topmenu

 

კლდისუბანი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ფოტოს წყარო:https://www.facebook.com/media/set/?set=a.296731324200.140135.291794199200&type=3

კლდისუბანი - სოფელი ამბროლაურის რაიონში (სადმელის საბჭო), მდებარეობს მდინარე რიცეულის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ამბროლაურიდან 6 კილომეტრში.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, გვ. 553, თბ., 1980 წელი.

ფოტოს წყარო: http://borbolia777.wordpress.com/2011/05/28/gelit-sadmeli/

კლდისუბანი (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხეები: კლდისუბანი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002.- გვ.282-283. - მდ.რიცეულასა და რიონის შესართავთან მდებარე, გეგმით სამკუთხა ციხის არქიტექტურული დახასიათება. ციხის მფლობელებად დასახელებული არიან იაშვილები.

2. კლდისუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V.- თბ., 1980.- გვ.553. - მოკლე ცნობები სოფ. კლდისუბნის მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ.

3. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.133-136. - სოფ. კლდისუბანში დაცული ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებისა და სიძველეთა აღწერილობა.

4. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. კლდისუბანი //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VII. - ტფ., 1933. - გვ.213-215. - ღვთისმშობლისა და "ციხის" წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებისა და იქ დაცულ სიძველეთა შესახებ.

5. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. - 1983. - გვ.116-119. - იაშვილების სასახლის კომპოზიციისა და მშენებლობის ტექნიკის შესახებ. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

ფოტოს წყარო: http://borbolia777.wordpress.com/2011/05/28/gelit-sadmeli/

კლდისუბანი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.133-136

კლდისუბანს არის ორი ეკლესია: ღვთისმშობლისა და "ციხისა" წმ.გიორგისა.

1.ღვთისმშობლის ეკლესია დგას ქვედა სოფელს, მდ.რიცეულის მარცხენა მხარეს. ვახუშტი ამ წყალს სადმელის ხევს უწოდებს (ვახ. საქგეოგრ., ბრ. გამ 374); სოფ.სადმელი აქვე მეზობლად მდებარეობს. აგებულებით იგი გარედან წააგავს სამნავიან ბაზილიკას, ხოლო შიგნით კი წარმოადგენს სამ შენობას: ერთს დიდ ეკლესიას (დღეს შუა ნაწილი), შედარებით ახალს, მეორეს - პატარა ეკლესიას (სამხრეთი ნაწილი), ძველს და მესამეს - გალერიას თუ რაღაც გრძელ შენობას (ჩრდილო ნაწილი), დიდი ეკლესიის თანამედროვეს (?). სამივე ეს შენობა ცალ-ცალკე ნაწილს წარმოადგენს, ისინი ორგანულად არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული; პირველი ორი კარგად არის დაცული, მესამეს კი დასავლეთი მხარე დაქცეული აქვს. ყველა ნაგებია შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან, თაღები ქვიტკირისა აქვთ, ხურავთ ყავარი. შირიმის ქვას ადგილობრივ უწოდებენ: სპონტიოს, პონტიკის და პოლტიკის ქვა. დიდი ეკლესია (შუა ნაწილი) ერთნავიანი შენობაა, 10X4,2 მ. შიგნით გალესილია კირით, თაღი კარგად არის შენახული; კარი აქვს დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით (უკანასკნელი ორი გვერდის შენობებში გადის). სარკმელი აღმოსავლეთით - 1, დასავლეთით - 1; ტრაპეზი საკურთხევლის შუაში დგას. საკურთხეველში არის ორი დიდი თახჩა: ერთი ჩრდილოეთით, მეორე სამხრეთით: ჩრდილოეთის თახჩაში სამკვეთლო უნდა ყოფილიყო გამართული სამხრეთისაში სალარო. პატარა ეკლესიაც (სამხრეთი ნაწილი) ერთნავიანი შენობაა, 3,7X3,3 მ. მას კარნიზებად აქვს მოთეთრო ქვა, შემკული ჩუქურთმით; სამხრეთ კედელში (გარედან) დატანებულია ჩუქურთმიანი სვეტის ორი ნატეხი; ერთი კარის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. კარის ძირსაც დევს ამგვარივე ქვა; იგი პირით შიგნით არის შებრუნებული და მასაც ჩუქურთმა უნდა ჰქონდეს; ყველა ეს ნატეხი ეკლესიის განახლების დროს მოჰყვებოდნენ აქ. კარი ეკლესიას აქვს სამხრეთით და ჩრდილოეთით (უკანასკნელი დიდ ეკლესიაში გადის): სარკმელი - აღმოსავლეთით - 1, დასავლეთით - 1. საკურთხეველი ორი საფეხურით არის ამაღლებული შუა ეკლესიიდან. კანკელი ქვიტკირისაა: შენახულია კედელი სიმაღლით 1 მ. მას აქვს მხოლოდ აღსავლის კარი. კანკელის წინა პირი შემკული ყოფილა ქვის სვეტებით და კამარებით, რომლებიც დღეს თითქმის სულ დანგრეულია: ესენია:

1. ქვის სვეტი, 118X22X21 სმ, ოთხკუთხი, შემდგარი ყვავილთა სახეებით.

2. ქვის სვეტი, 218X21X20 სმ, ოთხკუთხი, შემდგარი ყვავილთა სახეებით.

