topmenu

 

ვარძია

<უკან დაბრუნება...<<<ციხე - ქალაქები და სხვა ნაგებობანი>>>

მ. ღუღუნიშვილის  ფოტო -  გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ვარძია -

 

 

 

 

 

 

***********************************************************************************

ვარძია // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ.65-66

ვარძია ერთი ყველაზე პოპულარული ძეგლთაგანია საქართველოში. მას ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, თუმცა იგი დაშორებულია ცენტრებს. აქაც მონასტერი იყო. იგი გიორგი III დაარსა და დაამთავრა მისმა ასულმა თამარ მეფემ, ე.ი. ეს ძირითადად XII საუკუნის ძეგლია, თუმცა, რა თქმა უნდა, მშენებლობა არც შემდეგ შეწყვეტილა და აქ უფრო გვიანდელი ნაწილებიც არსებობს....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: ვარძია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 - გვ. 102-104.

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია მდებარეობს ასპინძისაგან 25 კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირას. ვარძიის მშენებლობა დაკავშირებულია მეფე გიორგი III (1156 – 1184 წლები) და თამარ მეფის სახელებთან, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვაბულები აქ გაცილებით ადრეც უნდა ყოფილიყო. გამოქვაბულები, რომელთა რიცხვი 600 - ს აღემატება, გაშლილია 900 მეტრის მანძილზე და განლაგებული არიან რამდენიმე იარუსად, ზოგჯერ შვიდამდე. ქვაბულები დაჯგუფებულია კომპლექსებად, რომლებიც შედგება გადასასვლელებით დაკავშირებული ოთახებისაგან....<<ტექსტი სრულად აქ...<<