topmenu

 

იშხანი

<უკან დაბრუნება...<<<ტაო-კლარჯეთის ძეგლები>>>

გ.ჩანადირის ფოტო

იშხანი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5, გვ.288, თბ., 1980 წელი.

იშხანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი. მდებარეობს ტაოში; მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ახლა თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნის I ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული, ტაძრისაგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით. ძველი აფსიდი გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით. ახლანდელი ტაძარი თვალსაჩინოდ წარგძელებული ჯვაროვან - გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ჯვარისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იხატება გარედანაც მიწის დონეზე. დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები სწორკუთხაა. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს მცირე აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლოა. დასავლეთის მკლავი წარმოადგენს სწორკუთხა დარბაზს, რომლის გრძივი კედლები პლასტიკურადაა დანაწევრებული კედლის სვეტებით. ჩრდილოეთით მას გრძელი, უაფსიდო სადგომი ეკვრის. გუმბათი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ ბოძს, რომელთაც ძლიერ პროფილირებული და ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და სვეტისთავები აქვს. მრგვალი გუმბათის ყელი შიგნიდან და გარედან წვრილი ლილვებითა და გრეხილებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემკული. იშხნის ტაძარი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და ხარისხით თავისი დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიგნით ძველი, XI საუკუნის I ნახევრის, მხატვრობის ფრაგმენტებია. დიდი ეკლესიის გვერდით ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოა (1066). იშხნის მონასტერი კულტურულ - საგანმანათლებლო კერა იყო. ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე. ილარიონ იშხნელის (X-XI სს.) დაკვეთით არის გადაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული (A-35) და მესტიის სახარება (1033) ამბერკი იშხნელის (XVI ს.) დავალებითა და დახმარებით განუახლებიათ 1233-ით დათარიღებული ხელნაწერი (A-85).

***ახლანდელი ტაძარი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა მეჩეთად. საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების თანახმად, ოშკის რესტავრაცია დაიწყება ქართული მხარის მიერ.

შ.საღარაძე, ლ.მენაბდე

*** http://ka.wikipedia.org/wiki/იშხნის_მონასტერი

(+)

 

 

 

 

***********************************************************************************

იშხანი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.32-33

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ტაოში VI ს-ში აშენდა ერთისა და იმავე ტიპის ორი მონუმენტური კათედრალი იშხანსა და ბანაში. მათი გეგმა ტეტრაკონქის თემის თავისებური ვარიანტია ტეტრაკონქი მრგვალი გარშემოსავლელით. კონსტრუქციული თვალსაზრისით ეს ფრიად ორიგინალური და რთული შენობებია. მოგვიანოდ, IX და XI საუკუნეები იშხნის ტაძარი საფუძვლიანად გადააკეთეს....<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. გვ.61-63

VII საუკუნის 40-იან წლებში იქმნება ტაძრის ახალი ტიპი, რომელიც წარმოადგენს ადრე აგებულ გუმბათოვან ნაგებობათა არქიტექტურული თემების თავისებურ გადამუშავებას. სამწუხაროდ, ამ ეტაპიდან შემოგვრჩა მხოლოდ ნანგრევები ან ძლიერ გადაკეთებული ძეგლები...<<ტექსტი სრულად აქ...<<