There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ციხე - ქალაქები და კოშკები>>>
ფოტოს ავტორი: ნანა ცინაძე
სკანდე, სოფელი თერჯოლის რაიონში (საზანოს სოფსაბჭო), მდინარე ჩხარის (ყვირილის სისტემა) მარცხენა მხარეს, ზღვის დონისან 400 მეტრზე, თერჯოლიდან 15 კმ, ზესტაფონიდან 22 კმ.... სოფელში შემორჩენილია განვითარებული შუა სუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლის უძველესი ფენა აფრინდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. განვითარებულ შუა საუკუნეებში იმერეთის მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.
*სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს რამდენიმე მცირე ზომის ეკლესია - სკანდის ეკლესიები
სკანდე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ.416.
************************************************************************************
ნანა ცინაძე - ფუსტის რაინდთა "წმინდა გზის" კარიბჭე //საზოგადოება "ფუსტელნი"; ფაზისის საერო აკადემიის სამეცნიერო სესიების მასალები 2010 წლის 26 თებერვალი. კონფერენცია: ფაზისის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობანი და მათი როლი თანამედროვე ტურიზმის განვითარებაში.
"ფაზისის მარჯვნივ არის ქალაქები: არქეოპოლისი, პიტიუნტი, როდოპოლისი, სკანდა და სარაპანისი" (პროკოფი კესარიელი, VI საუკუნის ისტორიკოსი) ისტორიული სკანდის ციხე-სიმაგრე მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელი სკანდის ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ და მეტად დაქანებულ მთაზე,რომლის სიმაღლე 120 მ. ჩრდილოეთით მას ჩამოუდის ღელე, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "გვირაბ ღელეს" ღელეს უწოდებენ...<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
გოჩა საითიძე - სკანდეს ციხე // ძეგლის მეგობარი, 1, თბ. 1990 წ. გვ. 54-61
სკანდეს ციხე – ციხესიმაგრე საქართველოში, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ სკანდეს ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ, საკმაოდ ძნელად მისასვლელ მთაზე. ციხის სიმაღლე 120 მეტრია. მას სამხრეთის მხრიდან ჩამოუდის ბერისწყაროს ღელე, ხოლო ჩრდილოეთიდან – პატარა ნაკადული, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "გურამღელეს" ეძახის...<<ტექსტის სრულად აქ...<<
************************************************************************************
სკანდეს ციხე -ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.51.
VI საუკუნის ბიზანტიური წერილობითი წყაროები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ბიზანტია ირანის ომებთან დაკავშირებით, ასახელებენ ლაზიკის უმთავრეს ქალაქებსა და ციხეებს - არქეოპოლის-ნოქალაქევთან ერთად ქუთაისს, როდოპოლისს (ვარდციხე), სკანდეს და სარაპანას (შორაპანი). შორაპანი და სკანდე იბერიის საზღვართან მდებარეობდნენ და გზას კეტავდნენ ამ ციხეებში ომის დაწყების წინ იმპერატორმა იუსტინიანემ შეცვალა ლაზები რომის გარნიზონით, რომელმაც მალე დატოვა ეს ციხეები და ისინი სპარსელებმა დაიკავეს....<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
სკანდის (სკანდას) ციხე - სიმაგრე - ნ.ცინაძე
ძველი ხუროთმოძღვარნი ციხე - სიმაგრეთა ასაშენებლად კარგად იყენებდნენ ბუნებრივი გარემო პირობების სტრატეგიულ რესურსებს. ამის ნათელი მაგალითია სკანდის(სკანდას) ციხე-სიმაგრე, რომელიც აგებულია სოფელ სკანდის ჩრდილოეთით, მაღალ და მეტად დაქანებულ მთაზე (120მ.). ციხე სამმხრივ მიუვალია, მისასვლელი მხოლოდ სოფლის მხრიდანაა. ციხის ნაგებობას უჭირავს 7000 კვ.მ...<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
სკანდის ეკლესიები - ნ.ცინაძე
სკანდის ციხის ჩრდილო - აღმოსავლეთით, სოფლის განაპირას, სასაფლაოზე სამი ტაძარია. 1.სასაფლაოს შესასვლელში მცირე დარბაზული ეკლესიაა. ეკლესია დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა და საბჯენი თაღები (შერჩენილი საბჯენი თაღების ნაშთი). ნაგებობა სამ საფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შებრტყელებული აფსიდი აქვს, მის ცენტრში გაჭრილია ერთი პარალელურ-გვერდებიანი სარკმელი, რომლის ქვემოთ ორსავ მხარეს შეღრმავებული ნიშებია, სანახევროდ მიწით სავსე.... <<ტექსტი სრულად აქ...<<
|