topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხოტევი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ხოტევი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:სხარტალი, წკადისი). ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს:იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: "ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?" ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე გავრცელებულა.წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში შედგენილ წერილობით ძეგლში "ნიკორწმინდის დაწერილი". სოფელი ხოტევი ისტორიულად წულუკიძეთა სათავადოში, საწულუკიძეოში შედიოდა. იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო ხოტევი წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. 1650-1652 წწ. იმერეთსი ელჩობის დროს ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი ხოტევს იხსენიებენ იმერეთის ქვეყნის ქალაქებს შორის. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: „სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ.“ XIX საუკუნეში აქ ერთხანს რაჭის ადმინისტრაციის ცენტრი იყო. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და XVI-XVII სს. ციხის ნანგრევები.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 503, თბ., 1987 წელი.

დავით კაციტაძე, სოფელ ხოტევის ისტორიიდან, ძეგლის მეგობარი, 62, თბ. 1983 წ. გვ. 55-59

ჯაბა ლაბაძის ფოტო (http://ka.wikipedia.org/wiki/)

ხოტევის ეკლესიები (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. კაციტაძე ი. სოფელ ხოტევის ისტორიიდან //ძეგლის მეგობარი. - 1983. - N63. - გვ.55. - ხოტევის ეკლესიის აგების ისტორია, ცნობები ნანგრევებში შემორჩენილი წარწერისა და მოხატულობის თაობაზე. ვახუშტი ბატონიშვილისა და სხვა მოგზაურთა ცნობები ხოტევის ციხის შესახებ.

2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ. - სოფ. ხოტევის ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილი ჩუქურთმიანი და წარწერიანი ქვის აღწერილობა. მოხსენიებულია ხოტევის ციხე.

3. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები.ხოტევი //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.V. - ტფ., 1930. - გვ.220-223. - ხოტევის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნანაგრევებისა და იქ აღმოჩენილი წარწერებიანი ქვების აღწერილობა.

4. ბერაძე თ. რაჭა. - თბ., 1983. - გვ.89-91.. - ეკლესიის წარწერების,ციხისა და ეკლესიის სიძველეთა შესახებ.

5. სოფელ ხოტევის ისტორია და თანამედროვეობა //კაციტაძე ჯ. ხოტევი და ხოტეველები. - თბ., 2004. - გვ.18-19. - მოკლე ცნობა ხოტევის მთავარანგელოზის სახ. XIX საუკუნის შუა ხანებში აგებული გუმბათიანი ეკლესიისა და, სავარაუდოდ, XVII საუკუნის ციხის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ეკლესიისა და ციხის ფოტოები.

6. ხოტევი // ჟ."რაეო". - 2000 (აგვ.). - N8. - გვ.9.

7. მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. სოფელი ხოტევი //მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწელობა. ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი. წიგნი 1. - გვ. 206-220. - თავად წულუკიძეების მიერ მე-17 საუკუნეში აგებული, მთავარანგელოზის სახ. უგუმბათო, ქვის ეკლესიის, სიძველეების-ფრესკების, კედლის წარწრების, ხატების, ხელნაწერების დეტალური აღწერილობა.

8. ხოტევის მთავარანგელოზთა ეკლესია // კეზევაძე მ. ეგზარქოსისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.42. - 1811-1917 წწ. ხოტევის მთავარანგელოზთა სახ. ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.

 

 

 

 

***********************************************************************************

ხოტევი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.142- 145

ხოტევის მაცხოვის ეკლესია ახალი დაქცეულია; იგი ერთნავიანი შენობა ყოფილა, ნაგები 1676 წელს თლილი ქვისა და კირისაგან მოხატული შიგნით; მისთვის ადრევე სახურავი მოუხდიათ, ხოლო 1924 წლის გაზაფხულის დამლევს ის საძირკვლამდე დაუნგრევიათ...<<ტექტი სრულად აქ...<<