topmenu

 

აგარა (რაჭის)

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

აგარა - სოფელი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ჭელიაღელის თემში. მდებარეობს მდინარე ხოტეურას სათავეში. ტყიბული-ამბროლაურის გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. ამბროლაურიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, ჭელიაღელიდან - 1კმ. სოფელში ორი ეკლესიაა - აგარის წმინდა გიორგის, აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები. აგარაში ძირითადად შემდეგი გვარის წარმომადგენლებები სახლობენ - აბუთიძეები, ბიბილაშვილები, მესხები, მომცელიძეები, ტურძილაძეები.  მოსაზღვრე სოფლებია: ჭელიაღელე, უყეში, თლუღი და ხოტევი.

http://ka.wikipedia.org/wiki

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 52, თბ., 1975 წელი.

აგარა (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბერაძე თ. რაჭა ფეოდალურ ხანაში //ისტორიული გეოგრაფიის კრებული V. - თბ., 1975. - გვ.134. - მოკლე ცნობები სოფელ აგარაში მდებარე რაჭის უძველეს ეკლესიაზე.
2. ბოჭორიძე გ. //რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.146. - ცნობები აგარის ეკლესიის სიძველეთა შესახებ.
3. თაყაიშვილი ე. არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში. - თბ., 1963. - გვ.39-44. - ქვის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.ძეგლის ფრესკებისა და მხედრული წარწერების ანალიზი.
4. მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. სოფელი აგარა //მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა. ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წიგნი 1. -თბ., 2011. - გვ.204-206. - წმ. გიორგის სახ. სოფლის უგუმბათო, ქვის ეკლესიის შესახებ. მოცემულია მერაბ წულუკიძის მიერ შემოწირულებათა ნუსხა.
5. აგარას წმ. გიორგის ეკლესია //კეზევაძე მ. ეგზარქოსობის დროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. ქუთაისი., 2005. - გვ.10. - აგარის წმ. გიორგის ეკლესიაში 1811-1917 წწ. მოღვაწე მღვდლების ნუსხა.
***

აგარა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.146

აგარის ეკლესია ქვიტკირის ერთნავიანი შენობაა, ახალი დროის

სიძველე:

(ქ.1926). ვერცხლზე ნაჭედი წმ.გიორგის ხატის ნაშთი - ფიცარი, 126,5 სმ X 75,5 სმ, რომელსაც შეჭედილობიდან შერჩენია მხოლოდ ერთი ნაგლეჯი ძირა ნაწილში და მარჯვენა და მარცხენა აშიები; ნაგლეჯი შემკულია ჭედილი სახეებით და ასომთავრული წარწერით, აშიები კი ჭედილი მცირე ხატებით; მარჯვენა - ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლისა,  მარცხენა - ნათლისმცემლის ხატით, ფიცრიდან აგლეჯილია და ცალკე ინახება შეჭედილობის ერთი ნაწილი ოთხ და ხუთ მცირე (სულ - 9) ნაჭრად, რომელნიც შემკული არიან აგრეთვე ჭედილი სახეებით. ხატი გაუნადგურებიათ 1923-1924 წლებში.

წარწერა:

"წმიდაო გიორგი შეიწყალე ეკნუქიძე მოძღვარი საბა, მისი შვილი ზოსიმე, გავაშელი, წმიდაო გიორგი, უშველე მამუას, დავითსა“. ძეგლის ნაშთი და წარწერა ეკუთვნის XVI- XVIII სს.