topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქედისუბანი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია მონასტრები // რაჭის ისტორიული ძეგლები>>>

ქედისუბანი - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ბუგეულის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი.

ქედისუბანი ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.77-79

ქედისუბანს არის ორი ეკლესია. მთავარანგელოზისა და მრავალძალის წმ.გიორგისა.

I. მთავარანგელოზის ეკლესია (სოფელში) ერთნავიანი შენობაა, 6,4X4,3 მ. ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან; თაღი ფიცრისა აქვს, კარი - სამხრეთით და დასავლეთით. ტრაპეზი საკურთხევლის შუაშია, სამკვეთლო - თახჩაში. გარეთ, სამხრეთი კარის ზევით არის მხედრული წარწერა ქვაზე (ქარაგმები გახსნილია მრგვალ კავებში):

ქ. სამებაო წ(მი)დაო, აღამაღლე რქა მარ-

თლმადიდებელთა ქ(რისტ)ეანეთა, რ(აჲთ)ა მარადის

შენვე გაქებდე: ჰოი, პირმშო ძეო, მე

მონაჲ და მსასოებელი [შენი]...

5. ს ძე.... ორი შემწე ვექმენ ეკლესიასა მთავ-

არანგელოზისასა შემწედ და მეოხად

სულისა ჩემისა რ(აჲთ)ა მხილველნი ამისნი

ჩემთვისცა შენდობ[ასა ჰვედრებდ] -

დეთ. ქ(რისტ)ეს აქეთ ჩღჟბ (1792).

შიგნით ჩრდილო კედელზე არის მხატვრობა, დანარჩენი კედლები კირით არის გალესილი და, ვგონებ, ზემოხსენებულის გარდა, ეკლესიას სხვა მხატვრობა არც უნდა ჰქონოდა. ჩრდილოეთის კედელზე დახატულია ოთხი პირი: ოთხივე ასომთავრული წარწერით.

1. პირველი (საკურთხევლის ახლოს) (მხატვრობა აღწერილია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით) - სასულიერო პირი; იგი მარჯვენით აკურთხებს, მარცხენაში უჭირავს ხატი (?): აქვს წარწერა:

…ნაობ კენჭაძემან მოაჭედინა ხ(ა)ტ(ი) ბრ(ავალ)ძალ (სიც) ძალი წ(მიდა)ჲ გ(იორგ)ი. ვინც შენდობა გვ(ი)ბრძ(ა)ნოთ ღმ(ერთმა)ნ თქვ(ე)ნცა შ(ე)გ(ი)ნდოს. ა(მე)ნ.

2. მანდილოსანი, ასომთავრული წარწერით:

თანამეცხედრე მ(ი)სა კაკონა.

 

3. ყრმა, ასომთავრული წარწერით

ძე ამისი ნასხ(ი)და.

4.

ასული მისი დოდალ(?)

ეკლესიაც და მხატვრობაც ეკუთვნის XVII ს. ეკლესიის სიძველეები განადგურებულია 1924 წელს; სხვათა შორის, მაშინ დაღუპულა დიდი ეტრატის გრაგნილი. ხატებიდან ნაშთიღა არის დარჩენილი, სახელდობრ:

1. ფიცარზე ნახატი მრავალძალის წმ.გიორგის ხატი, 54X44 სმ. შემკულობა მოცილებული და გატეხილი სამად (ქართული ხელოვნების მუზეუმი).

2. ფიცარზე ნახატი მთავარანგელოზის ხატი, 77X53 სმ. შემკულობა მოცილებული, გატეხილი ორად (ქართული ხელოვნების მუზეუმი).

II. მრავალძალის წმ.გიორგის ეკლესია დგას სოფლის გარეთ, დასავლეთით. ნაძვნარ გორაკზე. იგი ერთნავიანი შენობაა, 5X4 მ. ნაგები ქვიტკირისაგან; შიგნით და გარეთ გალესილია კირით; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით: ტრაპეზი კედელზეა მიდგმული,

სიძველენი:

1. ფიცარზე ნახატი მაცხოვრის ხატი, 50X39 სმ. დაზიანებული;

2. ფიცარზე ნახატი რომელიღაც ხატიდან დარჩენილი ორი ნატეხი, 29X23,7 სმ. მხატვრობა მოცილებული;

3. (ქ. 1929). რკინის შუბი, დაზიანებული, 2 ცალი;

4. (ქ.1930). რკინის ზრო (ისრის წვერი): ა. ორკაპი - 8 ცალი; ბ. შუბისმაგვარი, მსხვილი, 5 ცალი და გ. შუბისმაგვარი წვრილი, 40 ცალი

 

 

ქედისუბანი (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბერაძე თ. რაჭა. - თბ., 1983. - გვ.129-130. - მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების მოკლე ხუროთმოძღვრული და მხატვრული დახასიათება, შემორჩენილი ორი წარწერის აღწერილობა.
2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები.- თბ., 1994.- გვ.77-79. - ქედისუბნის ორი ეკლესიის - მთავარანგელოზისა და მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების სიძველეთა აღწერილობა.
3. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკ.I (IX-XIIსს.).- თბ., 1980.- გვ.118. - ქედისუბნის ეკლესიის სამხ. შესასვლელისა და კირქვის ფილის წარწერის ფრაგმენტების შესახებ.
4. ქედისუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. - ტ.X. - თბ., 1986. - გვ.498. - მოკლე ცნობები სოფ.ქედისუბნის მატერიალური კულტურის ძეგლების თაობაზე.
5. ჯაფარიძე ვ. შუა საუკუნეების ერთი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლის ნაქალაქარ დმანისის გარეუბანში (ქედისუბნის ეკლესია) //ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები. კრ.II. - თბ., 1974. - გვ.152-170. - ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები.
6. მოგზაურობა რაჭა - ლეჩხუმში. სოფ.ქედის უბანი // მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ. 12. სასულიერო მწერლობა ამბროსი ხელაია წიგნი 1.- თბ., 2011.- გვ.387-390. - აგებულია რიყის ქვით. შემორჩენილია რამდენიმე ფრესკა. მოცემულია წარწეერების ანალიზი და განახლების სავარაუდო თარიღი.