<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
იწა - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, ქვემო კრიხი, შუა კრიხი). ზღვის დონიდან 640 მეტრი, ამბროლაურიდან 1 კილომეტრი.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, გვ. 289, თბ., 1980 წელი.
http://ka.wikipedia.org/wiki/იწა
იწის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. იწას მთავარანგელოზთა სახ. ეკლესია //კეზერაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 200. - გვ.19. - 1811-1917 წწ. იწას ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების სია.
2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.142.
იწა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.142
იწის ეკლესიის სიძველე:
(ქ.1887) ვერცხლზე ნაჭედი მთავარანგელოზების ხატი., გადაკრული ფიცარზე, 34,5X25,5 სმ. ძლიერ დაზიანებული. მთავარანგელოზებს თავზე აქვთ ასომთავრული წარწერები: წ~ჲ მქ~ლ, ანუ: წმიდაჲ მიქელ და წ~ი გბ~ლ, ანუ წმიდაი გაბრიელ. ხატს მარჯვენა მხარეს აშიის ადგილას დაკერებული აქვს ვერცხლის ფურცელი ასომთავრული წარწერით; ეს ფურცელი სხვა ხატიდან უნდა იყოს აღებული, რასაც ამტკიცებს ის, რომ მისი ორნამენტები სხვა არის, ხოლო ხატის არისა და აშიებისა კი სსვა.
საკერებლის წარწერა:
...რო: შ~ე: ცოდვჲლი:. ხუ(ტ)ლაბ...
იკითხება: [...]რო (?) შეიწყალე ცოდვჲლი ხუტულ (თუ ხუტლუ?) აბ[აშიძე?].
|