topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

პატარა ონი - გ. ბოჭორიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<რაჭა // ეკლესია - მონასტრები>>>

პატარა ონი -  ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.66-69.

პატარა ონს არის ორი ეკლესია:

1."რაკეთის" წმ.ნიკოლოზისა (სურ.6-14)

და

2.წმ.გიორგისა (სურ.15).

"რაკეთის" წმ.ნიკოლოზის ეკლესია

"რაკეთის" წმ.ნიკოლოზის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 7,4X3,6 მ. ნაგები თლილი ქვისა (შირიმი და სხვ.) და კირისაგან. იგი ნანგრევად არის: თაღი ჩამოქცეულია, გარდა საკურთხევლის ნაწილისა, კედლებიდან სამხრეთი ნაწილი ძლიერ არის დაზიანვბული, ხოლო აღმოსავლეთისა გარღვეული ზევიდან ქვევითამდე საქარე-სარკმლის ხაზზე. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, ძველად ჩრდილოეთითაც ჰქონია; ამჟამად იგი ამოგებულია და ნანგრევით არის სავსე: ორივე (სამხრეთი და დასავლეთი) კარი და აღმოსავლეთი სარკმელი შემკულია ჩუქურთმებით: აღმოსავლეთ საქარეში ნაჭერ-ნაჭერი ქვებისაგან გამოყვანილი არის ჯვარი. ეკლესიას დასავლეთით ჰქონია კარიბჭე, რომლის კვალიღაა დღეს მხოლოდ დარჩენილი: მისი დასავლეთის კარის თავიდან ჩამოვარდნილი თუ ჩამოღებული დიდი წარწერიანი ქვა შემდეგ ხანში გადატანილია და წმ.გიორგის ეკლესიის დასავლეთი კარის თავზეა დადებული (იხ. ქვ.).

გარედან ეკლესიას აქვს წარწერა ქვებზე აღმოსავლეთი კედლის საქარეში ოთხი ქვისაგან გამოკვანილ ჯვარს მხარს ზევით და მხარს ქვევით შეწყობილი აქვს 6 სხვა ნაჭერი ქვა; მათგან 2 მხარს ზემოთ და 4 მხარს ქვემოთ (ორ-ორი თითო მხარეს ერთმანეთზე დადებით), ამ ექვს ქვაზე არის მრგვლოვანი ასომთავრული წარწერა. სტრიქონები იწყება მარჯვნივ მდებარე ქვიდან და გადადის მარცხენა ქვაზე. მხარს ზევითი ქვები შეიცავს წარწერას თვით ჯვრისათვის, ხოლო მხარს ქვევითი ეკლესიის აღმშენებელთათვის. სამწუხაროდ ეკლესიის კედელი გარღვეულია ზევიდან ქეეითამდე სწორედ ამ ჯვრის ხაზზე და ხსენებული ქვების უმეტესი ნაწილი შეძრულია ადგილზე და ჩამოსავარდნად არის გამზადებული. ამათ უბრალო წვიმა და ქარიც კი ადვილად მოარღვევს და ჩამოაგდებს. მერმე, თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ქვების სიმაღლეს 8-10 მეტრს, ასეთი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ქვა სულ ერთიან დაილეწება და შესანიშნავი წარწერა სამუდამოდ დაიღუპება, ამიტომ აუცილებელი საჭიროებაა მათი დაუყოვნებლივ ჩამოხსნა და დაცვა.

ა. წარწერა მხარს ზევით ორ ქვაზე:

წ ჲ ჯ ი: (წმიდაჲ ჯუარი).

ბ. წარწერა მხარს ქვევით ოთხ ქვაზე (ზევითა ორ ქვაზე 1-7 სტრიქონი, ქვევითა ორ ქვაზე 8-10 სტრიქონი. სულ 10 სტრიქონი).

წმინდაო ნიკოლაოზ საკჳრველთმოქმედო და მფლობელო ყოველთა საუკუნეთაო, მფარველ ექმენ ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა კახასა და ლთს (?), რომელთა აღაშენეს წმიდაჲ ეკლესიაჲ ესე. და შეუნდვენ ცოდვანი მათნი ამის... ამენ... წთ (?).

68. აქ ადგილი დაზიანებულია და შესაძლებელია ა იყოს.

