topmenu

 

ჯოისუბანი (ჯვარისუბანი) - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია მონასტრები // რაჭა - ონის რაიონის ძეგლები>>>

ჯოისუბნის (ჯვარისუბნის) ეკლესია (ონის რ–ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ალადაშვილი ნ. ჯოისუბნის რელიეფები // საბჭოთა ხელოვნება. - 1978. - N7. - გვ.68-76. - სოფ. შრომისუბნის მახლობლად მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიის რელიეფების, როგორც შუა საუკუნეების ქართული პლასტიკური ხელოვნების ნიმუშების, დეტალური აღწერილობა; ძეგლის აგების დათარიღება; პარალელები სხიერისა და წებელდის ეკლესიების რელიეფებთან.ტექსტს ერთვის რელიეფების ფოტოები.

2. ბოჭორიძე გ. რაჭა–ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.228-231.  - ჯოისუბნის "მცხეთის" წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრება, შემკულობისა და წარწერიანი ქვის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო (სურ.67).

3. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. ჯოისუბანი // საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VIII. - ტფ., 1935. - გვ.326-329. - სოფ. ჯოისუბნის "მცხეთის" წმ.გიორგის სახელობის ერთნავიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ეკლესიის გარე ფასადის შესამკობად გამოყენებული სახიანი და წარწერიანი ქვებისა და სიძველეების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ეკლესიის აღმოსავკეთი სარკმლის, სამხრეთ და ჩრდილო კედლების ქანდაკებების ფოტოები (გვ.XVII-XIX).

4. ბერაძე თ. რაჭა. - თბ., 1983. - გვ.125. - "მცხეთის" წმინდა გიორგის სახელობის, XI-XIII საუკუნეების ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, წარწერების მიმოხილვა.

5. ჯოისუბანი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.120-123. ტექსტი ქართ. და ინგლ ენებზე. - სოფ.სევში მდებარე X საუკუნის დარბაზული ეკლესიის ხუროთმოძღვრების თაობაზე; რელიეფურ გამოსახულებებისა და მხატვრობის ანალიზი. ერთვის მიწისძვრის შემდეგ (1991 წ.) ძეგლისა და შემორჩენილი დეტალების ფოტოები.

6. შრომისუბანი (ძველი ჯოისუბანი) //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.). - თბ., 1980. - გვ.43-48. - ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი (მწერლის, ხარების რელიეფური გამოსახულებების, კალატოზის, წმ.თევდორეს რელიეფური გამოსახულების,გაბრიელ მამასახლისის, მაცხოვრის, წმ.პეტრეს, წმ.პავლეს, განკითხვის რელიეფური გამოსახულებების) წარწერების აღწერილობა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.20, 21, 22, 23, 26).

7. ალადაშვილი ნ. ლიტურგიის ასახვა საქართველოს ქვის რელიეფებზე (ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები) //AKADEMIA. ტ.2. - 2001. - გვ.75-80. - სხიერისა და ჯოისუბნის ეკლესიათა რელიეფების თემატური და სტილისტურ-იკონოგრაფიული მსგავსების შესახებ.

8. საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 სექტემბრის მიწისძვრის შედეგეად): ჯოისუბანი. - თბ., 1991. - გვ.28. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა X-XI სს. დარბაზული ტიპის, ჯოისუბნის მცხეთის წმ. გიორგის სახ. ეკლსიის შესახებ. აღნიშნულია თანადროული ორნამენტული და ფიგურული რელიეფები. მოცემულია ძეგლის ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ.

9. ლეჩხუმი. - თბ., 1983. - გვ.69-72. - ლეჩხუმის ერთადერთი გუმბათიანი ეკლესიის - მცხეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის თავისებურებებისა და მხატვრული გაფორმების ანალიზი. ტექსტს ერთვის ნაგებობის გეგმა, განაკვეთი, ფასადისა და სარკმელთა ფოტოები.

10. ჯოუისუბნისა და მრავალძალის ეკლესიათა საფასადო რელიეფები //რაჭა 1991: მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები. - თბ., 2008. - გვ.19-20. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - სოფ. ჯოისუბნის ე.წ. "მცხეთის" წმ.გიორგის სახ. ეკლესიის გამომსახველობითა და ორნამენტულ სახეთა მრავალფეროვნებით გამორჩეული საფასადო რელიეფების ვრცელი აღწერილობა, მხატვრულ-სტილისტური ანალიზი. განადგურდა 1991 წლის მიწისძვრის შედეგად. ტექსტს ერთვის ილუსტრაციები.

11. ჯვარისუბნის (ჯოისუბნის) წმ. გიორგის ეკლესია // კეზერაძე მ. ეგზარქოსის დროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.42. - 1811-1917 წწ. ჯოისუბნის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.