topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ღვიარა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ღვიარა - სოფელი ამბროლაურის რაიონში (სადმელის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 7 კილომეტრი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, გვ. 587, თბ., 1985 წელი.


ღვიარას ეკლესიები (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერაძე თ. რაჭა.-თბ., 1983. - გვ.128-129. - ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წარწერების მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულია თ. შარაბიძე.

2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. ღვიარა //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VII. - ტფ., 1933. - გვ.211-212. - სოფ. ღვიარაში მდებარე ჯვარცმის (ძველი) და წმინდა თევდორეს სახელობის (ახალი) ეკლესიების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულია სოფლია ახლოს მდებარე "სოჩბის " წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

3. ღვიარა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.587. - მოკლე ცნობა ჯვარცმის სახ. X საუკუნის ეკლესიაზე.

4. ღვიარის მონასტერი //გობეჯიშვილი ვ. რაჭის მონასტრები. - თბ., 2006. - გვ.64-65. - მოკლე ცნობები X საუკუნით დათარიღებული ჯვარცმისა და წმ.თევდორეს სახ. ეკლესიების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მღვდლები შარაბიძეები (XIX ს.), ნ.ჩუბინაშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ნიკო ჭიღვარია.

5. ღვიარას მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესია //კეზერაძე მ. ეგზარქოსისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.34. - 1811-1917 წწ. ღვიარას ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.

 

 

ღვიარა  - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.132

ღიარას არის ორი ეკლესია: ერთი ჯვარცმისა, ძველი (სურ.45); მეორე წმ.თევდორესი, ახალი

1. ჯვარცმის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 6,4X3,7 მ. ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან. დგას მარტო კედლები; შენობას სახურავიდან მარტო ნაშთიღა შერჩენია ადგილ-ადგილ. შიგნით საკურთხევლის აღმოსავლეთი ნაწილი ძირს სწორკუთხედია, ხოლო 3 მ  სიმაღლეზე ტრომპით (?) მრგვალდება. ეკლესიას კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით სარკმელი აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1; აღმ. სარკმელი შემკულია (ძირა ნაწილში) ცხვრის თავების (ორი) გამოსახულებით. ტრაპეზი კედელზეა მიშენებული, სამკვეთლო კუთხეში ყოფილა გამართული, იგი დღეს მოშლილია, საკურთხეველშივე არის ორი პატარა თახჩა. ეკლესიის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით დგას ბზის ხეები. ეკლესიის დასწვრივ, ძირს, სერზე არის ციხის ნანგრევი.

2. წმ.თევდორეს ეკლესია ქვიტკირის შენობაა XIX ს., ძველად ამ ადგილას ყოფილა ამავე სახელობის საჯვარე.

სიძველენი:

1. (ქ.2778 ხის ჯვარი. 55,3 (ტარითვე)X28,5 სმ „ირგვლივ ვერცხლით შეჭედილი და შემკული ჭედილი ხატებით და 5 მოზრდილი თვლით (წინა მხარეს), დაზიანებული.

2. (ქ.2779). ვერცხლზე ნაჭედი წმ.თევდორეს ხატი (ადგილობრივ მას წმ.გიორგის ხატი ეწოდება). ხატს ქვედა აშიის ადგილას აქვს ხუცური წარწერა, რომელიც ყურადღებას იპყრობს პირუკუღმა, ანუ პირშებრუნებით ნაჭედი ასოებით. ქე...გ~ე...ქ~ებ~.(?). ადგილობრივი მცხოვრების, სიძველეთა დაცვის რწმუნებულის სიმონიკა გიორგის ძე დარახველიძის სახლს ალაყაფის კარის თავზე უდევს ხის კოჭი, შემკული ჯვრისა, მზისა და სხვა სახეებით. ღვიარას მთაში, სოფლიდან 3 ვერსის დაშორებით, ნაძვნარ ადგილას, ადგილობრივ პირთა ცნობით, არის - "სოჩბის" წმ.გიორგის ეკლესია, ნაგები შირიმის ქვისა და კირისაგან. ამ ეკლესიიდან წამოღებული სიძველე - ვერცხლზე ნაჭედი წმ.გიორგის ხატი უკნასკნელ ხანამდე დაცული ყოფილა წმ.თევდორეს ახალ ეკლესიაში (სოფლად): ხოლო უკანასკნელ წლებში იგი გაუნადგურებიათ; დღეს მისგან დარჩენილია (თევდორეს ეკლესიაში) მხოლოდ ცარიელი ფიცარი, 39X29,7 სმ. თვით „სოჩბის“ ეკლესიაში დღესაც დაცული ყოფილა ლახტი, ზრო ანუ ისრის წვერი და სხვა ნივთები, რომელთა მუზეუმში გადმოტანა იკისრა ადგილობრივმა რწმუნებულმა ს.დარახველიძემ.