კანკელი ეკლესიას ქვიტკირისა ჰქონია, მისი წინა პირი ჩუქურთმებიანი ქვებისა და თაბაშირისაგან ყოფილა გაკეთებული; დღეს მისი ნაშთიღა არის (სურ.16): ზევითა ნაწილი სულ მოქცეულია და ძირა ნაწილიდან კი გადარჩენილია მარტო სამხრეთის (მარცხენა) მხარე: აქ დგას ქვის ფიცარი, შემკული ძვირფასი ჩუქურთმით. 1919 წელს, როდესაც ექვთ. თაყაიშვილი მოგზაურობდა რაჭაში, ეს კანკელი მთელი ყოფილა.

როგორც ადგილობრივ გადმომცეს, იგი დანგრეულა უკანასკნელ წლებში (უსახურავობისაგან); დანგრევის გამო ჩამოყრილი ჩუქურთმიანი ნაწილები მრავლად არის გაბნეული ეკლესიის შიგნით და გარეთ. კანკელს ზევითა ნაწილში ჰქონია მრგვლოვანი ასომთავრული წარწერა ერთ სტრიქონად. ეს წარწერა დღეს აღარ არსებობს, იგი კანკელის ნატეხებზე ნაშთადღა არის შერჩენილი (რამდენიმე ნატეხი შენახულია ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის თახჩაში). კანკელის სურათი 1919 წელს, როცა ის ჯერ კიდევ მთელი იყო, ექვთ. თაყაშვილის მოგზაურობის დროს გადაუღია ფოტოგრაფ კიუნეს, რომელსაც აქვს დაცული მისი ერთი ამონაბეჭდი. მან ნება დამრთო, მესარგებლა ამ ამონაბეჭდით და როგორც ეტყობა, წარწერა მაშინაც დაზიანებული ყოფილა: ჩანს მისი მარტო ერთი (თავი და ბოლო) ნაწილი, ორი ნაწილი კი მოსპობილია. ხსენებული სურათის ამონაბეჭდისა და დღემდე დარჩენილი ორი ნატეხის მიხედვით აღვადგინე წარწერა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. მომყავს იგი:

სახელითა ღმრთისაჲთა, შეწევნითა წმიდისა ნიკოლოზი[სითა აღვაშენე] კანკელი ესე მე, კახამ....თათ(?) შეიქმნა ჴელ[ითა]...

შენიშვნა: აქ პირველ და მე-6 ნომრებს ქვეშ მოყვანილი წარწერის ნაწილები სურათიდან არის ამოღებული, მე-3 და მე-4 ნაწილები - შენახული ნატეხებიდან, მე-2 ნომერი ჩემ მიერ არის აღდგენილი, რჩება აღუდგენელი მე-5 ნომერი დაახლოებით 25 ასოთი. მე-2 ნომერში აღვშნე-ს ადგილს შესაძლებელია ყოფილიყო აღვმთე ან სხვა შესაფერი სიტყვა.

 

წმ.გიორგის ეკლესია

2. წმ.გიორგის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 8,2X7,4 მ (დაახლოებით), ნაგები ქვიტკირისაგან; შიგნით და გარეთ გალესილია კირით; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, თითო სარკმელი თითო მხარეს. დასავლეთის კარის თავზე აქვს ქვა, გადმოტანილი რაკეთის ეკლესიის კარიბჭიდან, როგორც ეს ზევით მოვიხსენიე, რომელსაც აქვს ასომთავრული წარწერა (სურ.17):

ქრისტე ღმერთო მფლობელო ყოველთა საუკუნეთაო, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, წმიდისა ნიკოლოზისითა წმიდისა გიორგისითა აღჴოცენ ყოველნი ბრალნი მათნი ერისთავსა კახასა. და დალიდა დედოფალი და შვიდნი მათნი ყოველნი დაიცვენ ყოველთაგან სავნებელთა, რომელთა აღაშენეს კარის ბრჭეჲ ესე.

როგორც პირველი წარწერიდან ჩანს, ეკლესია აღშენებულია კახას მიერ. იმავე პირს იხსენიებს ეს (კანკელის) წარწერაც. ორივე წარწერა პალეოგრაფიულად XI ს. მიეკუთვნება და ეკლესიაც ამ ხნისა უნდა იყოს. ეს წარწერაც XI ს. ეკუთვნის. იგი ეხება იმავე პირს (კახას), რომელიც იკითხება ზემოთ მოყვანილ ორ წარწერაში. მხოლოდ აქ იგი ერისთავის ტიტულით არის მოხსენიებული. ესა და პირველი წარწერა (ეკლესიის საქარისა) ხელის მხრივ ძალიან ემსგავსებიან ნიკორწმინდის ეკლესიის დასავლეთის კარისთავის წარწერას.

ხსენებული ერისთავი კახა იქნება რაჭის ერისთავთა - კახაბერთა წინაპარი იყოს.