topmenu

 

სალხინო ( რაჭა)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

 

სალხინოს ეკლესია, ბიბლიოგრაფია

1. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. სალხინო // საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VII. - ტფ., 1933. - გვ.224-225. - სალხინოს (ჭიჭინაძიანთ უბანი) ნასაჯვარევის მდებარეობა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ეკლესიის მდებარეობის შესახებ. შემორჩენილ სიძველეთა ნუსხა.

2. სალხინო - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.146-147

 

 

სალხინო - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.146-147

სალხინოს (ჭიჭინაძიანთ უბანი) ნასაჯვარევი მდებარეობს მდ.შაორის მარჯვენა მხარეს, უბნიდან 1 ვერსის დაშორებით. ძველად აქ ეკლესია ყოფილა. ადგილი მშვენიერია და შესაძლებელია ამ ადგილას იყო ვახუშტის მიერ მოხსენიებული სასახლე მეფეთა, რომლის შესახებ იგი წერს თავის გეოგრაფიაში: "აგარის... ჴევის შესართავს ზეით არს შაორი: აქა ყოფილა საზაფხულო სასახლე აწინდელთა მეფეთა, ადგილის მშვენიერებისა-თვის, კეთილ-აგარაკოვანი"-ო (გეოგრ.,374). ეკლესიას ჩვენამდე არ მოუღწევია: იგი დანგრეული და მიწაგადაფარებული ყოფილა. ეს ნანგრევი 1925-1926 წლებში გაუთხრია ადგილობრივ მცხოვრებ ანტონ ივანეს ძე ჭიჭინაძეს, მისი მასალა (ქვა) წაუღია და თავისი საცხოვრებელი სახლი აუშენებია. დღეს აღნიშნულ ადგილას ადგილას პატარა ქვებისა და კირის მეტი აღარაფერი ყრია. ხსენებული პირის ეზოში 1927 წელს ვნახე კანკელის შესანიშნავი ჩუქურთმიანი ქვები, რომლებიც ჯერ შენობაში დადებული არ იყო. მიუხედავად ორგზის გაფრთხილებისა, რომ ქვები დაცული უნდა ყოფილიყო და რომ საბოლოოდ დასაცავად ისინი გადატანილი იქნებოდენ ნიკორწმინდას, მას ერთი ფიქალი ბუხრის თავზე დაედვა „კალმის ქვა“-დ ("კალმის ქვა" ეწოდება ბუხარზე "ფიტოხის" (გამოწეული ქვის) ზევით მდებარე ქვას), ხოლო მეორე ფიქალი კი კალატოზ ბიჭია ივანეს ძე ქემოკლიძეს გაეტეხა და ერთ სვეტთან ერთად თავის სახლში წაეღო სოფ.თლუღს. 1930 წელს ადგილობრივ დამხვდა მარტო ორი სვეტი და ერთი სვეტის ნატეხი, რომელიც გადავიტანე ნიკორწმინდას და მოვათავსე ეკლესიაში. დანარჩენი ქვების იქვე გადატანა დაევალა ნიკორწმინდის სიძველეთა დაცვის რწმუნებულს ნ.კანდელაკს და ადგილობრივ ხელისუფლებას. ეს ქვებია: კანკელის ფიქალი და სვეტი (იხ. სურ.1)სურათი გადაღებულია ჭიჭინაძის ეზოში 1927 წელს, როდესაც ქვები ჯერ ისევ მთელი იყო. აღწერილი არიან მარჯვნიდან მარცხნივ: ჯერ ფიქალები, მერმე სვეტები)

1. ფიქალი, ქვედა მარცხენა კუთხეატეხილი, 89 (91,5 სმ.)

2. ფიქალი, ძლიერ დაზიანებული, 64X63

3. სვეტი, 104X15,5 სმ.

4. სვეტი დაზიანებული, 64X13,5 სმ.

5. სვეტის ნატეხი, 43X14 სმ.

6. სვეტი, დაზიანებული, 84X14 სმ.

ჩუქურთმა შესანიშნავი ნამუშევარია და ეკუთვნის XIV - XV სს.