topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ამბროლაური
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. ამბროლაურში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

************************************************************************************

ამბროლაური - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.137-142

ამბროლაური მოხსენებული აქვს ვახუშტის თავის გეოგრაფიაში. იგი წერს: "ამბროლაურს ყოფილა სასახლე აწინდელთა მეფეთა ადგილის შემკობილებისა-თვის"-ო (გეოგრ.374). სასახლისა დღეს ნაშთიც აღარ არის. ისტორიული ადგილი კი, სახელდობრ, დღევანდელი სკოლის ეზო და მიდამო ახლაც ისევ შემკულია ბუნებით და საუცხოო სანახაობას წარმოადგენს ზაფხულში; ეს არის მცირე, ოდნავ ამაღლებული ლამაზი და მშვენიერი ვაკობი...<<ტექსტი სრულად აქ...<<

 

 

 

ამბროლაური, ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები //საქართველოს მუზეუმის მოამბე VII. - 1933. - გვ.216 -220. - ამბროლაურის სკოლის ეზოში და მის მიდამოებში მდგარი კოშკისა და ეკლესიის ნანგრევების დახასიათება.

2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.137-142. - ამბროლაურის კოშკის, ეკლესიის ნანგრევებისა, ჩუქურთმებიანი და წარწერებიანი ქვებისა და სიძველეების აღწერილობა.

3. მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ამბროლაური //მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა. ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წიგნი 1. - თბ., 2011. - გვ.423-424. - თლილი ქვით ნაგები ეკლესიის მოკლე ისტორია და აღწერილობა. კედლის წარწერების ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: მ. ბროსე, მაჩაბლები.

3. ამბროლაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია // კეზევაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.10. - 1811-1917 წწ. ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების სია.

4. ამროლაური - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.137-142 -