topmenu

 

მოტყიარი (რაჭა)

<უკან დაბრუნება...<<<რაჭა>>>

ფოტოს წყარო: https://www.facebook.com

მოტყიარი - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ზნაკვის სოფსაბჭო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ზნაკურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ამბროლაურიდან 12 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VII, გვ. 147, თბ., 1984 წელი.

 

 

მოტყიარის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტრიულ ძეგლები. მოტყიარი //საქართველოს მუზეუმის მოამბე. - ტფ., 1930. - გვ.180-181. - მოტყიარის ეკლესიის სიძველეთა აღწერილობა.

2. მოტყიარი - ბოჭორიძე გ. //რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. -თბ.,1994.-გვ.80.

 

 

მოტყიარი - ბოჭორიძე გ. //რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.80.

მოტყიარის ეკლესიის სიძველენი:

1. (ქ.1891). ვერცხლზე ნაჭედი წმ.გიორგის ხატი, 39X23 სმ. აგლეჯილი ფიცრიდან, უაშიებო. წმ.გიორგი მდგომარეა. ხატი ეკუთვნის XII-XIV სს.

2. (ქ. 1892): ა. რომელიღაც ხატიდან აყრილი დაბალი ვერცხლის აშიები - დიდი 3, წვრილი 2, სულ 5 ნაჭერი, ბ. სხვა რომელიღაც ხატიდან დარჩენილი აშია, 1 ცალი.