There are no translations available.
<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. ამბროლაურში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.
************************************************************************************
ამბროლაური - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.137-142
ამბროლაური მოხსენებული აქვს ვახუშტის თავის გეოგრაფიაში. იგი წერს: "ამბროლაურს ყოფილა სასახლე აწინდელთა მეფეთა ადგილის შემკობილებისა-თვის"-ო (გეოგრ.374). სასახლისა დღეს ნაშთიც აღარ არის. ისტორიული ადგილი კი, სახელდობრ, დღევანდელი სკოლის ეზო და მიდამო ახლაც ისევ შემკულია ბუნებით და საუცხოო სანახაობას წარმოადგენს ზაფხულში; ეს არის მცირე, ოდნავ ამაღლებული ლამაზი და მშვენიერი ვაკობი...<<ტექსტი სრულად აქ...<<
ამბროლაური, ბიბლიოგრაფია:
1. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები //საქართველოს მუზეუმის მოამბე VII. - 1933. - გვ.216 -220. - ამბროლაურის სკოლის ეზოში და მის მიდამოებში მდგარი კოშკისა და ეკლესიის ნანგრევების დახასიათება.
2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.137-142. - ამბროლაურის კოშკის, ეკლესიის ნანგრევებისა, ჩუქურთმებიანი და წარწერებიანი ქვებისა და სიძველეების აღწერილობა.
3. მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ამბროლაური //მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა. ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წიგნი 1. - თბ., 2011. - გვ.423-424. - თლილი ქვით ნაგები ეკლესიის მოკლე ისტორია და აღწერილობა. კედლის წარწერების ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: მ. ბროსე, მაჩაბლები.
3. ამბროლაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია // კეზევაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.10. - 1811-1917 წწ. ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების სია.
4. ამროლაური - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.137-142 -
|