<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<რაჭა // ეკლესია - მონასტრები>>>
ბუგეული -ბოჭორიძე გ. //რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები.- თბ., 1994.- გვ.69-74.
ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია (სურ.18) ერთნავიანი შენობაა, 8X4,5 მ. ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან; სამხრეთით მიშენებული აქვს სამწირველო; ხურავს ყავარი; კარი აქვს სამხრეთით (სურ.19) და დასავლეთით (სურ.20). ეკლესია აშენებული უნდა იყოს XVI ს-ში; განახლებულია 1838 წელს. გარედან ეკლესიას აქვს წარწერები მხედრულად:
1. ჩრდილოეთის კედლის სარკმლის თავის ქვაზე: ჰოი, ყ(ოვლა)დწ(მიდა)ო ღ(მრ)თისმშობელო, დედაო ღვთისავ ბუგეული (უნდა იყოს „ბუგეულისაო“) და... ჩყკე (1825) წელში ამა ჩრდილოეთის მხრით ცალი მხარე ჩამოიქცა ვსთხოვე შენს შემავალ მრევლს ნება ეკლესიის გაკეთებისა | და თვითონაც ინებეს. ამა საქმის დამწყობად დამნიშნეს. ვიგულ|მოდგინეთ და გავაკეთეთ ეკლესია შენი და მცირედი შრომა მოვიღე. | ვითხოვ რათა მეოხ გვიყავი (უნდა იყოს „გვეყო“) ჩვენ დედაო მადლისაო მხილველნი ეკლესიანი, ვითხოვ რათა შენდობას გვიბრძანებდეთ მონასა ღთისასა ქნიაზს პრაპორშჩეკს ალმასხან წულიკიძეს როსტომის ძეს. | შესრულდა შენება ამ ეკლესიისა თვესა ივლისსა იზ (17) ჩყლბ (1832) წელსა ოსტატი ამ აშენებისა ფ(რია)დ მშრომელი წ(მიდ)ის | გენათის ყმა ლაზარე ბერ[ი]...
2. იმავე კედლის ქვაზე, (სურ.21).
ჩყლბ (1832) წელსა ივლისის | კ(20) მცირეოდენი შრო|მა მოვიღე მოურავმა აზნაურმა ვასილ სანიკიძე.
შიგნით ეკლესია მოხატულია. მხატვრობას წარწერები ასომთავრულად აქვს.
საკურთხეველი: კონქში დახატულია ვედრება (პბ?დცჯ). პირველ რიგში - მოციქულები: სარკმლის მარჯვნივ - 6, მარცხნივ - 6. მე-2 რიგში - მღვდელმთავრები. პილიასტრზე - მეფე წინასწარმეტყველნი: დავით, სოლომონ და სხვ.
თაღი: ჩრდილოეთის მხარეს დახატულია: ლაზარეს აღდგინება (სურ.22), ამაღლება და ფერისცვალება. სამხრეთის მხარეს - ხარება (სურ.23), რომელიღაც წმიდანი, წმ.ნინო და ქრისტეს შობა (სურ. 24).
(ხარების ფრესკა - გ. ბოჭორიძის წიგნის მიხედვით და ამჟამად. თ.ჭ. 2011 წ.)
ჩრდილოეთის კედელი: პირველ რიგში დახატულია სულის წმიდის მოფენა (სურ.25) და ღვთისმშობლის მიძინება. (თაღზე მხატვრობის ნაწილი დაზიანებულია და ნაწილიც ზიანდება სახურავის დალპობის გამო).
სამხრეთის კედელი: პირველ რიგში - ყვედრება იოსებისაგან, კოზმან და დამიანე, იერუსალიმში შესვლა (სურ.26).
მე-2 რიგში (დასავლეთ ნაწილში) - გარდამოხსნა ქრისტესი ჯვრიდან და განკითხვა (სურ.27).
პილიასტრზე - წმინდანები.
დასავლეთის კედელი (აღწერილია სამხრეთიდან ცრდილოეთის მიმართულებით):
პირველ რიგში დახატულია მირქმა და ნათლისღება. მე-2 რიგში - ჯვარცმა და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა. მე-3 რიგში - წმ.გიორგი (ცხენზე) და მიქელ-გაბრიელი (სურ.28).