3. ქვის სვეტი, 92X18X17 სმ, ოთხკუთხი, შემდგარი ყვავილთა სახეებით.

4. ქვის სვეტი, 63 სმ. სიმაღლით, მრგვალი.

5. ქვის სვეტი, 53 სმ.

6. აღსავლის კარის კამარის ქვა, 68X117X13სმ, სადა.

7. კამარის ქვა, 65X97X11 სმ, შემკული ჩუქურთმით.

8. კამარის ქვა, 58X75X11 სმ, შემკული ჩუქურთმით.

ამ ქვებიდან პირველი ნომრით აღწერილი თავის პირვანდელ ადგილას დგას - ჩრდილოეთ კუთხეში, მეორე გადმოქცეულია და თავის ადგილსავე გდია, დანარჩენი კი ყველა დასავლეთ კედელთან აწყვია (შიგნით). ტრაპეზი კედლზეა მიდგმული; სამკვეთლო აღარა სჩანს სად იყო; საკურთხეველში არის თახჩა. გალერეიდან თუ რაღაც გრძელი შენობიდან (ჩრდილო ნაწილი), მთლიანად შენახულია მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი, დასავლეთი ნაწილისა კი მარტო ნაწილიღა ჩანს, შენახული ნაწილი ზომით არის 4,3X2,1 მ;  კარი აქვს დასავლეთით და სამხრეთით (უკანასკნელი დიდ  ეკლესიაში გადის); სარკმელი - აღმოსავლეთით -1.

სიძველენი:

1. ფიცარზე ნახატი ჩვილედი ღვთისმშობლის ხატი, 28,4X21,2  სმ. შეჭედილი ვერცხლით, რომელიც დაფერილია ოქროს წყალში და შემკული 21 თვლით (აკლია 1 თვალი) და მარგალიტის და სადაფის მძივებით. ხატის ზედა აშიასა და მარჯვენა გვერდის აშიის ზევითა ნაწილზე ყვავილოვანი სახეებია გამოყვანილი, ხოლო იმავე მარჯვენა გვერდის აშიის ქვედა ნაწილი, ძირა და მარცხენა გვერდის აშიები კი უჭირავს ასომთავრულ წარწერას:

აშიების წარწერა იწყება მარჯვენა აშიიდან (სტრიქონი 1), მერმე გადადის ძირა აშიაზე (სტრიქონი მე-2) და ბოლოს თავდება მარცხენა აშიაზე (სტრიქონი მე-3).

„ქწ. ესე ყოვლადწმიდის ხატი მოვჭედე მე, ჯავახ 275, თანამეცხედრემა ჩემმა ასთანდარ საოხად და სახსრად სულისა ჩვენისა“. (275.ადგილობრივი მცხოვრები იაშვილები ჯავახს თავიანთ წინაპრად თვლიან)

2. სპილენძის ლანგარი მხედრული წარწერით: „ქ.: სვეტის:. ცხოვლისა:. არის ვინც მოიპაროს:. ისიმც:. რისხავს:. ქკ~ს:. უკზ:.“.

შენიშვნა: ორივე ზემოაღწერილი სიძველე დაცულია ადგილობრივი მცხოვრების აკაკი გიორგის ძე მხეიძის სახლში.

3. (ქ.2770). ბრინჯაოს ჩაფრასტი, ანუ ღილი სარტყლისა, შემკული ცხოველთა სახეებით, საზიანებული.

II. „ციხის“ წმ.გიორგის ეკლესია დგას კლდის კუთხის მცირე წვერზე ზედა სოფლიდან 1 ვერსის დაშორებით; მას აღმოსავლეთით დაქანებული კლდე აქვს, სამხრეთით ოდნავი ვაკე და ისევ დაქანებული კლდე. დასავლეთით შედარებით საკმარისი კლდიანი ვაკე და ჩრდილოეთით პატარა კლდე და ძირს ვაკე; გზა შეუდის ჩრდილო დასავლეთი მხრიდან იგი ერთნავიანი შენობაა, 5,6X3,55 მ ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან, დგას მარტო კედლები, რომლებიც შიგნით და გარეთ გალესილია კირით; აღმოსავლეთი კედელი გარღვეულია ფანჯრის ხაზზე ზევიდან ქვევით. ეკლესიას ჰქონია ფიცრის სახურავი და ხურებია ყავარი, რომელიც გადაუხდია ქარს. იატაკად დაგებულია ცემენტი; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი - აღმოსავლეთით -1. სამხრეთით -1. ტრაპეზი კედელზე ყოფილა მიდგმული, ახლა დანგრეულია. საკურთხეველში არის ორი თახჩა. ეკლესიას გარშემო ჰქონია გალავანი (ციხე): შესაძლებელია ამის გამო ეწოდება მას სახელი „ციხისა". ეკლესიის აღმოსავლთით და ჩრდილოეთით არის ბზის ტყე, რომელიც დაუზიანებიათ უკანასნელ ხანს. ადგილობრივ პირთა გადმოცემით ეკლესიასთან სცოდნიათ თემობა გიორგობას (ნოემბრის 10-ს) და ელიობას (ზაფხულში): „ჯერ აქ დასხდებოდენ თემად და მერმე სოფელში ჩავიდოდენ და იქ თემოდენ“-ო. ღამის თევა სცოდნიათ გიორგობას.

სიძველე: (ქ. 2769). რკინის ზრო, ანუ ისრის წვერი - 15  ცალი