topmenu

 

წკადისი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა... // ეკლესია - მონასტრები>>>

ფოტოს წყარო:https://www.facebook.com/media/albums/?id=291794199200

წკადისი - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ხოტევის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 13 კილომეტრი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 336, თბ., 1987 წელი.

http://ka.wikipedia.org/wiki/_წკადისი


წკადისის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.149-150//საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VII. - ტფ., 1933. - გვ.227. - წკადისის წმ. გიორგის სახ. ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. წკადისის ქვედა ეკლესია //რაჭა 1991: მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები. - 2008. - გვ.26. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა XV საუკუნის დარბაზული ეკლესიის შესახებ.

3. წკადისის წმ. გიორგის ეკლესია //კეზევაძე მ. ეგზარქოასის დროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთასის., 2005. - გვ.38. - 1811-1917 წწ. წკადისის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.

4. წკადისი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, თბ., 1987 წელი, გვ. 336.

 

წკადისი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.149-150

წკადისის წმ.გიორგის ეკლესია ერთნავიანი შენობაა,  6X3,6 მ. ნაგები შირიმის ქვისა და კირისაგან; თაღი ფიცრისა აქვს: ხურავს ყავარი: კედლები შიგნით და გარეთ გალესილია კირით; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1; ტრაპეზი კედელზეა მიდგმული, სამკვეთლოც კედელთან არის გამართული. საკურთხეველში არის ორი პატარა თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით). საკურთხევლისავე მაღლა გადებულ "დირე"-სა და "სათავ"-ს და დასავლეთის კარებთან თაღისათვის შედგმულ ბოძს აქვთ ხაზოვანი ჭრილობები.

სიძველე:

ზარი, დაახლოებით 30 გირვანქა (გატანილია სკოლაში სკოლის ზარად).