topmenu

 

ჭელიში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

 

ჭელიში – შუა საუკუნეების მონასტერი დასავლეთ საქართველოში, რაჭაში (ახლანდელი ამბროლაურის რაიონის სოფ.ნიკორწმინდის დასავლეთით 4-5 კმ-ზე). შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მომდევნო ხანაში აქ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. XVI საუკუნის 60-იან წლებში ჭელიშის ეკლესია განაახლა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (საყვარელიძემ) იმერეთის მეფის გიორგი II-ის შემწეობით. 1591 წლიდან ჭელიში ნიკორწმინდის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო 1637 წელს ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა. XVIII საუკუნის II ნახევრიდან აქ სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ჭელიშში ინახებოდა მრავალი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა "მოქცევაი ქართლისაი"-ს მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.

ბერაძე, თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 389. თბ., 1987