topmenu

 

შქმერი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ონის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა... // ეკლესია - მონასტრები>>>

შქმერი და ხარითვალი (ფოტ. გ. ხომასურიძის) - ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/media/set/?set=a.366886514200.150198.291794199200&type=1

შქმერი — სოფელი ონის რაიონში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე, მდ.ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: შქმერი, უშოლთა, ხარისთვალი). ზღვის დონიდან 1720 მ, ონიდან 25 კმ-ში. შქმერში არის რამდენიმე ეკლესია  უშოლთის წმინდა გიორგის, შუა უბნის წმინდა გიორგის სახელობის, ხარისთვალის "ქოლოსის" ეკლესიები და სხვ.. ასევე ჩამოედინება მდინარე ხეორისწყალი. სოფლის მახლობლად არის კარსტული მღვიმე.

გამოყენებული წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 61, თბ., 1987 წელი.

ქოლოსის ეკლესია ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/media/albums/?id=291794199200

შქმერის ეკლესიები (ონის რ-ნი), ბიბლიოგრაფი

1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.232-233. - მოკლე ცნობა სოფ.შქმერში მდებარე უშოლთის წმინდა გიორგის, შუა უბნის წმინდა გიორგის სახელობის, ხარისთვალის "ქოლოსის" ეკლესიებისა და მათი სიძველეების შესახებ.

2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. შქმერი //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VIII. - ტფ., 1935. - გვ.329-330. - მოკლე ცნობები სოფ. შქმერის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიების შესახებ.

3. შქმერის წ. გიორგის ეკლესია //კეზერიძე მ. ეგზარქოსის დროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.35. - 1811-1917 წწ. შქმერის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.

4. შქმერი  - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 61, თბ., 1987 წელი.

ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.232-233.

შქმერი ვახუშტით არის "დაბა დიდი, უვენახო, უხილო, მგზავსი სხვათა მთის ადგილთა და შვენიერ ზაფხულის ფრიად" (გეოგრ. 378). სოფელი შედგება სამი უბნისაგან: 1. უშოლთა (ქვემო უბანი). 2.შუა (მთავარი) უბანი და 3.ხარისთვალი (ზემო უბანი). თვითეულ უბანში თითო ეკლესია არის (МАК IV,122). უშოლთის წმ.გიორგის ეკლესია (უშლოთის ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა - შენიშვნა რედ. ლევან ფრუიძისა). ქვითკირის ერთნავიანი შენობაა ძველი დროისა; იგი დგას უბნის გარეთ. შუა (მთავარი) უბნის წმ.გიორგის ეკლესია ქვიტკირის ერთნავიანი შენობაა ახალი დროისა. ამ ეკლესიის მახლობლად არის "მოჭოხის" ძველი ეკლესიის ნანგრევები. ხარისთვალას "ქოლოსის" ეკლესია ქვიტკირის ერთნავიანი შენობაა ძველი დროის; იგი დგას უბნის აღმოსავლეთით 2 - 3 კილომეტრზე.

 

 

ფოტოების წყარო: https://www.facebook.com/media/albums/?id=291794199200

შქმერის მღვიმე