topmenu

 

მარტყოფის მონასტერი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია,
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


მარტყოფი (გარდაბნის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ - თბ., 1958. - გვ.69-70. - აღწერილია მარტყოფის ანუ ღვთაების სახელობის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობები, მოცემულია ძეგლის ისტორია.

2. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. -თბ., 1961. - გვ.112 -  114. მარტყოფის მონასტრის მთავარი ტაძრის, სამლოცველოს, სამრეკლოს, მლოცველთა სახლისა და სოფლის ეკლესიის წარწერების ანალიზი.

3. გიორგაძე გ. მათ ახალთ აღგიდგინონ, შენ დიდების დღენია //ძეგლის მეგობარი. - 1991. -გვ.73. - ცნობები საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების მიერ მარტყოფის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასა და სამრეკლოზე, ვეჯინის არქიტექტურული კომპლექსის ნაწილსა და აფნიის წმინდა გიორგის ეკლესიაზე 1990 წელს ჩატარებულ სამუშაოებზე.

4. კოშკები: მარტყოფი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962.- გვ.158-163. რეზ. რუს. ენაზე.  - თუშმალიშვილებისა და შინჯიკაშვილების კოშკების აგების სავარაუდო თარიღი, ხუროთმოძღვრულუ დახასიათება და გეგმა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.52-54; ტაბ.XXXVI/1,2; XXXVII/1,2).

5. კოშკები: მარტყოფი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.201. - მოკლე ცნობა თუშმალიშვილების კოშკის შესახებ. ტექსტს ახლავს კოშკის ფასადის დეტალის ფოტო.

6. ილურიძე მ. მატერიალური კულტურის ძეგლები სოფელ მარტყოფში //ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი. ტ.V. - თბ., 2003. - გვ.220-228. - სოფ.მარტყოფში შემორჩენილი გუგუნაანთ ციხის, თუშმალიშვილების კოშკის, მთავარანგელოზის ეკლესიის, შინჯიკაშვილების კოშკისა და "ძამაანთ ციხის" შესახებ.

7. მათიაშვილი ა. მარტყოფის ისტორიიდან //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის ...სერია. - 1963. - N1. - გვ.98-130. - მარტყოფის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების:ღვთაების მონასტრის, ოთხსართულიანი სამრეკლოს, ანტონის კოშკის, მარტყოფის ტაძრისა და სამოქალაქო ხასიათის არქიტექტურული ნაგებობათა ვრცელი აღწერილობა.

8. მათიაშვილი ა. მარტყოფის ღვთაების მონასტერი. - თბ., 1963. - 13 აგვისტო. - მონასტრის ისტორია, გეოგრაფიული გარემო და ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მონასტრის დამაარსებლად მოხსენიებულია ანტონ მარტყოფელი.

9. მათიაშვილი ა. მარტყოფის წარსული და აწმყო. - თბ., 1971. - გვ.9-14. - მარტყოფის მონასტრისა და ანტონ მარტყოფელის მოღვაწეობის მოკლე ისტორია.

10. კოშკები: მარტყოფი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ.მ, 1988. - გვ.174. - თუშმალიშვილების ცილინდრული ტიპის კოშკის აღწერილობა. ტექსტს ახლავს მარტყოფის კოშკის დეტალის ფოტო.

11. მარტყოფის მონასტერი //მწყემსი.-1890.-N11.-გვ.9-10. - მარტყოფის კომპლექსში შემავალ ნაგებობათა აღწერილობა და მათი აგების ისტორია.

12. ქუთათელაძე ა. მარტყოფი და "ხელთუქმნელი" ღვთაების ეკლესია //კვალი.-1897.-N31.-გვ.577-579. - სოფ. მარტყოფის ისტორია. სოფლის ეკლესიაში დაცული წარწერის შესახებ. ძეგლის ამგებად მოხსენიებულია რუსთავის მღვდელმთავარი სტეფანე.

13. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.318. - მოკლე ცნობები მარტყოფის სამონასტრო კომპლექსიის შესახებ.

14. შინაური ქრონიკა //დროება. - 1883 (21 აგვ.). - N165.-გვ.1-2). - მარტყოფის მონასტერი და მისი მდგომარეობა.

15. ჯანგიძე მ. ნორიოდან 4 კილომეტრზე //თბილისი.-1965.-16 აგვისტო. - მარტყოფის ღვთაების მონასტრის ისტორია.

16. ჯანგიძე მ. მარტყოფის მონასტერი //მეტრომშენებელი.-1973.-4 ოქტომბერი. - მარტყოფის მონასტრის პოლიტიკური, კულტურული და თავდაცვითი მნიშვნელობის შესახებ.

17. მარტყოფი //საქართველო XXI საუკუნე მარტყოფის ციხე-ტაძრები: ცნობარი.- თბ., 2007.-გვ.3; წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია //იხ.იგივე ნაშრომი. - გვ.9. - მოკლე ცნობა სოფლისა და მის ტერიტორიაზე განლაგებულ ისტორიულ ძეგლთა შესახებ. მოხსენიებულია პლ.იოსელიანი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს ერთვის სოფლის საერთო ხედისა და ზეგლის ფოტოები.

18. მარტყოფის ღვთაების მონასტერი //საქართველო XXI საუკუნე მარტყოფის ციხე-ტაძრები: ცნობარი.- თბ., 2007.- გვ.4-5. - ღვთაების მონასტრის ისტორია, აგების თარიღი, სიძველეთა აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ერთვის ორი ფოტო.მოხსენიებულია მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია).

19. სიმაგრეები: მარტყოფი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.- თბ., 1973. - გვ.160. - თუშმალიშვილების კოშკის (XVIII ს.) მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ტაბ.61.

20. კოშკები: მარტყოფი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.215-216. - თუშმალიშვილების კოშკის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის კოშკის შესასვლელის ფოტო.

21. ქართული ციხე-ქალაები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ცილინდრული კოშკები: მარტყოფი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.457. - მოკლე ცნობა თუშმალიშვილებისა და შინჯიკაშვილების კოშკების შესახებ.

22. მცხეთა-თბილისის ეპარქია: "ღვთაების" წმ.ანტონ მარტყოფელის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.63-64 // გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.12-13. - მონასტრის დაარსება, ისტორია, ხუროთმოძღვრება, სამონასტრო საქმიანობის აღდგენა-ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი, 1918 წ.), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, ალექსანდრე ჭავჭავაძე, მამა იობი (აქიაშვილი), ზ.ფოჩხუა, ზ.კარანაძე, გ.ძიძიკაშვილი. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

23. მცხეთა-თბილისის ეპარქია: მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი (სტავროპიგიალური. დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.74-75; ყოველთა წმიდათა მონასტერი //იხ. იგივე ნაშრომი. გვ.84. - მოკლე ცნობა მონასტრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, იღუმენია მარიამი (მიქელაძე), სამონაზვნე ტასია (წივწივაძე). არქიტექტორი ვ. ტარასაშვილი, იღუმენია ბარნასუფი(მაზმიშვილი). ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

24. იოსელიანი პლ. აღწერა მარტყოფის მონასტრისა. - თბ., 2009. - გვ.93-139. - მონასტრის ისტორია: დაარსება, დამაარსებლები; სიძველეთა აღწერილობა; ტაძრის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა; ძეგლის ვრცელი ხუროთმოძღ რული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილისტრაციო მასალა.

****************************************************************************

ბმულები ინტერნეტ სივრცეში:

http://children.wanex.net/istoria/eqskursia/martkopi.htm