): მეოთხე - დიდებული წარწერით:

"...თაყა კჳტას[შვ]ილი და უთრ[უ]თ, შვილნი მისნი: შეიწყალნეს ქრისტემან ღმერთმან. ამინ". ამ პირს ხელები აღმოსავლეთისაკენ აქვს გაპყრობილი; იგი ძლიერ დაზიანებულია წელთან და ფეხებთან. მეხუთე დახატულია ახალგაზრდა. "..შალვა:". - მას ხელები აღმოსავლეთისაკენ აქვს გაპყრობილი, შენახულია მისი მარტო წელზევითი ნაწილი, იგი შვილი უნდა იყოს თაყასი. დასავლეთით კედლის მე-II (ძირა) რიგში დახატული არიან შემდეგი პირნი (მდგომარენი) (აღწერილია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით). პირველი - ქალი. .:.ისპა[ე]ნ:, -, მას ხელები გულთან აქვს აპყრობილი, იგი ძლიერ დაზიანებულია წელთან და ფეხებთან მეორე - წმ.დამიანე (წელამდე), რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხევს ისპაენს; მის (დამიანეს) მარჯვნივ არის წარწერა: .. წ~ჲ: დამ|იანე შეიწ~ყლ.: | სული:. ის პა|ენის~სი:-„. მესამე და მეოთხე დახატული არიან ყრმანი (მესამე ისპაენის მარჯვნივ, მეოთხე კარებთან): .: ასათ: -,,:. ულარი (წარწერებში ასოები ო და უ ერთნაირად არის დაწერილი - კუდით ძირს. ასე რომ, შესაძლებელია სიტყვის პირველი ასო იყოს ო და არა უ, მაშინ სიტყვა წაიკითხება: ოლარი.); მათ ხელები გულთან აქვთ აპყრობილი; მესამეს მარჯვენა გვერდი და ფეხები დაზიანებული აქვს. პირველი, მესამე და მეოთხე ნომრით აღწერილი პირნი თაყასივე შვილები უნდა იყვნენ. დასავლეთის კარებში დახატული არიან მამაკაცები, მდგომარე, ხელაპყრობილი; მარჯვნივ სამხრეთ კედელზე 0 მა~მ|ი~ლა|ფონჯა|ვოსძე: - მარცხნივ, ჩრდილოეთის კედელზე - მი~ქა:.|სირა|სძე|:. ძველად ეკლესიას გარეშემო გალავანი ჰქონია, დღეს მისი საძირკველიღა მოჩანს. როგორც ზემომოყვანილი სამხრეთი კედლის წარწერიდან ირკვევა, ეკლესია აშენებულია და მოხატული XV ს-ში, სახელდობრ 1493 წელს. ორალელისძე-კვიტაშვილების ნატყუარი სასისხლო სიგელი 1473 წ. იხსენიებს მღვდელ-მონაზონ იოანეს და მის ძმებს: თაყას, გიორგის, ასათს, სულას და საგინას (საქ. სიძვ. III, №462, გვ. 435-439). ამათგან იოანე და თაყა, ალბათ, ზემოაღწერილ ჩრდილო კედელზე დახატულ იოანეს და თაყას გულსხმობს.

სიძველენი:

1. (ქ.2197). ეკლესიის მთავარი სიძველის  ოქროს ფურცელზე ნაჭედი „ბეთლემის“ ღვთისმშობლის ხატის ნაშთი; ხატის ზურგიდან ჩამოცვივნული რაღაც ნივთიერებათა ნადუღის ნატეხები ღვთისმშობლის ხელისა, ტანისამოსისა, ყრმის თავისა და სხვ. გამოსახულებით - ერთი მცირე გროვა. ხატი, ზომით 45X35 სმ (დაახლ.), შემკული ყოფილა სამი დიდი იაგუნდით და ასომთავრული წარწერით. იგი გაუნადგურებიათ 1926 წ. სექტემბერ-ოქტომბერში: ნაშთი გაბნეული იყო იატაკზე. ადგილობრივმა მკვიდრმა მასწავლებელმა ალექსანდრე კვიტაიშვილმა გადმომცა, რომ მას დიდი ხნის წინათ პალეოგრაფიული სისწორით გადმოუღია ხსენებული ხატის წარწერა, რომელიც შემდეგ ამოუკითხვინებია ვიღაც გენათელი ბერისათვის; ეწერაო: "ეს ხატი შემამწირავს ზაქარია კვიტაშვილსა"-ო. დღეს ეს წარწერა ხსენებულმა პირმა ვეღარ იპოვა თავის ქაღალდებში. ზაქარია კვიტასშვილი გვხვდება აგრეთვე ბარეულის დედა ღვთის ეკლესიის ხატიდან დარჩენილ წარწერაში (იხ. ბარეული)

2. (ქ.2199). სახარება-სამოციქულონი, ხუცურად ნაწერი, დამწვარი, დაზიანებული, ფურცელნაკლები.

3. (ქ.2200). რომელიღაც საეკლესიო წიგნის ნაშთი, ეტრატზე ნაწერი ხუცურად, 3 ფურცელი.

4. (ქ.2201). ჟამნი, ხუცურად ნაწერი, დაზიანებული, ფურცენაკლები.