topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

"ხევსურების ქვის" პიქტოგრამა - ე.ქურდაძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ენა და დამწერლობა>>>

"ხევსურების ქვის" პიქტოგრამა

ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მომუშავე ავტორი - აპოლონიოს როდოსელი გვაწვდის პირველ წერილობით ცნობას იმის თაობაზე, რომ ძველ სამყაროში რუკები მართლაც არსებობდა. ეს ცნობა - კოლხებს ეხება. “არგონავტიკაში” იგი წერს, რომ როდესაც ბერძნებმა კოლხეთში იმოგზაურეს, იმ დროს კოლხებს შენახული ჰქონიათ თავიანთი წინაპრების მიერ ნაწერი კვირბები (ანუ რუკები), რომლებზედაც დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ ზღვის და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი იყო ნაჩვენები. როგორც ჩანს, კოლხეთში არსებული ეს "ნაწერი" რუკები, ძალიან ძველი იყო, რადგან კოლხები მათ წინაპართა დანატოვარ რელიკვიებად მიიჩნევდნენ და საგანგებოდ ინახავდნენ. აპოლონიოს როდოსელი ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი კალიმაქეს მოწაფე იყო და ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. რადგან მისი "არგონავტიკა" სწორედ ნავიგაციის თემაზე შექმნილი ნაწარმოებია, რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული არგონავტების მარშრუტში შემავალი ყველა გეოგრაფიულ პუნქტი, სრუტე, ნავსადგური, მდინარე თუ ზღვა, ამიტომაც საფიქრებელია, რომ მას ალექსანდრიის ბიბლიოთეკის უძველესი არქივები და იქ დაცული ძველი რუკები, კარგად ექნებოდა შესწავლილი. და რადგანაც კვირბები საქართველოს ტერიტორიაზეა ცნობილი, ისინი სადღაც უნდა იყოს შემონახული. კოლხები მაღალ კოშკებში ცხოვრობდნენ, ეს ტრადიცია შემონახულია კავკასიონის მთებში - სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთში და ამიტომ ნაწერებიც იქ უნდა ვეძებოთ. (თანაც კიბელას მთავარი სიმბოლო – ქვის მაღალი კოშკია, რომელიც მას თავზე ადგას). მართლაც. რამდენიმე წლის წინ ხევსურეთში ნაპოვნი იქნა უძველესი პიქტოგრამული ნიშნებით დაფარული ქვის ფილები, რომელთა უმეტესობა სწორედ კოშკებშია ჩაშენებული. ერთ-ერთ ქვაზე ძალიან საინტერესო კომპოზიციაა გამოსახული. ეს არის აფრიანი ხომალდი, რომელიც ერთმანეთში ჩახატული წრეებით შედგენილი ფიგურისკენ მიცურავს, მის ზემოთ ხელის მტევანია გამოსახული, რომლიხ წინაც მხედრის ფიგურა ხატია, ეს მხედარი თითქოს წინ მიუძღვის ხომალდს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ნახატი? რადგანაც აქ შესაქმის აქტის და ღვთაებრივი ძალის, ნების გამომხატველი ხელი ხატია, უნდა ვიფიქროთ, რომ კომპოზიცია კოსმიურ სფეროს ეხება, და რაოდენ საინტერესოა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში მართლაც არსებობს ხომალდის საკმაოდ მოზრდილი თანავარსკვლავედი, რომელიც ყველა ძველ ნახატზე აფრიანი ხომალდის სახით არის დახატული, ასევე ძალიან საინტერესოა, რომ მის წინ კენტავრის (ძველად მხედარს ეძახდნენ) თანავარსკვლავედი მდებარეობს, რომელიც მართლაც წინ მიუძღვის ხომალდს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეს თანავარსკვლავედი სამხრეთ ნახევარსფეროს პოლუსთან არის განთავსებული და პოლუსის მიმართულებით მოძრაობს, ანუ რა გამოდის? ჩვენ ვიპოვეთ კოსმიური რუკის ნაწილი, რომელზეც "პოლუსისკენ" ანუ "ცენტრისკენ" მოძრავი ხომალდია მოცემული? მაგრამ ხომალდი ხომ მეზღვაური კორიბანტების მთავარი სიმბოლო იყო, ისევე როგორც ხელი – დაქტილების? ნუთუ ჩვენ კორიბანტების ძველი რუკა აღმოვაჩინეთ? მითოლოგიური გადმოცემებით ამ ხომალდს მეორენაირად "კიდობანი" ჰქვია და იგი ბიბლიური ნოეს და ბაბილონელი ქსისუთროსის (იგიევე დევკალიონის) კიდობანს განასახიერებს, რომლის საშუალებითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა წარღვნის დროს, მაგრამ წარწერიანი ქვის სვეტებიც ხომ წარღვნისგან ცოდნის გადასარჩენად აღმართეს ლამეხის შვილებმა? ეს ქვის წარწერებიც ხომ თავისებურ კიდობნებს განასახიერებდნენ? კიდობნის სიმბოლო ძალიან საინტერესო დატვირთვას იძენს დოგონების მითოლოგიაში, ამ ინფორმაციის თანახმად ზეციური კიდობანი გააკეთა ჰომოს იპოსტასმა, რომელიც იყო გმირი – ცივილიზატორი, მან მოიტანა თან არა მარტო ყველა საგანი, არამედ თან მოიყვანა ცოცხალი არსებები, ასევე ყველა ხელობა, პირველ რიგში სამჭედლო საქმე, ზეციური სამჭედლოდან მან წამოიღო მზის ნაწილი გახურებული ნაკვერჩხალის სახით და ეს წინაპარი დაეშვა ცისარტყელას მეშვეობით დედამიწაზე და თან მოიტანა სამყაროსეული ახალი სისტემა, ლოგოსის სახით. (ხევსურულ ტანსაცმელზე იგივე ორნამენტებია, რაც ქვებზეა მოცემული დამწერლობის ნიშნების სახით, ანუ მოქსოვილ ტანსაცმელზე რაღაც ინფორმაციაა გადმოცემული. ტანსაცმელზე "ლოგოსი" – პარალელი დოგონებთან) სამხრეთ პოლუსი სიმბოლურად ცეცხლს, აქედან გამომდინარე მზე, სიცხეს შეესატყვისება, მაშინ როცა ჩრდილო პოლუსი სიცივის, წყლის სიმბოლოა, (ისევ კვირბის – კერის მოდელი) ამდენად კიდობნით მზის ნაწილის მოტანა სიმბოლურად სამხრეთ ნახევარსფეროდან ხომ არ ხდება? თანაც კირჩხიბის ზოდიაქო ზუსტად ამ პოლუსის აღმნიშვნელია, რადგან მასზე მოდის ზაფხულის მზებუდობა, ანუ ქვაზე გამოსახული ხომალდი, ხომ არ არის კირჩხიბ-კაბირების კიდობანი, რომელიც მზისკენ – ზაფხულის მზებუდობისკენ მიცურავს? მაგრამ ეს სამხრეთი პოლუსი ხომ ასევე ერთ-ერთი კვირბის შესატყვისია სოლომონის ტაძრის ორი ბოძიდან? ეგვიპტეში კი ეს კოსმიური ხომალდი ოსირისის და ისისის საკუთრებად არის მიჩნეული, რადგან მასთან ძალიან ახლოს მდებარეობს ისისის შესატყვისი სირიუსის ვარსკვლავი (ძაღლის თანავარსკვლავედში) და ოსირისის შესატყვისი ორიონის თანავარსკვლავედი.. დოგონებიც ხომ ამბობენ რომ მათი წინაპარი ამფიბიები სირიუსიდან კიდობნით დაეშვნენ? ნუთუ ეს მართლაც მათი ჰომოს კიდობანია?

