topmenu

 

სპეთი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

მანანა ლაბაძის ფოტო (წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki)

ნ.ანდღულაძე - სპეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IX, გვ. 509, თბ., 1985 წელი.

სპეთი - სოფელი საჩხერის რაიონში, იმერეთის მაღლობზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 800 მეტრი, საჩხერიდან 16 კილომეტრი. სოფლის მახლობლად, მაღალ მთაზე აღმართულია XI საუკუნის ზედამაცხოვრის ეკლესია (სოფელში დგას შუა საუკუნეების კიდევ ერთი ეკლესია, რომელსაც ასევე მაცხოვრისა ეწოდება), შიგნით და გარედან შემოსილია მოყვითალო - მონასრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით. მიეკუთვნება X-XI საუკუნეებში გავრცელებულ დარბაზულ ეკლესიათა იმ ჯგუფს, რომელთა გეგმით ნახევარწრიული აფსიდი გარედან სწორკუთხედშია მოქცეული. შიგნით, საკურთხევლის ორივე მხარეს, კედლებში კედლებში დატანებულია თითო სათავსი (სამკვეთლო და სადიაკვნე). გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ამოყვანილ საბჯენ თაღებს ნახევარწრიული კამარა ეყრდნობა. საკურთხევლის წინ კვარცხლებკე აღმართულია ხის მასიური ჯვარი. განსაკუთრებით საყურადღებოა ეკლესიაში დღემდე ხელუხლებლად შემონახული თაბაშირის თეთრი მოჩუქურთმებული კანკელი (XIს-ის I ნახ.). ფასადების მორთულობა მკაცრია და სადა. 1938 წელს ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს.

სახელწოდება "ზედა მაცხოვარი" მკვიდრდება XVIII საუკუნიდან, მას შემდეგ რაც სპეთში აიგო მაცხოვრის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც უშუალოდ სოფელში მდებარეობდა და ძველი ეკლესის ქვემოთ იდგა. ამჟამად სპეთში ორი ტაძარია "ზედა მაცხოვარი" და "ქვედა მაცხოვარი". მეორე ეკლესია 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია და სოფლის მოსახლეობამ, ფაქტობრივად, თავიდან ააშენა. რაც შეეხება „ზედა მაცხოვარს“ მისი ქტიტორის ვინაობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია, რომ ტაძარი აშენებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე და წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას. მისი არქიტექტურული იერი საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მისთვის არ მიუშენებიათ გარშემოსავლელი და ვერც 1991 წლის მიწისძვრამ დაატყო თავისი კვალი. მიუხედავად ამისა ძეგლს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. ეკლესიის აღმოსავლეთის კედელზე განთავსებულია ორი ასომთავრული წარწერა, რომლებიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და შესაძლოა უახლოეს მომავალში საერთოდ განადგურდეს. მძიმე მდგომარეობაშია ფასადი, ქვის გადახურვა, ნესტისაგან დაწყებულია ქვის დაშლის პროცესი და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას. ჩვენი დროის წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ: "ძეგლი დაცულია სახელმწიფოს მიერ" ჩამოხსნილია და ეკლესიაშია შენახული. ეს ალბათ სამართლიანიცაა, რადგან ძეგლს სახელმწიფოს ზრუნვისა არაფერი ეტყობა. სპეთის "ზედა მაცხოვრის" ყველაზე დიდ ღირშესანიშნაობას მისი კანკელი წარმოადგენს, რომელიც თაბაშირისაა და XI საუკუნეშია დამზადებული. სავანის კანკელისაგან განსხვავებით ის რუსების მავნებლობის მსხვერპლი არ გამხდარა, რაც შესაძლოა მისმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. სპეთის კანკელის შესახებ ცნობებს ვახუშტი ბატონიშვილიც გვაწვდის.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki

 

 

 

 

 

 

 

************************************************************************************

ნუგზარ ანდღულაძე - სპეთის "ზედა მაცხოვრის" ხუროთმოძღვრული ძეგლი //ძეგლის მეგობარი 1969 წ., კრ.18, გვ.44–52

სპეთის "ზედა მაცხოვრის" ეკლესია მდებარეობს საჩხერის რაიონში, ყვირილას მარცხენა სანაპირზე. სოფელი მთის ფერდობზეა შეფენილი და მათ შორის ყველაზე მაღალ მთის წვერზე დგას "ზედა მაცხოვარი"....<<ტექსტი სრულად აქ...<<