სარწმუნოებრივი შინაარსის მხატვრობის გარდა ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლების მე-2 რიგში არის კიდევ სურათები სხვადასხვა პირთა. აქ დახატული არიან დიდებულნი, მდგომარენი, სახელდობრ:
I. ჩრდილოეთის კედელზე -
1. მამაკაცი: "ლაშხის შვილი | ლაშხა", მას ხელში უჭირავს ეკლესიის მოდელი, გაპყრობილი აღმოსავლეთისაკენ.
2. მანდილოსანი „[მეუღ]ლე [მისი]| (მ)არეხ“ (ს.კაკაბაძე:“მარიხ“), | იგი სარკმლის გადიდების დროს წელზევით მოუსპიათ და დღეს მისი მარტო წელქვეითი ნაწილიღა შენახულა 3.მანდილოსანი: „ომანის ასული: ლანდუზ" (ს.კაკაბაძე: "ანდოზ").
4.მამაკაცი: "ლაშხის შვილი ო|[მან]" (ს.კაკაბაძე:“უზუ?ნ“).
5.მანდილოსანი: „მეუღლე მ(ა)თი |ზოდიო“.
6.მანდილოსანი: „ძე მ(ა)თი | დედისდე|და".
II. სამხრეთ კედელზე (სურ.29):
1. სასულიერო პირი, მღვდელმთარის ტანისამოსით: „გ(იორგ)ი“; იგი მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში უჭირავს გრაგნილი (?)
2.ახალგაზრდა: "გულაბად“ (ს.კაკაბაძე: „გულაბაჭ“).
3.მამაკაცი: "ზაზა".
4.მანდილოსანი: „მისი: მეუღლე | კეკლუცაჲ":|
5.მამაკაცი: „ლაშხა".
6.მანდილოსანი. „მისი: მეუღლე იაღ|ამაბარ.
7. ანდილოსანი: ლაჟურდაი".
8. სამხრეთის კარებში (აღმოსავლეთ კედელზე) დახატულია მამაკაცი წარწერით: „ნობერიძეს (ს.კაკაბაძე: კობერიძეს“) | მი~ქელს | შ(ეუნდვნე)ს ღმერთმა)ნ". მას წითელი ტანისამოსი აცვია, მარჯვენა ხელი აპყრობილი აქვს, ხოლო მარცხენაში წიგნი უჭირავს. ყველა ზემოაღწერილ პირთ, სამხრეთ კედელზე დახატულ პირველისა და მერვეს გარდა, ხელები აღმოსავლეთისაკენ აქვთ გაპყრობილი.
მხატვრობა ეკუთვნის XVI ს.
სიძველე: 1.ფიცარზე ნახატი ღვთისმშობლის ჩვილედი ხატი, 1,3 X0,9 მ (დაახლოებით), სამკაულაყრილი (ავაზაკებს გაუძარცვიათ ძველად), ქართული ხელოვნებსა.
მიქარწმიდის და ბუგეულის ეკლესიის სიძველენი
(1925 წლის ივლისის 29-ს დავათვალიერე ბუგეულის თემაღმასკომის საწყობში მოგროვილი საეკლესიო ნივთები და გამოვყავი იქიდან სიძველეები. სამწუხაროდ, სინამდვილით ვერ გამოვარკვიე. თუ რომელი სიძველე რომელი ეკლესიისა იყო; თემაღმასკომის წევრების გადმოცემით, ნივთების უმეტესი ნაწილი მიქარწმიდის ეკლესიისა უნდა იყოს, ხოლო უმცირესი - ბუგეულისა. გ.ბ.)
