topmenu

 

სადმელი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ფოტოების წყარო:https://www.facebook.com/media/set/?set=a.296731324200.140135.291794199200&type=3

სადმელი - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა და მდინარე რიცეულის მარცხენა მხარეს. სადმელის თემი შედის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში და მოიცავს ხუთ სოფელს: სადმელს, კლდისუბანს, ბოსტანას, ღვიარას და ძირაგეულს. თემის საერთო ფართობია 1430 კვ.მ. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 500-600 მეტრის სიმაღლეზე და 4-5 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ ამბროლაურს.  ზღვის დონიდან 760 მეტრი. სადმელის თემი მდიდარია ისტორიული ნაგებობებით: ღვთისმშობლის სახელობის კლდისუბნის ეკლესია (IX-X, სადმელი), წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XI, სადმელი), სამების ეკლესია (სადმელი), კოშკი ნაციხურა – იაშვილების “პირველი” სამოსახლო (სადმელი), კლდისუბნის ციხესიმაგრის კომპლექსი “საიაშვილო” (სადმელი), წმინდა თევდორეს ეკლესია (IX, ღვიარა), ჯვარცმის მცირე ეკლესია (XIV, ღვიარა), “სოჩბის” წმინდა გიორგის ეკლესია (ღვიარა), საჯვარე – სალოცავი მუხები (ბოსტანა), ძირაგეულის ეკლესიის ნანგრევები. თემში ჩამოდის მდინარეები: კაპის წყალი, ჟრინავი, შავი ღელე, მათგან გამოდის მდინარე რიცეულა. აღნიშნული მდინარეები, განსაკუთრებით შავი ღელე სავსეა კალმახით. “ცივწყალას” ტერიტორიაზე არის ჩანჩქერები. სოფელ ღვიარაში ჩამოდის ღელე ღვიარულა. თემის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნებრივი ეხები (პატარა გამოქვაბულები).

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VIII, გვ. 622, თბ., 1984 წელი.

http://ka.wikipedia.org/wiki_სადმელი

სადმელის თემი შედის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში და მოიცავს ხუთ სოფელს: სადმელს, კლდისუბანს, ბოსტანას, ღვიარას და ძირაგეულს. თემის საერთო ფართობია 1430 კვ.მ. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 500-600 მეტრის სიმაღლეზე და 4 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ ამბროლაურს.  2009 წლის მონაცემებით სადმელის თემის მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა 1750-ს შეადგენდა. ზაფხულობით თემის მოსახლეობის რაოდენობა დამსვენებლების ხარჯზე ბევრად იზრდება. ყველაზე მეტი მოსახლე სოფელ სადმელში ცხოვრობს. სადმელის თემში მდებარეობს 10 ეკლესია. სოფლები უბნებად, ძირითადად, გვარების მიხედვით არის დაყოფილი, თუმცა აქ სხვა ტოპონიმებიც გვხვდება: კლდისუბანი (სოფელი სადმელი) - უბანი კლდეებით არის გარემოცული, ქედი (სადმელი) - სოფლის ყველაზე მაღალი ადგილია, “სამგლია” (სადმელი) – ცნობილი იყო მგლების ხშირი შემოსევით, კანაფეური (სადმელი) - ადრე აქ იყო კანაფის ნათესები, რომლითაც თოკებს ამზადებენ, ქედი კალო (სადმელი) - ადრე ყოფილა სოფლის ჭირნახულის გასანაწილებელი ადგილი (ბეღლები, ფერმა, წისქვილი). მეღვინეობა ტრადიციული დარგია. თემში შემდეგი ყურძნის ჯიშის ვენახებია გაშენებული: ალექსანდროული, მუჯურეთული, მწვანე, რაჭული თეთრა, ძველშავი, რქაწითელი, ცოლიკაური და საფერავი. სადმელში მზადდება ცნობილი ნახევრადტკბილი ღვინო “ხვანჭკარა.”

http://www.georgia-racha.ge/ge/main.php?id=1253168970~

http://www.georgia-racha.ge/ge/search.php

 

სადმელი (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერაძე ტ. რაჭა ფეოდალურ ხანაში //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ.5. - თბ., 1975. - გვ.148. - მოკლე ცნობა სოფ. სადმელში შემორჩეილ ციხე-დარბაზისა და ეკლესიის შესახებ.

2. მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. სადმელი //მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა. ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წიგნი 1.- თბ., 2011. - გვ.422 - დეკანოზ იოსებ ჭიჭინაძის 1827 წლის მონაცემები ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიებზე.

3. სადმელის წმ.სამების ეკლესია. სადმელის წმ.გიორგის ეკლესია // კეზერაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.26. - 1811-1917 წწ. სადმელის ეკლესიებში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.

4. სადმელი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ. 136-137

სადმელი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ. 136-137

 

I. სადმელის თემის ეკლესიების სიძველენი, წამოღებული ადგილობრივი გლეხკომის საწყობიდან:

1. (ქ.1878). ბეჭდები --

ა. თვლიანი პირადი ბეჭედი წარწერით თვალზე.

ბ. დაბალი ლითონის თვლიანი ბეჭედი 8 ცალი.

გ. დაბალი ლითონის უთვლო ბეჭედი 2 ცალი.

2. (სსსმ). დაბალი ლოთონის თვლიანი ბეჭედი - 1 ცალი.

3. (1879). ა. თვლიანი საყურე 2 ცალი; ბ. მძივები 4 ცალი,

4. (ქ.1881). ა.სპილენძის ფული რუსუდან დედოფლისა 1 ცალი; ბ.სპილენძის ფული აღმოსავლური 1 ცალი.

5. (ქ.1880). ფიცრის კიდობანი, შემკული ჩუქურთმიანი სახეებით, ფეხმოტეხილი.

II. სადმელის ეკლესიის სიძველე, დაცული ადგილობრივი მცხოვრების ივანე სიმონის ძე ჩიტალაძის სახლში:

დაბალ ვერცხლზე ნაჭედი წმ.გიორგის ხატი, 17,5X14 სმ (გადაკრული ფიცარზე), შემკული 2 დიდ-პატარა, წმ.გიორგი მჯდომარე ცხენზე. ხატი დაბალი ხელოვნებისაა, ეკუთვნის XVIII ს.

III. სადმელის მცხოვრების დეკანოზ კერესელიძის მიერ შემოწირული სიძველე: (ქ.1888). რომაული ვერცხლის ფული - 1 ცალი.