ელენე ქურდაძე

იოჰან ჰეველიუსი. ჰიდრას და არგოს თანავარსკვლავედები.

ელენე ქურდაძის სტატიაში მოხსენებული თანავარსკვლავედი ასტრონომიაში "არგოს" სახელითაა ცნობილი, რაც კიდევ უფრო აკონკრეტებს ფარსმის (თუშეთი) პეტროგლიფზე გამოსახული ხომალდის რაობას. იგი ძველი ბერძნებისათვის ცნობილ იმ 48 თანავარსკვლავედში შედიოდა, რომელიც პტოლომეის "ალმაგესტეში" აქვს ჩამოთვლილი. წინათ ეს თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნახევარსფეროს უდიდეს ნაწილს მოიცავდა. მოგვიანებით XVIII საუკუნეში ასტრონომებმა ის ძალიან დიდად მიიჩნიეს და 3 ცალკეულ ნაწილად დაყვეს. არგოს თანავარსკვლავედის თავზე ცაზე განლაგებულია ჰიდრას თანავარსკვლავედი, რომლელსაც შუაში ზურგზე თასის თანავარსკვლავედი ადგას, ხოლო კუდზე ყორანი აზის. უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ და მხოლოდ განდობილებს გადასცემდნენ. ძველი ეგვიპტელი ქურუმები ამბობდნენ, რომ რაც ხდება დედამიწაზე ის ასახულია ცაზე და პირიქით. ჩვენ შეგვიძლია ჰიდრას თანავარსკვლავედი შევადაროთ ხომლის კლდის მასივს, რადგანაც ხომლი ასევე თანავარსკვლავედს ნიშნავს. ამ კლდეზეა მიჯაჭვული ტიტანი, პრომეთე, რომელმაც ღმერთებს ცოდნის ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს გადასცა. ეს თასი კი გრაალია – ოქროს საწმისი, რომლის დასაუფლებლადაც მოვიდნენ არგონავტები კოლხეთში. სწორედ მას იცავს ხომლის გაწოლილი გველეშაპი. ხომლის კუდზე დამჯდარი ყორანის თანავარსკვლავედი კი იმ ყორანის სიმბოლოა, რომელიც ღვიძლს უკორტნის ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ გმირს.

დ.გოგუაძე

სტატიის წყარო: http://iberiana.wordpress.com/alphabet/script/#4