1. (ქ.* 1872), დროშის ჯვარი „მთავარანგელოზისა“, ხისა, ირგვლივ ვერცხლით შეჭედილი, 44,2 X 23,2 სმ. შემკული წინა მხარეს მთავარანგელოზებისა და წმ.გიორგის ჭედილი ხატებითა და 3 თვლით (აკლია 2 თვალი) და 14 - სტრიქონიანი ასომთავრული წარწერით უკანა მხარეს. ქ. მიქელ, გაბრიელ მთავარანგელოზო, მეოხ და მფარველ(ა)დ ექმენ მეფეთა-მეფესა გიორგის, ძეთა მ(ა)თს(ა) ლეონს. მთ(ა)ვ(ა)რ(ა)ნგე(ლ)ოზო უშვ[ელე]ფ[ე]შ(ა)ნ[გ]ს ლ(აშ)ხიშვილსა, მე(უღლე)სა მისსა ულუნპიას: ამინ უფალო: ჯვარი ეკუთვნის XVI ს. წარწერაში მოხსენიებული მეფე გიორგი II (1565-1583), რომელიც იხსენიება აგრეთვე ნიკორწმინდის ღვთისმშობლის ხატის (იხ.ნიკორწმ. №4) წარწერაში და მისი ძე ლეონი (მეფობდა 1583-1590).
2. (ქ. 1873). ვერცხლზე ნაჭედი ღვთისმშობლის ხატი, 34,2 X24 სმ. გადაკრული ფიცარზე, დაფერილი ოქროს წყალში და შემკული 3 თვლითა და 2 მარგალიტით (აკლია მარგალიტი) და ასომთავრული წარწერით ბოლოზე: ყო(ვლა)დ<ა> წმი(და)ო დედ(ა)ო, მეოხ და მფ(ა)რველ[ა]დ ექმენ ფეშანგის ლ(ა)შხიშვილსა და მეუღლესა მათსა ლ-ვის (?) ქალსა, ამინ. ხატი ეკუთვნის XVI ს. წარწერაში მოხსენიებული არიან იგივე ლაშხიშვილნი, რომელნიც ზემოაღწერილ ჯვრის წარწერაში.
3. (ქ. 1874). ვერცხლზე ნაჭედი ხარების ხატი. 26,2X20 სმ. გადაკრული ფიცარზე, მდარე ხელის ასომთავრული წარწერით: შ(ეიწყალ)ე უ(ფალ)ო ღ[მერთო] ეს (?) ასულის ...კ...გ. ღ (?)
4. (ქ. 1874) 5 ვერცხლზე ნაჭედი მაცხოვრის ხატი, 29 X 20,7 სმ. დაფერილი ოქროს წყალში და შემკული თხზული ასომთავრული წარწერით: ი(ეს)უ ქ(რისტ)ე, ძეო ღ(მ)რთ(ისა)ო, მეოხ ექ(მე)ნ ორსავე შინა ცხორებ(ა)სა ვ(ა)რდ(ა)ნ ლ(ა)შხიშვილსა და თ(ა)ნამეცხ(ე)დრესა მ(ა)თსა ბარიშვილის ქალსა თინ(ა)თინს, ა(მი)ნ. ძეგლი ეკუთვნის XVII ს.
5. (ქ. 1876). ვერცხლზე ნაჭედი მაცხოვრის ხატი. 26,2 X21,5 სმ. დაფერილი ოქროს წყალში და შემკული ასომთავრული წარწერით. ქ. მე ანუსია ვ(ა)რდ(ა)ნ ლ(ა)შხიშვილ(ი)ს დედამ(ა)ნ მოვ(ა)ჭედინე ხ(ა)ტი მ(ა)ცხოვრისა ცოდვ(ა)თა ჩუენთა შეს(ა)ნდობელად, ა(მი)ნ. ძეგლი ეკუთვნის XVI-XVII სს.
6. (ქ. 1877). ძველი ქართული ფული სპილენძისა.
7. (ქ. 2143). რომელიღაც საეკლესიო წიგნი ხუცურად ნაწერი, დაშლილი, დაზიანებული, ფურცელნაკლები.
8. (ქ. 2144). სახარება ხუცურად ნაწერი, დაზიანებული, მრავალფურცელნაკლები.
9. (ქ. 2145). აღსარების სათქმელი წიგნი, ხუცურად ნაწერი.
10. (ქ. 2146). კონდაკი, ხუცურად ნაწერი, დაზიანებული, მრავალფურცელნაკლები.
|