<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ბარეული - სოფელი ამბროლაურის რაიონში, (ბუგეულის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს "დედა ღვთის" ეკლესია.
ქსე, ტ. 2, გვ. 208, თბილისი, 1977 წ.
ბარეული (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბარეული //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.358. - 1991 წლის მიწისძვრით დანგრეული ბარეულის XI საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ.
2. ბოჭოროძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.126-127. - მოკლე ცნობები ბარეულის "დედა ღვთისას" ეკლესიის, სატრაპეზოსა და შემორჩენილი წარწერიანი ქვის შესახებ.
3. ბოჭოროძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები //საქართველოს მუზეუმის მოამბე. VII. - 1933. - გვ.207-208. - ბარეულის "დედა ღვთისას" ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
4. ბარეულის მაცხოვრის ეკლესია //კეზევაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისის, 2005. - გვ.11. - მოცემულია 1811-1917 წლებში ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.
ბარეული - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ. 127-128
ბარეულის "დედა ღვთის“ ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 4,5Х3,2 მ. ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან. დგას მარტო კედლები, ისიც ნაწილობრივ დაქცეული. კარი აქვს სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით; ტრაპეზი კედელზეა მიდგმული. ტრაპეზს თავზე ადევს ქვა, 15,5Х63Х50 სმ. მას ქვედა ნაწილი მოტეხილი და დაკარგული აქვს; ქვის წინა პირზე გამოსახულია 5 წმინდანი, მდგომარე თითოეული ცალკე კამარაში, დაზიანებულ წელს ქვევით (ქვის მოტეხისა გამო); აწერიათ ნუსხურად:
სიძველე:
(ქ. 2771. ვერცხლზე (3) ნაჭედი რომელიღაც წმიდანის ხატის ნაშთი )ძეგლი გაუნდგურებიათ 1929-30 წლებში): ფიცარი, 40Х30,5 სმ, აშიები - მთელი 2 ც, ნატეხი - 7 ც. სულ - 9 ცალი (ფიცარი დაცულია ადგილობრივ ეკლესიაშივე,, ხოლო აშიები ქუთაისის მუზეუმში). მთელ აშიასა და ზოგიერთ ნატეხზე ყვავილების ჭედილი სახეებია, ხოლო ორ ნატეხზე, რომელიც შეადგენს ძირა აშიის ნაწილს, არის დაზიანებული ასომთავრული წარწერა (მისი დასაწყისი მოცილებულია და დაკარგული):
269დაზიანებულია დაახლოებით 7-8 ასო-ნიშანი.
270აქამდე ერთი ნატეხია, ამის შემდეგ მეორე.
"...სასოებით მოსავსა შენსა ზაქარიას კვიტასშვილსა მეოხ მეყავ დღესა მას განკითხვისასა". ძეგლი ეკუთვნის XVI ს. ეგების ეს ზაქარია კვიტასშვილი იყოს ის ზაქარია, რომელიც მოხსენებული ყოფილა ბეთლევის ეკლესიის მთავარი ხატის წარწერაში (იხ. ბეთლევი. სიძველენი).
|